აშშ-ში კალიფორნიელი ექთნები ცეკვითა და მარიაჩის ბენდის სიმღერით აღნიშნავდნენ კორონავირუსისგან პაციენტის გამოჯანმრთელება.

წმ. იოსების სახელობის ჰოსპიტალში აღნიშნავდნენ არმანდო მენდოზას გამოჯანმრთელებას, რომელიც 45 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

მსოფლიოში კორონავირუსის 3,7 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ყველაზე მეტი აშშ-შია გამოვლენილი. შტატებში კორონავირუსის 1,2 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის შედეგად კი 70 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.