დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში Covid-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში Covid-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. მათი მტკიცებით, 243 ტესტი ჩაატარეს და 11 პირს ინფიცირება დაუდასტურდა. მათივე თქმით, ინფიცირებულებს სიმპტომები არ აქვთ და ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ ამოწმებენ რუსეთიდან დაბრუნებულ სტუდენტებს და ამტკიცებენ, რომ ჯერ საკმარისი ტესტების მარაგი აქვთ. უცნობია ინციფირებულთა საერთო რიცხვი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, წითელ ჯვართან თანამშრომლობენ, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს წვდომა ცხინვალის რეგიონში და მუშაობს იმისთვის, რომ ყველაზე მოწყვლად პირებს ახალგორში და დანარჩენი ცხინვალის რეგიონში გაუწიოს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება.
"არ არის სიახლე, რომ სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემა არ არის გამართული და ვერ აწვდის ხარისხიან მომსახურებას მოსახლეობას. მე მინდა იმედი გამოვთქვა და ვუსურვო ჩვენს მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება. აქვე ხაზგასმით და კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის კოვიდინფიცირებულებს", — განაცხადა ციხელაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონში გამართული სამხედრო აღლუმი, არა მხოლოდ უკანონო ძალის დემონსტრირებას ახდენს, არამედ ქმნის ინფექციის გავრცელების ძალიან რეალურ საფრთხეს.
"მინდა ვთხოვო მოსახლეობას და მოვუწოდო, რომ დაიცვან რეკომენდაციები და თავი შეიკავონ, აი, ამ რთულ პერიოდში მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სხვებს", — განაცხადა ციხელაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ BBC-სთან საუბრისას ექიმმა ოკუპირებული ცხინვალიდან განაცხადა, რომ მთელ რეგიონში 26 ხელოვნური სუნთქვის აპარატი აქვთ და მისი გამოყენება დაახლოებით შვიდმა ადამიანმა იცის.
მისი თქმით, მხოლოდ 25 პაციენტის მართვას შეძლებენ, ინფიცირებულთა ზრდის შემთხვევაში კი პრობლემები შეექმნებათ.
ოკუპირებულ რეგიონში პრობლემები აქვთ სამედიცინო აღჭურვილობის მხრივაც. მაგალითად, Jam News-მა აპრილის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღჭურვილობის არარსებობის გამო, ქირურგმა კლინიკაში მისვლაზე უარი თქვა.
მსგავსი სიტუაციაა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. ექიმები ამბობენ, რომ ეპიდემიის სამართავად რესურსი არ ეყოფათ, თუმცა დახმარებაზე უარს ამბობენ.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები