მდინარაძე ამტკიცებს, რომ ყანდიაშვილს ქართულ ოცნებასთან ოფიციალური კავშირი არ აქვს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ კოკა ყანდიაშვილს ქართულ ოცნებასთან ოფიციალური კავშირის არ აქვს. მისივე თქმით, ყანდიაშვილი მმართველი პარტიის მხარდამჭერია, თუმცა ქართულ ოცნებას მისთვის დავალება არ მიუცია.
"მას, როგორც ცნობილი ხდება ჩვენთვის და ვიცით, ჰქონდა ესპერსონას სააგენტო და ოპერირებდა მედიასივრცეში და მათ შორის ფეისბუქსივრცეში. ქართულ ოცნებასთან მას ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება, ან რაიმე დავალება მის მიმართ ქართული ოცნებიდან, ასეთი რამე არ ფიქსირდება და ვერც დაფიქსირდება. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია ეს ვერც ფეისბუქმა მიუთითა, რადგან ასეთი კავშირი არ არსებობს", — განაცხადა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.
ამასთან მდინარაძე ამბობს, რომ პარტიას ყანდიაშვილთან არაოფიციალური კონტაქტიც არ ჰქონია:
"არაოფიციალურ კონტაქტად თუ ჩათვლით იმას, რომ ის მხარდაჭერას გამოხატავდა ქართული ოცნების მიმარტ და ის უფრო მეტად ქართული ოცნების მხარდაჭერაზე უფრო ნაცოონალური მოძრაობის და მისი დანაყოფების მიმართ ბრძოლით გამოირჩეოდა, ეს თუ არაოფიციალური კონტაქტია, მაშინ კი ბატონი. სხვა შემთხვევაში არც არაოფიციალურ კონტაქტს არ და ვერ დაგიდასტურებთ".
ესპერსონა და კოკა ყანდიაშილი
ფეისბუქმა კოორდინირებული არაავთენტური ქმედებების შესახებ აპრილის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში Facebook-მა გამოცემა Espersona-სთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ–ანგარიში წაშალა. გამოცემა დაიბლოკა Facebook-ის მფლობელობაში მყოფი პლატფორმებიდან. ამ გვერდებისა და კავშირების დასადგენად ფეისბუქი DFRLab-ის გამოძიების შედეგებს დაეყრდნო.
ფეისბუქის განცხადებაში წერია, რომ კოორდინირებული ქმედებების უკან მდგომი ინდივიდები ფიქციური პერსონების შესაქმნელად, ოპოზიციის ლიდერებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების განსახიერებისთვის, ჯგუფებისა და გვერდების სამართავად და თავიანთი კონტენტის ფართო მასაზე გასატანად იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს, რომელთა ნაწილიც წინა ჯერზე გაუქმდა. ზოგიერთ შემთხვევაში ცხადი იყო, რომ ჯგუფები ნაყიდი იყო (მათ თავდაპირველად სულ სხვა სახელი ერქვათ). მოცემული ჯგუფები ასევე ქმნიდნენ გვერდებს, რომლებიც ჰგავდა ადამიანების პროფილებს და მთავარ ფოტოებად იყენებდნენ სტოკის ფოტოებს, რათა გაევრცელებინათ საკუთარი კონტენტი და თავიდან აერიდებინათ დაბლოკვის რისკი. გვერდების ნაწილი კი მოქმედებდა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება. გვერდების მოდერატორები უმეტესწილად პოსტავდნენ ლოკალურ სიახლეებსა და პოლიტიკურ ამბებზე, როგორებიცაა არჩევნები, პოლიტიკა, მიმდინარე აქციები. ახლახან კი მოცემულმა ანგარიშებმა დაიწყეს COVID-19–თან დაკავშირებული კონტენტის გაზიარებაც, რომელთა ნაწილიც ფეისბუქმა წაშალა, ვინაიდან ეწინააღმდეგებოდა მათ შიდა წესებს და შეიცავდა ჯანმრთელობისათვის საზიანო დეზინფორმაციას.
როგორც DFRlab-ის კვლევაშია ნათქვამი, Espersona-სთან დაკავშირებული ანგარიშები, გვერდები და ჯგუფები აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას ემსახურებოდნენ. ზოგიერთი გვერდი ეკუთვნოდა წვრილ-წვრილ მედიასაშუალებებს, რომლებიც ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულები.
- ამ გვერდებიდან ერთს მაინც ჰყავდა დაახლოებით 973,000 გამომწერი;
- ამ ჯგუფებიდან ერთ–ერთში მაინც გაწევრიანებული იყო დაახლოებით 1,508,000 ანგარიში.
- მოცემულ ინსტაგრამ ანგარიშებს ჰყავდათ დაახლოებით 26,000 გამომწერი.
- მოცემული ანგარიშებიდან განთავსებულ Facebook რეკლამებში დაიხარჯა დაახლოებით $30,000.
მედიაპლატფორმა Espersona თავს უყრიდა ქართველი ცნობილი ადამიანების გამონათქვამებსა და "ცხელ სიახლეებს".
ესპერსონა კოკა ყანდიაშვილს ეკუთვნის. ის 2013 წლის აპრილიდან დეკემბრამდე საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ კი ქართული ოცნების მთავრობის კონსულტანტის პოზიციაზე გადავიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. ფეისბუქმა ყანდიაშვილის პირადი პროფილიც წაშალა.
კოკა ყანდიაშვილის კავშირებზე დეზინფორმაციის გამავრცელებელ გვერდებთან აქამდეც საუბრობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები. ყანდიაშვილმა ეს კავშირები არაერთხელ უარყო.
DFRLab-ის განცხადებით, ფეისბუქმა ასევე წაშალა კოკა ყანდიაშვილის ყოფილი ცოლის, ნონა ყანდიაშვილის პერსონალური ანგარიში, რომელიც პრემიერმინისტრის პრესსამსახურს 2012 წლიდან 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ კი საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა. ნონა ყანდიაშვილი ქართული ოცნების ერთ-ერთი შემომწირველიცაა.
DFRLab-ს ფეისბუქის მიერ წაშლილი (Espersona-სთან დაკავშირებული) 790 ერთეულიდან წვდომა 488-ზე ჰქონდა. ფეისბუქმა ერთმანეთთან დაკავშირებული გვერდები 4 თვის წინ, დეკემბერშიც წაშალა. ფეისბუქმა განაცხადა, რომ ეს გვერდები მარკეტინგულ კომპანია პანდას ეკუთვნოდა, რომელიც თავის მხრივ ქართულ ოცნებასთანაა დაკავშირებული. ეს კავშირები DFRlab-მა გამოიძია.
ამავე თემაზე:
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები