მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე პანდემიის დროს ქვეყანაში არსებული შეზღუდვების დარღვევით ეკლესიებიბეში მსახურებების ჩატარებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მაშინ, როცა ზოგიერთ ქვეყანაში ტაძრები დაკეტილია, საქართველოში თავისუფლად არიან.

ილია მეორემ მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგიები ღმერთის წყალობად შეაფასა და მას მადლობა გადაუხადა.

"ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ ამ გაჭირვების დროს, როცა მთელ მსოფლიოს უჭირს, ჩვენ გვესმის ხმა მაცხოვრისა: ნუ გეშინიათ, მე თქვენთანა ვარ.მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება მსოფლიოში. აი, მე მატყობინებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაკეტილია ტაძრები, დაკეტილია მონასტრები და ხალხი იძულებულია წავიდეს სოფლებში და იქ ილოცოს, იქ დაესწროს წირვას. ჩვენ თავისუფლად ვართ აქ. დიდება და მადლობა უფალს, მისი დიდი წყალობისათვის" — განაცხადა ილია მეორემ ქადაგებისას.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეზღუდვები არსებობს, თუმცა ისინი მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეხება. მიუხედავად იმისა, რომ 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა იკრძალება, ეკლესიებსა და ტაძრებში მსახურებები კანონდარღვევით მინდინარეობს.

გარდა ამისა, მაშინ, როცა ქვეყანაში ავტომობილებით გადაადგილება სპეციალური საშვების გარეშე დაუშვებელი იყო, მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებზე არც ეს შეზღუდვა გავრცელებულა და განსხვავებით სხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგნელებისგან, საპატრიარქოს წარმომადგენლები ამ საშვებით სარგებლობდნენ.