უელბეკი: სამყარო ამ ბანალური ვირუსის შემდეგ იგივე, თუმცა ცოტათი უარესი იქნება
სკანდალური გამონათქვამებით ცნობილმა ფრანგმა მწერალმა, მიშელ უელბეკმა, ორშაბათს განაცხადა, რომ მისი რწმენით, კორონავირუსის შემდეგ სამყარო იგივე დარჩება — მხოლოდ თუ გაუარესდება.
რომანისტმა, რომელსაც მკითხველები ნიჰილისტური, ინდივიდუალისტური ხანის თანამედროვე მისნად მიიჩნევენ, ცივი წყალი გადაასხა მათ, ვინც ფიქრობს, რომ პანდემია გადამწყვეტ მომენტად იქცევა მსოფლიოსთვის.
"ნახევარი წამითაც კი არ მჯერა იმ განცხადებების, რომ აღარაფერი იქნება უწინდებურად", — განაცხადა უელბეკმა, რომელსაც მსოფლიო აღიარება 1998 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა, ელემენტარული ნაწილაკები, მოუტანა.
"კარანტინის შემდეგ ახალ მსოფლიოში არ გავიღვიძებთ. იგივე იქნება, მხოლოდ ცოტათი უარესი", — თქვა მან საფრანგეთის საზოგადოებრივ რადიოსთვის შექმნილ ესეიში.
უელბეკი ფიქრობს, რომ "ამ პანდემიის განვითარების გზა გამორჩეულად ჩვეულებრივია". COVID-19-ს მან "ბანალური ვირუსი" უწოდა "არანაირი გამორჩეული თვისებებით...", რომელიც "სქესობრივი გზით გადამდებიც კი არაა".
თუმცა იგი გვაფრთხილებს, რომ ფიზიკური დისტანცირება და "სახლიდან მუშაობის გამოცდილება, რაც ეპიდემიამ მოიტანა", იმ ტექნოლოგიურ განვითარებას დააჩქარებს, რომელიც ადამიანების იზოლაციასა და დანაწევრებას ემსახურება. ამასთანავე, მისი თქმით, ეს ყველაფერი "დრომოჭმულად ქცეული ადამიანური ურთიერთობების" კიდევ მეტად გვერდზე გადადების საპატიო მიზეზად იქცა.
ამისდა მიუხედავად, უელბეკმა იმ მწერლებს დასცინა, ვინც ამჟამინდელი სიტუაცია მის 2005 წლის აპოკალიფსურ რომანს, კუნძულის შესაძლებლობას, შეადარა, სადაც კაცობრიობა უკანასკნელ დღეებს ითვლის.
"დასავლურ ცივილიზაციას ღვთიურად ნაბოძები საუკუნო უფლება არ აქვს, ყველაზე მდიდარი და განვითარებული იყოს მსოფლიოში. ცხელ-ცხელი სიახლე არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხანია, დასრულდა", — ამბობს რომანისტი, რომელიც თავისზე 34 წლით უმცროს ჩინელ ქალზე, ქიანიუნ ლაისის ლიზეა დაქორწინებული.
მისი მტკიცებით, სიკვდილიანობის სტატისტიკაც კი მსოფლიოში არსებული უთანასწორობის ამსახველია: "საფრანგეთი ამ ყველაფერს ესპანეთსა და იტალიაზე უკეთ უმკლავდება, თუმცა — არა გერმანიასავით კარგად. ეს დიდად გასაკვირი არცაა".
უელბეკმა ასევე დასცინა იმ ცნობილ ფრანგ ლიტერატორებს, რომლებიც ქვეყანაში არსებულ კრიზისს თავინთ სოფლებში ან ზღვის სანაპიროებზე გაექცნენ. მას არ დაუკონკრეტებია, თავად პარიზის მაღალსართულიან კორპუსში არსებულ საკუთარ ბინაში თუ რჩება.
მიუხედავად ამისა, მან უკმაყოფილება გამოთქვა, რომ საფრანგეთში არსებული მკაცრი საკარანტინო ზომების გამო სახლის კარიდან ერთ კილომეტრზე შორს გასეირნება არ შეუძლია.
"მწერალს სეირნობა სჭირდება", — ამბობს უელბეკი, 64 წლის აქტიური მწეველი, რომელიც ახალი ვირუსის პირობებში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის მქონე ჯგუფს მიეკუთვნება, — "წერის ცდა იმ დროს, როცა რამდენიმე საათით სწრაფად სიარულის საშუალება არ გაქვს, ერთობ არარეკომენდებულია. ფიქრებითა და კადრებით დაგროვილი ნერვული დაძაბულობა საწერ მაგიდასთან მიჯაჭვულობისას არსად ქრება და საცოდავი ავტორის თავში ტრიალს განაგრძობს, რის შედეგადაც ის გიჟი თუ არა, გაღიზიანებული მაინც ხდება".
თუმცა უელბეკმა ბოლოსთვის მოიტოვა ყველაზე მწარე შეფასებები იმ მოხუცების ბედზე, რომლებიც პანდემიის დროს თავშესაფრებში იღუპებიან: "ასე მკაფიოდ არასდროს არ ყოფილა ახსნილი, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლეს ერთნაირი ფასი არ აქვს. კონკრეტული ასაკის — 70, 75, 80 წლის? — შემდეგ, თითქოს, უკვე ისედაც მკვდრები ვართ".
უელბეკმა პოპულარობა მოიპოვა ნიჰილისტური რომანებით, სადაც იმ მიზოგინი კაცების ყოფაა აღწერილი, რომლებიც უსიყვარულოდ არსებობენ და სექსის ქონის ნებისმიერ შანსს ხელიდან არ უშვებენ.
მწერლის ბოლო რომანი, სეროტონინი, დეპრესიაში ჩავარდნილ სამოქალაქო მოხელეზეა, რომელიც საფრანგეთში სოფლად ცხოვრების სირთულეებს საკუთარ თავზე იწვნევს. წიგნი გასულ წელს უმალ იქცა ბესტსელერად, როცა ქვეყანაში ეკონომიკური უთანასწორობის გამპროტესტებელმა "ყვითელჟილეტებიანების" მოძრაობამ ქუჩაში გამოსვლები დაიწყო.
უელბეკის წინა ყველაზე გახმაურებელი რომანი მორჩილებაა, რომელიც ზუსტად იმ დღეს გამოიცა, როცა 2015 წლის 7 იანვარს ჯიჰადისტები ყოველკვირეული სატირული გამოცემის, შარლი ებდოს რედაქციას დაესხნენ თავს. რომანში ნაწინასწარმეტყველებია, რომ საფრანგეთი 2022 წელს მუსლიმ პრეზიდენტს აირჩევს, რომელიც ქვეყანაში შარიათის კანონებს შემოიღებს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები