ამ ადამიანს წლების განმავლობაში ვხედავდი [პარტიაში] — ჩუგოშვილი ყანდიაშვილის ოცნებაში მუშაობაზე
მმართველი პარტიიდან, ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ "შოკირებულია" მისი ყოფილი თანაგუნდელის, მამუკა მდინარაძის განცხადების გამო, თითქოს, კოკა ყანდიაშვილს 2014 წლის შემდეგ პარტიაში არ უმუშავია. TV პირველის დღის ამბებში დიანა ტრაპაიძის კითხვაზე, თუ რისი თქმა შეეძლო ქართული ოცნების ყოფილ წევრს მდინარაძის ნათქვამზე, ჩუგოშვილი ასე პასუხობს:
"არ ველოდი, რაზეც მამუკამ ისაუბრა, რა ვიცი, მუშაობდა ადამიანი იქ და ვხედავდი და წარმოუდგენელია, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ასეთი რამ, რომ ფაქტია იქაა ადამიანი და უცებ, აღმოჩნდა, რომ მელანდებოდა ამ წლების განმავლობაში... ამას არ ველოდი".
ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ყალბი ფეისბუქგვერდების გაუქმებაზე გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 2014 წლის შემდეგ მასთან არც ოფიციალური და არც არაოფიციალური ურთიერთობა ქართულ ოცნებას არ ჰქონია:
"არა, ის გაცილებით ადრე იყო ქართულ ოცნებასთან კონტაქტში, ოფიციალურად მათ შორის და 2013, მე არ მინდა ვცდებოდე, 2014 წლის შემდეგ მასთან ოფიციალური კონტაქტი არ ჰქონია ქართულ ოცნებას. არც არაოფიციალური კონტაქტი მათ შორის. არაოფიციალურ კონტაქტი თუ ჩათვლით იმას, რომ ის მხარდაჭერას გამოხატავდა ქართული ოცნების მიმართ და ის უფრო მეტად ქართული ოცნების მხარდაჭერაზე უფრო ნაციონალური მოძრაობის და მისი დანაყოფების მიმართ ბრძოლით გამოირჩეოდა, ეს თუ არაოფიციალური კონტაქტია, მაშინ კი ბატონი. სხვა შემთხვევაში არც არაოფიციალურ კონტაქტს არ და ვერ დაგიდასტურებთ".
ესპერსონა და კოკა ყანდიაშილი
ფეისბუქმა წაშალა გვერდები, რომლებიც ვებგვერდ ესპერსონას ეკუთვნოდა, ან უბრალოდ მასთან იყო დაკავშირებული. საიტზე არსებული აღწერის მიხედვით, ეს არის მედია პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც პოპულარულ საჯარო ფიგურებზე სიახლეებსა და "ცხელ" ამბებს, ისე პოლიტიკის, ბიზნესისა და საზოგადოების მიმოხილვას. საიტზე ნახავთ განცალკევებულ სეგმენტს როგორც ქართველ, ისე უცხოელ პოპულარულ პოლიტიკოსებზე, ცნობილ ადამიანებზე, სპორტის ვარსკვლავებზე და ა.შ.
ესპერსონას მფლობელი კოკა ყანდიაშვილია. გამოცემისა და პრემიერმინისტრის ოფისის საიტის თანახმად, 2013 წლის აპრილიდან დეკემბრამდე, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ყანდიაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ, იგი მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კონსულტანტად გადავიდა.
დეზინფორმაციასთან დაკავშირებული ოპერაციების შესწავლისას კოკა ყანდიაშვილის სახელი და გვარი არაერთხელ ამოტივტივებულა. ის დაკავშირებული იყო ქართულ ტროლების ქარხანასთან, რაზეც როგორც ადგილობრივი მედია, ასევე და არასამთავრობო ორგანიზაციები წერდნენ. თუმცა, ყანდიაშვილი ამ კავშირს გამუდმებით უარყოფდა. სხვა ანგარიშებთან ერთად, ფეისბუქმა ასევე წაშალა ყანდიაშვილის პერსონალური ანგარიში და მისი ოფიციალური გვერდი, რომელსაც თავად მართავდა.
ფეისბუქმა ასევე წაშალა კოკა ყანდიაშვილის ყოფილი ცოლის, ნონა ყანდიაშვილის პირადი ანგარიში. ის 2012 წლიდან 2017 წლამდე მთავრობის კანცელარიის მედიიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი იყო, 2017 წელს კი თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელად დაინიშნა. ნონა ყანდიაშვილი ასევე პირდაპირაა დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან, მის საჯარო ჩანაწერებში ასევე ვხვდებით პარტიისთვის გაღებულ შემოწირულობებს.
ესპერსონას სახელით მინიმუმ რვა გვერდი არსებობდა, რომელთაც სიტყვა ესპერსონას სხვადასხვა ვარიაცია ერქვათ. ამ გვერდების ჯამური გამომწერების რაოდენობა დაახლოებით 40 ათასს შეადგენდა. ზოგი გვერდი აზიარებდა კონტენტს ესპერსონას საიტიდან, თუმცა ზოგიერთს მინიმალური აქტივობები ჰქონდა.
როგორც DFRLab-მა დაადგინა, ესპერსონას დასახელების გვერდებიდან შვიდი მართავდა ფეისბუქ ჯგუფებს, რომლებიც შესწავლის შეემდეგ ფეისბუქმა წაშალა.
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
კომენტარები