რამდენადაც ვიცი, იქ მუშაობდა, მიკვირს კოლეგების განცხადება — ცქიტიშვილი ყანდიაშვილის ოცნებასთან კავშირზე
პარლამენტში ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებით მისი კოლეგების განცხადებები უკვირს. როგორც მან ფორმულასთან საუბარში თქვა, ბოლო წლების განმავლობაში პარტიაში არაერთხელ ჰყავს ნანახი.
"კოკა ყანდიაშვილი არა თუ ნანახი მყავს, ალბათ პარტიის ოფისში გავიცანი. ზუსტად თარიღებსა და დეტალებს ვერ გავიხსენებ, როდის იყო ან პირველი ან ბოლო შეხვედრა. მაგრამ აქტიურობა პარტიაში დავიწყე 2013 წლის ბოლოდან და 2019 წლის ბოლომდე [ვიყავი]. ამ ექვსი წლის განმავლობაში არაერთხელ მყავს ნანახი და რამდენადაც ვიცი, ის იქ მუშაობდა, ცოტა მიკვირს ჩემი კოლეგების განცხადებები და კომენტარი", — ამბობს ცქიტიშვილი.
5 მაისს გამოქვეყნდა Facebook-ის ანგარიში, რომელშიც განმარტებული იყო, რომ კომპანიამ ნაციონალურ მოძრაობასთან და კოკა ყანდიაშვილის მედია ესპერსონასთან დაკავშირებული ფეისბუქგვერდები წაშალა. ფეისბუქის განცხადებით, გაუქმდა 80 გვერდი, 23 პირადი ანგარიში, 41 ჯგუფი და 9 ინსტაგრამანგარიში, რომელიც გამოძიებამ ენმ-სთან ასოცირებულ ინდივიდებთან დააკავშირა.
ამასთან ფეისბუქმა Espersona-სთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამანგარიში წაშალა. გამოცემა დაიბლოკა Facebook-ის მფლობელობაში მყოფი პლატფორმებიდან.
- გაიგეთ მეტი: Facebook-მა ყანდიაშვილის Espersona-სთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 ანგარიში და 122 ჯგუფი წაშალა
ესპერსონა კოკა ყანდიაშვილს ეკუთვნის. ის 2013 წლის აპრილიდან დეკემბრამდე საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ კი ქართული ოცნების მთავრობის კონსულტანტის პოზიციაზე გადავიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. ფეისბუქმა ყანდიაშვილის პირადი პროფილიც წაშალა. გაუქმდა კოკა ყანდიაშვილის ცოლის, ნონა ყანდიაშვილის პირადი ანგარიშიც.
ქართულ ოცნებასთან კოკა ყანდიაშვილის კავშირს უარყოფენ მმართველ პარტიაში. ვიცე-სპიკერის, მამუკა მდინარაძის თქმით, პარტიასა და ყანდიაშვილს შორის ოფიციალური კავშირი არ აქვთ, თუმცა აღიარებს, რომ ის მათი აქტიური მხარდამჭერია.
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
კომენტარები