GM Pharma-ს ახალი ინვესტიცია ფარმაცევტულ წარმოებაში საქართველოში
კახაბერ ოქრიაშვილის სახელთან დაკავშირებულმა ფარმაცევტულმა კორპორაცია GM Pharma-მ დაასრულა ინვესტირების მორიგი ეტაპი, რაც გამოიხატა გერმანული Bosch-Hüttlin-ის ინოვაციური, დახურული, ავტომატიზირებული, გრანულაციის პროცესის ტექნოლოგიური ხაზის დანერგვაში.
GM Pharma-ს საწარმოში აგრეთვე ფუნქციონირება დაიწყო დამატებითმა კორშის ახალმა სატაბლეტე ხაზმა XL 400.
კომპანიები, Bosch-Hüttlin და Korsch, წარმოადგენენ გერმანულ, მსოფლიოში აღიარებულ და ყველაზე მოთხოვნად ინდუსტრიულ კომპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან ფარმაცევტული მრეწველებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნით.
ახალი ტექნოლოგიები, კერძოდ, Korsch XL 400 სატაბლეტე ხაზი, GM Pharma-ს საშუალებას მისცემს აწარმოოს ინოვაციური, 2- და 3-შრიანი ტაბლეტები (რომლებშიც შესაბამისად 2 ან 3 აქტიური ინგრედიენტია მოთავსებული), ასევე "ტაბლეტი ტაბლეტში" (აღნიშნული ტექნოლოგია ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული აქტიური სუბსტანციების ერთ ტაბლეტში მოთავსების კიდევ უფრო მეტ საშუალებას იძლევა) და აგრეთვე ე.წ. "ჭკვიანი ტაბლეტები" (რომლებიც ზუსტად იმ დროს ახდენენ წამლის გამოთავისუფლებას ორგანიზმში, როცა პაციენტს სჭირდება, მისი ჰორმონული ფონის დღე-ღამური მერყეობის მიხედვით).
აღნიშნული ხაზი ამავე დროს გამოირჩევა მაღალი წარმადობით (340.000 ტაბლეტი საათში), რაც კორპორაციას მისცემს საშუალებას, რომ დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნები, განსაკუთრებით საექსპორტო ბაზრების მხრიდან.
Bosch-Hüttlin-ის ახალი გრანულაციის სისტემის მთავარი დანიშნულებაა ადამიანური რესურსის მინიმალური ჩარევით მიიღოს ევროკავშირის GMP სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ნებისმიერი სახის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით გამოიყენება ეგრეთ წოდებული "სრულიად ავტომატიზირებული და დახურული სისტემის" პრინციპი. აღნიშნული სველი გრანულაციის ავტომატური ტექნოლოგიური ხაზი იძლევა მაქსიმალურად ჰომოგენურ გრანულებს და კაფსულაში მოსათავსებელი გრანულებისა და პელეტების გარსით დაფარვის აბსოლუტურ სტანდარტიზაციას.
Bosch-Hüttlin-ისა და Korsch-ის ტექნოლოგიური ხაზები სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის სათანადო წარმოების პრაქტიკისა და ამერიკული FDA-ს მოთხოვნებს.
ინვესტიციის მიმდინარე ეტაპზე განხორციელდა 5 მლნ ევროს დამატებითი ინვესტიცია თბილისის საწარმოში, რაც კორპორაციას მისცემს საშუალებას გაზარდოს წარმოების მოცულობა და მიაღწიოს წარმადობის ახალ დონეს — 500 მლნ ტაბლეტი და კაფსულა წელიწადში.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რომ სახელმწიფოში კარგად იყოს განვითარებული ეკონომიკის რეალური სექტორი და შეძლოს საჭირო რაოდენობის პროდუქციის წარმოება სხვადასხვა მიმართულებით და ეს ეხება ფარმაცევტულ მრეწველობასაც. შესაბამისად, ამ პრინციპის გათვალისწინებითაც მოხდა 5 მლნ ევროს დამატებითი ინვესტიცია GM Pharma-ს ფარმაცევტულ საწარმოში.
GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP - სერტიფიცირებულ საწარმოებში.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები