რუსეთის კულტურის მინისტრს, ოლგა ლიუბიმოვას კორონავირუსი დაუდასტურდა. ის მინისტრთა კაბინეტის მესამე წევრია, რომელსაც COVID-19 გამოუვლინდა.

"მინისტრი უკვე დიდი ხანია სახლშია, სამუშაო შეხვედრებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით ატარებს, მოლაპარაკებებსა და შეხვედრებში ონლაინრეჟიმში მონაწილეობს", — აცხადებს მინისტრის პრესმდივანი.

30 აპრილს კორონავირუსი პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინს გამოუვლინდა. მეორე დღეს კი ვირუსი მშენებლობის მინისტრს, ანდრეი ბელოსუვსა და მის მოადგილეს დაუდასტურდათ. როგორც რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, მიშუსტინი საავადმყოფოში მკურნალობს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 10 559 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამური რაოდენობა ინფიცირებულების 165 ათასს გადასცდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, COVID19-ით 1 537 ადამიანი გარდაიცვალა.