მაკოლეი კალკინისა და კეტი ბეიტსის გმირებს AHS-ის მეათე სეზონში სექსი ექნებათ
American Horror Story-ის ფანებს უკვე შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ საშინელებათა ჟანრის ამ ცნობილ ანთოლოგიაში მაკოლეი კალკინის შესაფერისი დებიუტი შედგება.
6 მაისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამ გახმაურებული სატელევიზიო შოუს შემოქმედმა რაიან მერფიმ მეათე სეზონთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა. თავდაპირველად მან აღნიშნა, რომ ძალიან სურდა მაკოლეი კალკინი თავის პროექტში ეხილა:
"ყოველთვის ძალიან მომწონდა ის, რასაც მაკოლეი კალკინი აკეთებდა. მიყვარს მისი Home Alone და ის რაღაცებიც, რაც უფრო გვიანდელ ასაკში შექმნა."
შემდეგ კი რაიან მერფიმ გაიხსენა, თუ როგორ დაითანხმა ეს ცნობილი მსახიობი თავის სერიალში მონაწილეობაზე:
"როდესაც სამსახიობო გუნდს ვადგენ, როგორც წესი, მსახიობებს არასდროს ვაძლევ უფლებას წინასწარ წაიკითხონ სცენარი. მაგრამ, როცა მას როლი შევთავაზე, ვუთხარი, რომ მის პერსონაჟს გადარეული, ეროტიკული სექსი ექნებოდა კეტი ბეიტსის პერსონაჟთან. მცირეხნიანი დუმილის შემდეგ კი მიპასუხა: "როგორც ჩანს, სწორედ ამ როლისთვის ვარ დაბადებული".
ჯერ კიდევ თებერვალში დადასტურდა, რომ American Horror Story-ის მეათე სეზონში Home Alone-ის სახელით ცნობილი საკულტო ფილმების სერიის მსახიობს ვიხილავდით. მასთან ერთად ახალ სეზონში ამ შოუს მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი ისეთი სახეებიც მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც სარა პოლსონი, ივან პეტერსი, კეტი ბეიტსი და ლილი რეიბი.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება ახალი სეზონის თემატიკა ან როდის დაიწყება გადაღებები: The Wrap-თან მიცემულ ინტერვიუში რაიან მერფიმ აღნიშნა, რომ სცენარი უკვე მზადაა და გადაღებები თბილ ამინდში უნდა დაწყებულიყო, თუმცა პანდემიამ ამაში ხელი შეუშალა:
"გადაღებისას ძალიან ბევრი რამ ამინდზე იყო დამოკიდებული. ამიტომ ახლა არ ვიცი, რას ვიზამთ და ამ სეზონს რას მოვუხერხებთ. არც ის ვიცი დავაჩქარებთ გადაღებას თუ შემდეგი წლისთვის გადავდებთ".
ერთგულ ფანებს ისღა დარჩენიათ იმედოვნონ, რომ ახალ სეზონს წლის ბოლომდე იხილავენ, თუ არადა კეტი ბეიტსისა და მაკოლეი კალკინის ეროტიკული სცენის ნახვა მაინც არასდროს იქნება გვიანი.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები