რა დღეა დღეს?
ის, რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის და დასავლეთით ჩადის, რეალური ფაქტია; მაგრამ ის, რომ დღეს ხუთშაბათია — არა.
დრო, გარკვეულწილად, ილუზიაა. ჩვენ, როგორც სამგანზომილებიანი ქმნილებები, მის წინ სვლაზე ვართ მიბმულნი, თუმცა თავად სისტემა, რომლითაც დროს აღვიქვამთ, ჩვენი შექმნილია. ადამიანებმა მოვიგონეთ წელი; ჩვენი შექმნილია თვეც, დღეც, საათიც, წუთიც და წამიც.
მსგავსი დაყოფა შემთხვევითი ნამდვილად არაა — დედამიწა მზის ირგვლივ ერთ სრულ შემოვლას მართლაც 365 დღეს ანდომებს, მაგრამ ამ საზომის შემოღება გარდაუვალი არ ყოფილა. ერთა უმრავლესობა ათობით თვლის სისტემას, სავარაუდოდ, იმიტომ ვიყენებთ, რომ ათი თითი გვაქვს. ხოლო ის, თუ რატომ აღვიქვამთ დროს ისე, როგორც აღვიქვამთ, განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გავჩნდით ამ პლანეტაზე, რომელიც, თავის მხრივ, ამ მზის ირგვლივ ბრუნავს.
დროის დღევანდელ აღქმაზე გავლენა კაპიტალიზმმაც იქონია. ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი, ედვარდ პალმერ ტომპსონი თავის 1967 წლის გახმაურებულ სტატიაში, დრო, შრომის დისციპლინა და ინდუსტრიული კაპიტალიზმი, წერს, რომ ადრეულ კულტურებში დროის ზოგადი აღქმა მზის ჩასვლა-ამოსვლაზე და წელიწადის დროების ცვლაზე იყო დამოკიდებული. მაგრამ როცა ინდუსტრიალიზაცია ნორმად იქცა, დრო მექანიზებულ სისტემად გადაიქცა, რომელიც უკვე აღარ იდგა თავისი შემქმნელების სამსახურში. ჩვენ თავად გავხდით დროის ყურმოჭრილი მსახურები, ვინაიდან კაპიტალის მფლობელებს სწორედ ამ გზით შეეძლოთ სამუშაო ძალის ყველაზე ეფექტიანად რეგულირება.
ტომპსონი წერს:
ახლა ჩვენ ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით, როცა სოციოლოგები თავისუფალი დროის "პრობლემას" იკვლევენ. ამ პრობლემის ერთ-ერთი ნაწილი კი ის არის, თუ, როგორ იქცა ეს ცნება პრობლემად. პურიტანიზმმა, რომელიც ხელსაყრელად გაურიგდა ინდუსტრიულ კაპიტალიზმს, აიძულა ხალხს, დროის ეს ახალი ღირებულება ეღიარებინათ. ის ბავშვებს ადრეული ასაკიდან შთააგონებდა თითოეული საათის მაქსიმალურად გამოყენებას, ზრდასრულებს კი გონებაში ჩაუნერგა აფორიზმი, რომ დრო ფულია. დასავლეთის ინდუსტრიული კაპიტალიზმის შიგნით არსებული ჯანყი — იქნება ის ბოჰემური თუ ბიტნიკური — ხშირად გამოიხატება დროის დადგენილი ღირებულებების უგულებელყოფით. აქ კი საინტერესო შეკითხვა იბადება: თუკი პურიტანიზმი ისეთი სამუშაო სულისკვეთების აუცილებელი ნაწილი იყო, რომელიც მსოფლიოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სიღარიბის მასშტაბის შემცირებასთან ერთად დროის ეს პურიტანული გაგებაც შესუსტდება და ძალას დაკარგავს? სუსტდება ის უკვე? დაკარგავენ ადამიანები მოუსვენრობის იმ განცდას; დროის მიზნობრივად მოხმარების იმ სურვილს, რომელსაც მათი უმრავლესობა ისევე დაატარებს, როგორც მაჯის საათებს?
მაგრამ გარკვეულ ბაზისურ დონეზე ჩვენ მიერ დროის აღქმა ყოველთვის უცვლელი დარჩება. მზე ამოდის და ჩადის. მართალია, ჩვენ ამ პროცესის შიგნით ვიმყოფებით, საიდანაც ამ ყველაფერზე დაკვირვება რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს შინაგან რიტმს დღისა და ღამის მონაცვლეობის შეგრძნება ძალუძს. მაშინ, როცა ერთი დღე მეორეთი მუდმივად და გარკვეულ დონეზე ერთნაირად იცვლება, რაც ახლა დაიკარგა, არის დროის მექანიკური, კაპიტალისტური აღქმა. ჩვენ აღარ ვიცით, რა დღეა დღეს, მაგრამ ვიცით, როდის იწყება ახალი დღე.
სახლებში გამოკეტილად ცხოვრება დღეების გარჩევის უნარს გვაკარგვინებს. როცა ყოველი დღე ერთნაირი ხდება, როცა ჩვენი ცხრილი უსასრულო და არადიფერენცირებული პერიოდის ნაწილად იქცევა, დროის აღქმა ქვეითდება. მაგრამ, განა, ძალიან ბევრი ადამიანი, ნაკლებად პრივილეგირებული ჯგუფებიდან, რომელთაც ყოველი დღე არაპრესტიჟულ, მაგრამ მძიმე შრომაში გაყავთ, აქამდეც ასე არ ცხოვრობდა? კვირის ბოლოს დასვენება ამ პროცესისგან მცირე ხნით გასათავისუფლებლად არ გამოვიგონეთ? განა, ეკონომიკურად პროვილეგირებულ ადამიანებს ამ კარანტინმა არ დაგვანახა, რომ "თავისუფალი დრო" ყოველთვის ილუზია იყო? მირაჟი, რომელიც თვალის დახამხამებაში შეიძლებოდა გაუჩინარებულიყო მაშინვე, როცა ზედმეტად ბევრ "თავისუფალ დროს" მივიღებდით?
ბევრს გვაქვს კედლის კალენდარი, რომელსაც ჩვენი სამუშაო მაგიდებიდან იმ მომენტებში ავხედავთ ხოლმე, როცა დროში ორიენტირება გვსურს. მაგრამ სახლში ჯდომის პირობებში ამ კალენდრის საჭიროებამაც იკლო. ციკლი, რომელიც მზის ჩასვლა-ამოსვლითაა განპირობებული, რეალურია. კვირის ნებისმიერი დღე კი ადამიანის მიერ შექმნილი დროის საზომი ერთეულია. და არის კი ის დღეს საჭირო? ეს ჩვენთვის ასეთი უჩვეულო სიტუაცია მართლაც უცნაურად დამაფიქრებელია.
იმედია, სულ მალე თვის რიცხვსა და კვირის დღეს კალენდარში თუ გუგლში ჩახედვის გარეშე გავიხსენებთ. იმედია, სულ მალე ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდებით და გარეთ გასვლისას აღარ აგვიტანს ის შეგრძნება, თითქოს მზისგან მომწამვლელი რადიაციის მიღების საფრთხის ქვეშ ვიყოთ. იმედია, სულ მალე მთელ ამ "თავისუფალ დროს" აღარ აღვიქვამთ ისეთ პერიოდად, რომელიც მაქსიმალურად ღირებულად უნდა გამოვიყენოთ. იმედია, სულ მალე დადგება ის დრო, როცა მეგობარს სასხვათაშორისოდ დავპატიჟებთ ლანჩზე, პარკში ძაღლების თამაშს ვუყურებთ, ჰაერსაც ისევე თავისუფლად ჩავისუნთქავთ, როგორც წინათ და, უბრალოდ, აწმყოსეული მომენტით დავტკბებით.
ამ ექსტრემალური სიტუაციის დასრულებამდე კი, მოდით, დროს თავისი აზრი და მნიშვნელობა მოვუძებნოთ. ხელი მოვკიდოთ იმ სასიამოვნო საქმეებს, რომელთა დაწყება მუდამ გვინდოდა, მაგრამ დრო არასდროს გვყოფნიდა: წავიკითხოთ სქელტანიანი წიგნები, მოვამზადოთ რთული და განსაკუთრებული კერძები, დავიწყოთ ქსოვა, დავწეროთ პოემა, ვუყუროთ ჩამთრევ ფილმს ან სერიალს, გამოვიძინოთ... გახსოვდეთ, რომ დრო კი არ გვფლობს ჩვენ, ჩვენ ვფლობთ დროს. კარანტინი და იზოლაცია ადრე თუ გვიან აუცილებლად დასრულდება და ჩვენი წარსულის ნაწილად, მოგონებად იქცევა. ამ აზრს ჩაეჭიდეთ და სულ მალე სუფთა ჰაერზე შევხვდებით.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები