ნარკოტიკების ჩადების საქმეზე საქართველოს მოქალაქემ ევროსასამართლოში დავა მოიგო
ევროპულმა სასამართლომ მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
სტრასბურგმა საქართველოს აპლიკანტის სასარგებლოდ, სამი თვის განმავლობაში, 3 000 ევროს გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილების თანახმად, ჩხრეკის დროს მომჩივანს დაუსაბუთებლად არ მიეცა დამსწრეების მოწვევის უფლება და ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ განიხილეს მისი არგუმენტი პოლიციელთა მხრიდან ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით.
მომჩივანმა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2009 წლის 18 მაისს მიმართა. საიას ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ არგუმენტებს ეფუძნება:
- ჩხრეკები ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც არ ერთვოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს. შესაბამისად, ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეაფასეს ინფორმაციის საფუძვლიანობა, მათ შორის, რამდენად არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ჩხრეკის ჩასატარებლად, რამდენად საფუძვლიანი იყო ვარაუდი, რომ მომჩივანს ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები ან/და რა სახის ნარკოტიკი ჰქონდა თან და არსებობდა თუ არა სასამართლოს განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების საჭიროება;
- დადგენილებები ჩხრეკების გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარების შესახებ არ შეიცავდა რაიმე დასაბუთებას იმ მიზეზების შესახებ, რაც გაამართლებდა ჩხრეკის ჩატარებას სასამართლოს განჩინების გარეშე;
- სოდ-ის თანამშრომლების უარი ჩხრეკებზე დამსწრეების მოწვევასთან დაკავშირებით არ იყო დასაბუთებული. მართალია, მათ მიუთითეს გადაუდებელ აუცილებლობაზე, თუმცა, ჩვენებებში ან/და პოლიციის პატაკში ვერ დაასაბუთეს, კონკრეტულად რა სახის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა, რომელიც გაამართლებდა მომჩივნისთვის ამ უფლების შეზღუდვას.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის მიმართ ძირითადი მტკიცებულების მოპოვების წესი აჩენს კითხვებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით. ამასთან, ჩხრეკის დროს დაშვებულმა პროცედურულმა დარღვევებმა, სასამართლო კონტროლის არაადეკვატურობამ, მათ შორის ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტების არასათანადო შეფასებამ სასამართლო პროცესი მთლიანად არასამართლიანი გახადა.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები
2007 წლის 3 ივლისს მომჩივანი მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გააჩერეს და პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს. სოდ-ის თანამშრომლებმა მომჩივნის მანქანაც გაჩხრიკეს. შედეგად მომჩივნის შარვლის ჯიბიდან და მანქანის უკანა სავარძლიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. იმავე დღეს სოდ-ის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს მომჩივნის ბინასა და ავტოფარეხში, საიდანაც ასევე, ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები.
ოთხივე ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარდა და მხოლოდ მოგვიანებით ცნო სასამართლომ ისინი კანონიერად. მომჩივანი და მისი ოჯახის წევრები ითხოვდნენ, რომ მათ მისცემოდათ ჩხრეკაზე დამსწრეების მოწვევის უფლება, რასაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა, თუმცა, სოდ-ის თანამშრომლებმა მათ დაუსაბუთებლად განუცხადეს აღნიშნულზე უარი.
მომჩივანმა და მისმა ოჯახის წევრებმა ხელი არ მოაწერეს ჩხრეკის ოქმებს. მათ განმარტეს, რომ ნარკოტიკული საშუალებები მათ სოდ-ის თანამშრომლებმა ჩაუდეს. ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივანი დამნაშავედ ცნეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები