გაბუნია: მგონია, რომ მაისის ბოლოსთვის პრეპარატი რემდესივირი ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სავარაუდოდ პრეპარატი რემდესივირი ქვეყანაში ხელმისაწვდომი მაისის ბოლოსთვის იქნება. როგორც მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, საქართველო პრეპარატს არა გილეადისგან, არამედ სოლიდარობის კვლევის ფარგლებში მიიღებს.
"გილეადის მაღალი დონის მენეჯმენტი სერიოზულად იყო დაინტერესებული, რომ ჩვენ დროულად გვქონოდა ხელმისაწვდომობა მედიკამენტზე, თუმცა გილეადის მექანიზმით პირდაპირ, უშუალოდ ამ მედიკამენტის ჩვენამდე მოღწევა ვერ მოხერხდა და მათი რეკომენდაცია იყო სოლიდარობის კვლევაში საქართველოს ჩართვა", — აღნიშნა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას განმარტებით, სოლიდარობის კვლევაში ჩართვისთვის ექსპერიმენტული რეჟიმის სახით გამოყენებული იქნება ოთხი სხვადასხვა მკურნალობის სახე და მათგან ერთ-ერთი რემდესივირი იქნება. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული კრიტერიუმებით, კვლევისთვის შვიდი კლინიკა შეირჩა. ამასთან, პაციენტების ჩართვაც მათი კლინიკური მდგომარეობით განისაზღვრება.
"ეს შვიდი დაწესებულება გახლავთ ის ცენტრები, სადაც დღეს მიმდინარეობს კოვიდპაციენტების მართვა და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების მართვა. ინფექციური საავადმყოფო იქნება მთავარი ფლაგმანი ამ კვლევაში, რომელიც უკვე კოორდინაციას გაუწევს სხვა დანარჩენ კლინიკებსაც, რათა რემდესივირისა და სხვა სამი მკურნალობის მეთოდის გამოყენება შესაფერის შემთხვევებში მოხდეს".
გაბუნია ამბობს, რომ კვლევაში ჩართვა კარგი შესაძლებლობაა ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც პაციენტების დიდი ნაკადი არ ჰყავს:
"ეს განაპირობა იმანაც, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი თანამშრომლობა ქართველ პროფესიონალებთან და ძალიან კარგი ისტორია არსებობს კვლევებში მონაწილეობის კუთხით როგორც შიდსისა და ინფექციური დაავადების ცენტრის პერსონალის მიმართ, ასე ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის მხრიდან და საქართველოს რეპუტაცია კვლევებში მონაწილეობის მხრიდან საკმაოდ მაღალია და ამანაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა".
რაც შეეხება პრეპარატის ქვეყანაში ჩამოსვლას, თამარ გაბუნია ამბობს, რომ დეტალური ინფორმაცია შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი.
კორონავირუსის მკურნალობის დროს რემდესივირის გამოყენებაზე აქტიურად მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ რემდესივირმა ეფექტიანობა აჩვენა.
"მონაცემები აჩვენებს, რომ რემდესივირს გამოჯანმრთელების დროზე ცალსახა და შესამჩნევი დადებითი გავლენა აქვს", — ამბობს ის. მონცემები, რომელზეც ფაუჩი საუბრობს ფართომასშტაბიანი კვლევიდანაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობდა და რომელშიც 1 000-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის ფარგლებში კორონავირუსით ინფიირებულთა ნაწილი პლაცებოს იღებდა, ნაწილი კი რემდესივირს.
ფაუჩის განმარტრებით, "რემდესივირის ჯგუფში" შემავალი პაციენტები საავადმყოფოდან საშუალოდ 11 დღეში ეწერებოდნენ, პლაცებო ჯგუფის შემთხვევაში კი 15 დღეში
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები