16 თანამედროვე ხელოვანის ნამუშევრები, რომლებიც კორონავირუსის გავლენით შეიქმნა
დღეს მსოფლიოში ცხოვრების ჩვეული რიტმი შენელებულია. ჩვენი ახლანდელი ყოფა მოსაწყენ სამეცნიერო ფანტასტიკურ ნაწარმოებსაც შეგვიძლია შევადაროთ, რომლის პერსონაჟებს საძინებელ ოთახში უწევთ გამომწყვდევა, რათა მომაკვდინებელ ვირუსს, სახელად Covid-19-ს დაემალონ.
ზოგიერთმა თანამედროვე ხელოვანმა ამ რთულ პერიოდს ახალი ნამუშევრებით უპასუხა. მათმა ნაწილმა გამოხატა სევდისმომგვრელი ეგზისტენციალური შიში და შეშფოთება, რაც ლამის უნივერსალურ ემოციურ მდგომარეობადაა ქცეული. ნაწილმა კი პირიქით, ბუნებაში სილამაზე იპოვა, ფიზიკური დისტანციის დაცვის ხიბლი აღმოაჩინა და ადამიანთმოყვარეობის მნიშვნელობა შემოქმედებითი მუშაობით წარმოაჩინა.
1. რაშიდ ჯონსონი — წითელი ბრბო
"ეს ნამუშევარი შეშფოთებული კაცების სერიის გაგრძელებას წარმოადგენს. ეს ის დროა, როცა ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობა და სიკეთე უნდა გამოვავლინოთ".
2. ეივერი სინგერი — რობესპიერი
ხელოვანმა ეივერი სინგერმა თავისი ნამუშევრის შესაქმნელად ფრანგი რევოლუციონერის, მაქსიმილიან რობესპიერის სახე გამოიყენა. მაგრამ იგი სრულებითაც არ მოგვაგონებს იმ ფერწერულ პორტრეტებში წარმოდგენილ დიდებულ პიროვნებას, რომელმაც მცირე ხნით ხელისუფლების მართვის სადავეებიც კი ჩაიგდო ხელში. თუმცა რობესპიერის ამგვარი გამოსახულება ხელოვანის ფანტაზიის ნაყოფი კი არა, კვლევის შედეგად მიღებული სურათის სახეცვლილი ვერსიაა. მეცნიერებმა რამდენიმე წლის წინ დაადასტურეს, რომ რევოლუციონერის სახე მისი სიკვდილით დასჯის მომენტში შრამებით იყო დაფარული, რაც, სავარაუდოდ, დაავადებას უნდა გამოეწვია.
"მაქსიმილიან რობესპიერის სახის მოდელზე მუშაობა კარანტინამდე დავიწყე. მას ნაყვავილარი სახე აქვს და ჯანსაღად არ გამოიყურება. ეს კი გვახსენებს, თუ როგორ ტოვებს დაავადება ადამიანზე ფიზიკურ ნაკვალევს და ასევე გვაჩვენებს, რომ დაავადებათა გავრცელების ისტორია საუკუნეებს ითვლის", — ამბობს სინგერი.
3. ლუსია იერო — სისუფთავეს ღმერთი სწყალობს
ეს ამერიკული გამოთქმა, სისუფთავეს ღმერთი სწყალობს, საკუთარი სხეულისა და სახლის დასუფთავების ღირებულების ხაზგასმის გარდა ადამიანების შინაგან სიწმინდესაც მიემართება. დღეს ამ ფრაზის ამოკითხვა ლუსია იეროს შემოქმედებაშიც შეგვიძლია.
"ეს ნამუშევარი იმ გამოსახულებებს ეყრდნობა, რომლებზეც წინა ინსტალაციებში ვმუშაობდი. ჩემს შემოქმედებაში გამოყენებულმა ფიგურებმა — იქნება ეს იესო ქრისტეს ხატი თუ სადეზინფექციო ხსნარები — დღეს დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა, რაც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების დამსახურებაა. ძირითადად შავკანიანი და ლათინოამერიკელი ხალხის გარემოცვაში გაზრდისას, ფრაზა — სისუფთავეს ღმერთი სწყალობს — ყოველი მხრიდან მესმოდა, რადგან სისუფთავე ერთგვარი გზა იყო, გვეჩვენებინა, რომ, მიუხედავად მძიმე საცხოვრებელი პირობებისა, ჩვენ მაინც ღირსეულად გაგვქონდა თავი. ამ ყველაფერზე საკუთარი ბინის დასუფთავების დროს დავფიქრდი და გავიაზრე, რომ ჩემს ნამუშევარს პანდემიამ სულ სხვანაირი დატვირთვა შესძინა", — ამბობს იერო.
4. ალექსის როკმანი — ტიტანიკი
ალექსის როკმანმა კორონავირუსისაგან გამოწვეული პანდემია გასული საუკუნის ტრაგედიას დაუკავშირა და ახალ ნამუშევარში ტიტანიკის ჩაძირვის სცენა წარმოგვიდგინა. "როდესაც პანდემია დასრულდება, მოსახლეობის რაღაც ნაწილი გმირებად შემორჩება ისტორიას, მაგრამ დიდი ნაწილი დავიწყებას მიეცემა. ტიტანიკის ჩაძირვაც ისტორიის ფურცლებზე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ტრაგიკულ მოვლენადაა ჩაწერილი, რომელსაც სულ მცირე 41 ფილმი და სატელევიზიო გადაცემა მიეძღვნა", — ამბობს როკმანი.
5. ნიკოლას ფართი — პორტრეტი ერთი პეპლით
ნიკოლას ფართის მიერ ჯერ კიდევ გასულ წელს შექმნილი ნამუშევარი დღეს გაცილებით აქტუალურია. "მოიცა, მოიცა, ეს სეზონის პირველი პეპელაა, რომელიც ჩემი ფანჯრიდან დავინახე? ყოველ წელს, შუა მაისიდან ივნისის ჩათვლით, ნიუ-იორკს მილიონობით პეპელა სტუმრობს", — აღნიშნავს ხელოვანი. ამ გაზაფხულს კი პირველი პეპლების ცქერა ნიუიორკელებს საკუთარი ფანჯრებიდან მოუწევთ.
6. ემილ ლუკასი — ორი სამყაროდან ერთი
"ძაფების ამსახველი ჩემი ახალი ნამუშევრები დაწნეხილნი და შემდარებლობითნი არიან. ისინი ერთ სამყაროს მეორეს ადარებენ ან სპეციფიკურ ამბავს ყვებიან. ეს ბოლო პერიოდია ვგრძნობ, რომ მოვლენები, რომლებიც ჩვენ გარშემო ვითარდება, ჩვენს კოლექტიურ ფიქრებზე იწნეხებიან".
7. ბეატრის მილჰეიზესი — Março (მარტი)
"მადლობა!
მადლობას ვუხდი ჯანდაცვის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ მტკივნეულ მომენტებში კორონავირუსის პანდემიასთან პირისპირ მამაცურ ორთაბრძოლაში არიან ჩართულნი.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, ბანკებში, მიტანისა და საჯარო სერვისებში მუშაობას ახლაც განაგრძობენ. მადლობა მათაც, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროების ფუნქციონირებაში დიდი წვლილი შეაქვთ.
უმეტესობა სახლებიდან არ გავდივართ, ჩვენს ყოველდღიურ რუტინას ვარგებთ ვითარებას და ისეთ მრავალფეროვან ეგზისტენიალურ შეგრძნებებთან გვიწევს გამკლავება, როგორებიცაა შიში, სამყაროში დაკარგულობის განცდა, მწუხარება და იმედი.
მთელი მსოფლიოს გარშემო ადამიანები, რომლებიც, დღევანდელი სიტუაციის მიუხედავად, მუშაობას მაინც განაგრძონებ, გვეხმარებიან, რომ ეს რთული პერიოდი ოპტიმიზმით, ერთობის განცდითა და სიმშვიდით გადავლახოთ.
ისინი სახლში ყოფნას ვერ ახერხებენ და ჩვენი ვალია, რომ მათაც ისევე ამოვუდგეთ გვერდში, როგორც ისინი გვიდგანან ჩვენ!
Obrigada!"
8. ჯინა ბივერსი — ჩემს ტუჩებზე დახატული ფრანც კლაინი
"ხელოვანი, რომელიც ფიზიკურ დისტანციას იცავს, სულ სახლშია და ფრანც კლაინის ნამუშევარი საკუთარ ტუჩებზე გადააქვს. უფროს თაობასთან კავშირის დამყარება, იმ დაწესებულებებში დაგროვილი გამოცდილებების არდავიწყება, რომლებიც ახლა დაკეტილია. შემოქმედებითობის შენარჩუნების ცდა, ნებისმიერი ხელთარსებული ხელსაწყოს გამოყენება, ამ მომენტის ეკრანზე ჩაწერა".
9. გილერმო კუიტკა — თავდავიწყება
"ობიექტი, რომელიც ნამუშევარშია ასახული, რეალისტურ ჟანრში შექმნილი ტვირთის გადამტანი სარტყელია, რათა სიახლოვესა და სიშორეს შორის არსებული ორაზროვანი ურთიერთობა გამოხატოს. კონვეიერის ცარიელი სარტყელი არარსებობას აღნიშნავს. მნახველმა, შესაძლოა, იფიქროს, რომ ეს განგრძობადი სიცარიელეა. თუმცა ამ სარტყლის თავიანთი მისწრაფებებითა და იდეებით დატვირთვა სწორედ მათ ევალებათ. პირადად ჩემთვის, ბარგის კარუსელი შიშისა და შფოთვის სიმბოლოს წარმოადგენს. ეს არის დალოდების საზოგადო და პერფორმატიული აქტი, რომელიც მოსვლის მოლოდინს მოიაზრებს. კონვეიერს ისეთ მანქანად აღვიქვამ, რომელსაც არასოდეს სძინავს, თუმცა კი ბარგიც არასოდეს გადააქვს, უბრალოდ ტრიალს აგრძელებს".
10. ლიუ სიაოდუნი — უსათაურო
"28 იანვარს, როდესაც ჩინეთში პანდემია სულ რამდენიმე დღის დაწყებული იყო, ნიუ-იორკში გავფრინდი და იქიდან გეზი ტეხასის პატარა ქალაქ, იგლ-პასისაკენ ავიღე. იქ შერიფი ტომი მელოდებოდა, რომლისთვისაც ერთი წლის წინ მეთქვა, რომ მისი ოჯახისა და თანამშრომლების დახატვა მსურდა. მართალია, ტომმა უკვე იცოდა, რომ ჩინეთი ეპიდემიის გავრცელების ცენტრი იყო, თუმცა ის ჩემს სტუმრობას მაინც არ შეუშინდა და გულთბილად მიმიღო. 2003 წელს, როცა SARS გავრცელდა, ჩინეთში ვიყავი. ჰაერი არ იძვროდა და ქუჩები დაცარიელებული იყო. სწორედ მაშინ დავიწყე სამი ხეობის სერიაზე მუშაობა. წელს კი ახალი კორონავირუსის პანდემია მთელ მსოფლიოს მოედო. სიტუაცია განმეორდა, მაგრამ რადგანაც ერთი წლის წინ ტომისათვის პირობა მქონდა მიცემული, დავტოვე ჩინეთი, ამერიკაში გადავფრინდი და ტომი, მისი მეგობრები და ოჯახი დავხატე. SARS-ის აფეთქებიდან ჩვიდმეტი წელი გავიდა, მაგრამ ამ ორ დიდ ეპიდემიას ისე ავღვიქვამ, როგორც ორ ტყუპ ძმას. დროის ზღვარი ამ ორ შემთხვევას შორის თითქოს მოიშალა და ზოგჯერ მიჭირს ხოლმე მათი ერთმანეთისაგან გამოცალკევება".
11. მიკა ტაჯიმა
"ვცდილობთ, რომ კომუნიკაციის ახალი გზები დავსახოთ და იზოლაციისა და კრიზისის პერიოდში პროდუქტიულები ვიყოთ. თუმცა ნაყოფიერი მუშაობისა და სარგებლიანობის ცნებები უკვე მკვეთრადაა შეცვლილი. დღეს სახლიდან მარტოს მიწევს მუშაობა და ამ დროის უმეტეს ნაწილში იდეებს ვავითარებ, ახალ კავშირებს ვამყარებ, ვიფართოებ კვლევის უნარებსა და ახალ ფორმებზე ვიწყებ ფიქრს. ამ სურათში შემოქმედებითი კვლევის პლატფორმას, Are.na-ს ვიყენებ, რომელიც იდეების ვიზუალურად ორგანიზებაში მეხმარება. ჩემი სტუდია ამ პლატფორმის ხელშეწყობით დაძაიფუს შინტოს ტაძრისთვის განკუთვნილი ახალი ნამუშევრებისთვის იდეების მოსაფიქრებლად ფოტოებსა და ინფორმაციას აგროვებს. დღეს მე და სტუდიის თანამშრომლები პროცესში ისე მჭიდროდ ვართ ჩართულები, როგორც არასოდეს. ვინიშვნავთ იდეებსა და ასოციაციებს და ასე თითო ნაბიჯით ვუახლოვდებით პროექტის სისრულეში მოყვანას. მუშაობის ამგვარი სახეცვლილი მეთოდი გონებათა შერწყმის ახლებური ფორმაა".
12. არლინ შეკეთი — მანდალა
"ვირუსის გამოსახულების ნახვისას მისი შემაძრწუნებელი სილამაზით მოვიხიბლე და მომინდა, რომ ბუნებაში აღმომეჩინა სხვა ისეთი მშვენიერება, რომელიც ასევე გაიმეორებდა, ჩემი აზრით, მანდალას მსგავს სილამაზეს. მანდალა წმინდა დიაგრამაა, რომელიც უზენაესი ცხოვრებისა და ცნობიერების საყრდენია. რასაც ბუნება გვაძლევს, უკან იბრუნებს კიდეც. ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო მიმდინარეობს, ბუნებრივი ციკლის შემადგენელი ნაწილია და მასში მონაწილეობით ჩვენს ერთადერთ სავალ გზას გავდივართ".
13. რიჩარდ ტატლი — მწვანე XVIII
"როდესაც გვაგონდება ადრეული ჰოლანდიური ნიუ-იორკი,
ჩვენ არ ვიწყებთ ფიქრს გადატანილ სირთულეებზე.
შეიძლება ზოგზე კი, მაგრამ არა — ყველაზე.
თუმცა რომ გვეფიქრა, იქნებ გადავრჩენილიყავით.
ბიძია ფილიპს სურდა, დამევიწყებინა გიჟური აზრები
და მქონოდა წყნარი ცხოვრება.
მას ეწადა, რომ გადავრჩენილიყავი".
14. ოდილი დონალდ ოდიტა — უსათაურო
"ჩემი ნახატი დაუსრულებელ დაშლას ასახავს. მინდა, რომ ამ ნახატმა ნათელი მოჰფინოს იმ შეგრძნებას, როდესაც უკვე გეზი გაქვს აღებული, რაღაც პროცესში ხარ ჩაფლული, მაგრამ იძულებული ხარ, შეჩერდე. ეს მომენტი თვალის დახამხამებაა, რომელიც უდროოდ არსებობს; ის შეიძლება ერთ წამს ითვლიდეს, ან, როგორც ამ შემთხვევაშია, დღეები და თვეებიც კი გასტანოს".
15. ელინორ კარუჩი — ედემის სახლში დაბრუნების ბედნიერება, კორონას დღეები
"დღეს, როდესაც უმადურობის ფუფუნება არ გვაქვს, ჩვენი ოჯახის წევრების მიმართ სიყვარული და ერთმანეთის გვერდით ყოფნა გაცილებით დასაფასებელი ხდება. დღეს ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ მეგობრების გვერდით. ასეთ დროს ჩემი შვილის კოცნა ძვირფას და მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს. მე მას ვკოცნი, თუმცა როგორღაც ამ ამბორით მთელ სამყაროს ვეალერსები. ვეალერსები იმ სამყაროს, რომელთან შეხებაც დღეს არ შემიძლია".
16. პეტ სტეირი
ხელოვან პეტ სტეირის მიერ 20 მარტს გაგზავნილი მეილი:
"ჯანმრთელობას ვუსურვებ ხელოვანებსა და პოეტებს — ცნობილებსაც და უცნობებსაც.
ხელოვნება და პოეზია წარსულისა და მომავალი ცხოვრების მატიანეა.
ის გვიყვება იმაზე, რაც უკან მოვიტოვეთ. იმაზე, რასაც ანთროპოლოგები წარსულის გამოსააშკარავებლად მიწიდან თხრიან.
ხელოვნება და პოეზია ის ერთადერთია, რაც იმის საჩვენებლად გვაქვს, რომ აქ ვიყავით; თუ ვინ ვიყავით როგორც საზოგადოება.
განაგრძეთ ხელოვნების შექმნა და პოეზიის წერა. ჩვენს ნამდვილ სახესა და კულტურას ხომ მხოლოდ ასე აღვნუსხავთ, მხოლოდ ასე შემოვუნახავთ მომავალს.
მე ნამდვილად მჯერა ამის.
როგორც ჩემი მეგობარი პოეტი, ენ ვოლდმენი წერს: 'დაიცავი სამყარო პოეზიისათვის' (და ხელოვნებისათვის).
კეთილი სურვილებით,
პეტ სტეირი".
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები