5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლოთ საერთაშორისო ურთიერთობები
ჩვენ დიდი გამოწვევების პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში კონფლიქტები, შიმშილი თუ ეპიდემია ადამიანებს სიმშვიდის საშუალებას არ აძლევს. მათ მოსაგვარებლად კი სურვილისა და ამბიციების გარდა, შესაფერისი ცოდნაა საჭირო. ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორაა მოწყობილი სამყარო და როგორ შეუძლიათ ქვეყნებს, მთავრობისა თუ ინდივიდის დონეზე, უპასუხონ და ეფექტიანად გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს.
საერთაშორისო ურთიერთობების სწავლა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ გლობალური საკითხების შესახებ სიღრმისეული ცოდნა დააგროვოთ. ესაა დისციპლინა, რომელიც ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, კულტურის, გეოგრაფიისა და ისტორიის ცოდნას აერთიანებს და კითხვებს სახელმწიფოების ქცევის შესახებ პასუხებს სცემს.
ამ სტატიაში მოვაგროვეთ 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ საერთაშორისო ურთიერთობები თქვენს მომავალ სპეციალობად.
1. დიდ გამოწვევებთან გამკლავება
საერთაშორისო ურთიერთობები დიდ გამოწვევებთან გამკლავებას გულისხმობს. ამისათვის კი ძლიერი, დაბალანსებული არგუმენტების ქონა კრიტიკულად მნიშნველოვანია. ბოლო დროს მსოფლიოში მომრავლებული ყალბი, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ბევრ პრობლემას იწვევს და ხშირად სხვადასხვა საზოგადოებაში შიშის და დაპირისპირების წარმოშობას ემსახურება.
ამგვარად, იმ ადამიანების როლი, რომელთაც სიცრუის წინააღმდეგ ძლიერი არგუმენტების მოშველიება და სიმართლის მხარეს დგომა შეუძლიათ, ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ არგუმენტების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ ცოდნა, რომელსაც თეორიულ დონეზე უნივერსიტეტში მიიღებთ.
2. კარგი საწყისი წერტილი თქვენი კარიერისთვის
საერთაშორისო ურთიერთობებში კარიერის განვითარებას მრავალი კუთხით შეძლებთ. თქვენი გამოცდილების, ინტერესებისა და მიზნების მიხედვით, შეძლებთ, სასურველი საქმიანობით კერძო, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორში დაკავდეთ ან გახდეთ მკვლევარი და აკადემიური საქმიანობა განაგრძოთ.
თუკი კარიერის სახელმწიფო სტრუქტურებში დაწყება გსურთ, ამ მხრივ არჩევანი საკმაოდ დიდია და დიპლომატიური საქმიანობის გარდა, სხვადასხვა სამთავრობო ორგანოში საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ პროექტებში ჩართვას შეძლებთ. არასამთავრობო ორგანიზაციებში კი კიდევ უფრო მრავალფეროვანი საკითხების მოგვარებაზე იმუშავებთ.
3. პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება
საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლა დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორაა მოწყობილი სხვადასხვა საზოგადოება თუ სისტემა. ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელსაც უნივერსიტეტში ამ მიმართულებაზე მიიღებთ, აუცილებლად გამოგადგებათ თქვენი პრაქტიკული საქმიანობისას.
საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სიღრმისეულად გაცნობით თქვენ ამავდროულად ჩამოგიყალიბდებათ ანალიტიკური, მოლაპარაკებების წარმართვის, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების თუ ზოგადად ინტერპერსონალური უნარები. თქვენ მოვლენებს ფართო კუთხიდან შეხედავთ და მათ სათანადო ანალიზსაც შეძლებთ.
4. დადებითი ცვლილებების მოტანის უნარი
აუცილებელია გახსოვდეთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები არ ეხება მხოლოდ პოლიტიკას. ესაა უნარი, გესმოდეს სხვადასხვა კულტურის მახასიათებლები და იცოდე რა ხდება შენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა.
საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება და გაღრმავება, კონფლიქტების მოგვარება, ინფორმაციის გაცვლა, რესურსების მობილიზება, ვაჭრობის გაძლიერება, კულტურული კავშირების დამყარება. და რაც მთავარია, გულისხმობს ისეთ გამოწვევებთან გამკლავებას, როგორიცაა ტერორიზმი, გარემოსდაცვითი პრობლემები და პანდემია.
ამგვარად, თქვენს პრაქტიკულ საქმიანობაში როგორც საკუთარი ქვეყნის, ისე მსოფლიოს კეთილდღეობის საკითხებზე იზრუნებთ.
5. საერთაშორისო გამოცდილება
საერთაშორისო გამოცდილება უმთავრესი კომპონენტია იმისათვის, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში კვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბდეთ, გაიგოთ სად და როგორ მუშაობს სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიები, სტრატეგიები, როგორია კონფლიქტების ბუნება და რა გავლენა აქვს შიდა თუ საერთაშორისო სამართალს სახელმწიფოების ქმედებებზე. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი ხელს უწყობს სტუდენტებს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება გაცვლითი პროგრამების, სამეცნიერო კონფერენციების, ვორქშოპების თუ სხვა სასწავლო პროგრამების მეშვეობით.
ამ კუთხით საქართველოში გამორჩეულია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა, სადაც სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ 50%-იანი საუნივერსიტეტო სასწავლო გრანტი. ასევე, სტუდენტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საუნივერსიტეტო სტიპენდიით გაცვლით პროგრამებში, ზამთრისა და ზაფხულის სკოლებში შვეიცარიის, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვისა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან.
თანაც, ეს ყველაფერი არ არის: აქ ცოდნას მიიღებთ მაღალკვალიფიციური პროფესორების, ცნობილი მეცნიერებისა და პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი შესაძლებლობა გაქვთ, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე ისწავლოთ სამართლის, ინგლისური ფილოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების ქართული, ქართულ-ფრანგული პროგრამის ან არქიტექტურის მიმართულებითაც.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები