საპარლამენტო უმრავლეოსოსობის წევრი, რატი იონათამიშვილი, ოპოზიციის კრტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ ისინი მხოლოდ პოპულიზმზე, სპეკულაციებსა და შოუებზე არიან ორიენტირებულები და ეს დააკლდათ.

მისი თქმით, როდესაც ძალიან აქტიური იყო საქართველოს პარლამენტში მუშაობა, ოპოზიცია "საქმის კეთებას" ბოიკოტს უცხადებდა და მხოლოდ "დესტრუქიცაზე" იყო გადასული და ამიტომ მათგან ამ მხრივ კრიტიკა "განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა".

"ოპოზიციას ან წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა, ან არ უხარია ის, რომ საქართველოს პარლამენტი დღეს მუშაობს ძალიან აქტიურად, მუშაობს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ჩართულია კრიზისების მართვაში. საკანონმდებლო პროცესიც კი არ განელებულა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ისინი მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმზე, სპეკულაციებსა და შოუებზე არიან ორიენტირებულები და ეს დააკლდათ. იმიტომ, რომ მხოლოდ ამაში მონაწილეობდნენ, მაშინ როდესაც შემოდიოდნენ, 15-20 წუთით ესწრებოდნენ და მერე მათ ვეღარ ვხედავდით და ძალიან მალე საეროდ პოლიტიკაშიც ვეღარ ვნახავთ", — განაცხადა იონათამიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირეძე ამბობს, რომ დღეს, როცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტი განსაკუთრებული დატვირთვით უნდა მუშაობდეს, ცარიელია და დიდი ბოქლომი ადევს. ის პარლამენტის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობა დაუყონებლივ დაიწყოს.