კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების ინოვაციური ფინანსური პროდუქტებით მხარდაჭერას მოხმარდება.
აღნიშნული ფინანსური რესურსის გაცემა COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე, როდესაც ინვესტორების მხრიდან რისკების მართვისადმი უაღრესად ფრთხილი მიდგომა შეიმჩნევა, ორ ფინანსურ ინსტიტუტს შორის არსებული მყარი და პროდუქტიული პარტნიორობის ნათელი დასტურია.
მოცემული დაფინანსების დახმარებით, კრისტალი უზრუნველყოფს კრიზისის დროს დაუცველი მიკრო მეწარმეებისთვის აუცილებელი ფინანსური პროდუქტების მიწოდებას, მათ შორისაა საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება და მიზნობრივი ბიზნესკონსულტაციების გაწევა.
არასტაბილური გლობალური საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ამგვარი მხარდაჭერის საჭიროებას გავლენის მქონე ინვესტორებისა და მიკროსაფინანსო სექტორის მხრიდან. სოფლად არსებული ფართო ქსელის წყალობით, მიკროსაფინანსო ინსტიტუტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ კრიზისის პერიოდში დაუცველი სექტორების მხარდაჭერაში. BlueOrchard-სგან მიღებული სესხი წარმოადგენს კრისტალის, როგორც ქვეყნის წამყვანი მიკროსაფინანსო დაწესებულების აღიარებას. საინვესტიციო ფონდისგან მიღებული თანხა მიმართული იქნება მდგრადი ეკონომიკის აღდგენისკენ, რაც, თავის მხრივ, ბიზნესის სტაბილურობისა და დასაქმების გარანტია.
2014 წლიდან, კრისტალსა და BlueOrchard-ს შორის არაერთი წარმატებული სასესხო გარიგება დაიდო. COVID-19-ით გამოწვეული უაღრესად კონსერვატიული გლობალური საინვესტიციო კლიმატის ფონზე ამ ორ ორგანიზაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობა გადამწყვეტი ნაბიჯია საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით ფინანსური ინკლუზიურობის გაუმჯობესებასა და სამეწარმეო პოტენციალის განვითარებას ემსახურება.
"კრისტალთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ჩვენს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. დამატებითი დაფინანსებით, ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ კრისტალის მისიას უზრუნველყოს აუცილებელი სერვისები საქართველოს მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის. როგორც გავლენის მქონე ინვესტორებს, ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ამ ადამიანებს უწყვეტი წვდომა ფინანსურ და სხვა დაკავშირებულ მომსახურებაზე სწორედ რთულ პერიოდში სჭირდებათ. ვამაყობთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავაგრძელოთ კრისტალთან თანამშრომლობა და წვლილი შევიტანოთ ამ წვდომის უზრუნველყოფაში", — აცხადებს BlueOrchard-ის უფროსი საკრედიტო ოფიცერი ნორმუნდს მიზისი.
"მისასალმებელია BlueOrchard–ის გადაწყვეტილება კრისტალთან პარტნიორობა გააღრმავოს სწორედ ამ კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საერთაშორისო დამფინანსებლების უმეტესობა თავს იკავებს აქტიურობისგან COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დასრულებამდე. მადლობას ვუხდით BlueOrchard–ს კრისტალის საქმიანობისადმი გამოცხადებული ნდობისთვის, რომელიც ემსახურება საქართველოს მოსახლეობისთვის შექმნილი უპრეცედენტო ეკონომიკური პრობლემების დაძლევას. ახალი ინვესტიცია დაგვეხმარება ხელი შევუწყოთ პანდემიით დაზარალებული კლიენტების ეკონომიკური სტაბილურობის აღდგენასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას", — განაცხადა კრისტალის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები