მდინარაძემ FB-ის ანგარიშს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა, თუმცა მხოლოდ ენმ-სთან დაკავშირებული გვერდების წაშლაზე ისაუბრა
პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ Facebook-ის ანგარიშს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა, თუმცა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდების წაშლაზე ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვის დასმამდე, მას არ უხსენებია კოკა ყანდიაშვილის ესპერსონასთან დაკავშირებული გვერდების წაშლა. ის ყანდიაშვილს გაემიჯნა, მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ მათი PR ტექნოლოგი იყო.
"რაც შეეხება კოკა ყანდიაშვილს, ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ სპეკულირება; ჩვენ გვახსოვს ნარატივები, ბოტებისა და ტროლების ქარხანა და ა.შ, ამ ადამიანს ოფიციალურად შეხება 2013-14 წლიდან ქართულ ოცნებასთან აღარ აქვს. ყველამ იცის, რომ ის ქართული ოცნების მხარდამჭერია და ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას", — განაცხადა მან და დაამატა, რომ ამის შემდეგ ყანდიაშვილთან კავშირი არ ჰქონიათ და მას პარტიისგან არანაირი დავალება არ მიუღია.
ამავე ბრიფინგზე, კითხვების პასუხად, მდინარაძემ განიხილა ატლანტიკური საბჭოს კვლევითი ცენტრიც და მათ პოლიტიკური მიკერძოებულობა დააბრალა. მიუხედავად იმისა, რომ DFRLab-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ მათ არ ჰქონდათ ენმ-სთან დაკავშირებული გვერდების წაშლაზე შესაბამისი ინფორმაცია, ამიტომ მათ კვლევაში ეს განხილული არ არის, მდინარაძე ამტკიცებს, რომ მათ ის "საერთოდ არ ახსენეს".
"რაც შეეხება ატლანტიკურ საბჭოს, ძალიან ნიშანდობლივია, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი კავშირი შეიძლება არ იყოს, ბათუ ქუთელიას ფენომენი, რომელიც ატლანტიკური საბჭოს ქართულ ორგანიზაციას წარმოადგენს. ამ ადამიანს არაფერს ვერჩი, ნიჭიერი ადამიანია, თუმცა ბათუ ქუთელიას სინდრომი ქართულ პოლიტიკაში არის, როდესაც ისინი გამოდიან და ოპერირებენ, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები, დამოუკიდებელი NGO-ები და შემდეგ გვევლინებიან კონკრეტული პარტიების ოფიციალურ წარმომადგენლებად", — განაცხადა მან.
გარდა ამისა, მდინარაძე ამტკიცებდა, რომ 2019 წელს წაშლილ გვერდებსა და მათ გუნდს შორის კავშირზე სწორედ DFRLab-მა ისაუბრა და არა ფეისბუქმა, თუმცა სწორედ სოციალური მედიის გიგანტის განცხადებაში იყო აღნიშნული, რომ ასეულობით წაშლილი გვერდები მმართველ გუნდთან იყო კავშირში.
გუშინ, 5 მაისს გამოქვეყნდა Facebook-ის ანგარიში, რომელშიც განმარტებული იყო, რომ კომპანიამ ნაციონალურ მოძრაობასთან და კოკა ყანდიაშვილის მედია ესპერსონასთან დაკავშირებული ფეისბუქგვერდები წაშალა. ფეისბუქის განცხადებით, გაუქმდა 80 გვერდი, 23 პირადი ანგარიში, 41 ჯგუფი და 9 ინსტაგრამ–ანგარიში, რომელიც გამოძიებამ ენმ-სთან ასოცირებულ ინდივიდებთან დააკავშირა.
"მოცემული ქმედებების უკან მდგომი ინდივიდები კონტენტზე კომენტარის გასაკეთებელად და ჯგუფებისა თუ გვერდების სამართავად იყენებდნენ ავთენტური და არაავთენტური ანგარიშების კომბინაციას. გვერდების ნაწილი კი მოქმედებდა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება.
უმეტესწილად, მათ მიერ განთავსებული კონტენტი ეხებოდა ლოკალურ მიმდინარე მოვლენებსა და პოლიტიკურ თემებს, როგორებიცაა 2018 წლის არჩევნები, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მოქმედი ხელისუფლების პანდემიის მართვის ტაქტიკის კრიტიკა და სხვა. მოცემული გვერდების ნაწილს 2018 წლის შემდგომ არ უმოქმედია", — წერია კომპანიის განცხადებაში.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები