ბოლნისის სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა. როგორც On.ge-ს ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა განუცხადა, ინფიცირებულთა გადაყვანაში ეპიდემიოლოგებს ხელი ადგილობრივმა ახალგაზრდებმა შეუშალეს, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებობდნენ.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც ინციდენტის გამო ამ ეტაპზე საკუთარ სახლში რჩებიან და სავარაუდოდ, ხვალ დილისთვის მათი კლინიკაში გადაყვანა მოხდება.