5 უფასო ონლაინკურსი, რომელიც ხელოვნების ექსპერტად გახდომაში დაგეხმარება
თუ დრო გამოგითავისუფლდათ და მისი სასარგებლოდ გამოყენება გსურთ, პლანეტაზე ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი, MoMA, ხელოვნების ექსპერტთა ცოდნას სრულიად უფასოდ გაგიზიარებთ.
ვიცით, რასაც ფიქრობთ: თქვენ ალბათ, ცოტა არ იყოს და, შეგაწუხათ იმ სტატიების უწყვეტმა ნაკადმა, რომლებიც გვირჩევენ აუცილებლად სანახავ ფილმებს, აუცილებლად გასაკეთებელ აერობიკის ვარჯიშებს თუ აუცილებლად წასაკითხ წიგნებს. მსგავსი რეკომენდაციების კითხვა ახლა სტრესის გამომწვევიც კი შეიძლება იყოს, რადგან გამოთავისუფლებული დროის ქონისას მისი პროდუქტიულად გამოყენების ვალდებულებასაც გრძნობ. თუმცა, სინამდვილეში, ჩვენ ალბათ მთელი ათწლეული დაგვჭირდებოდა იმ საქმეების შესასრულებლად, რომელთა განხორციელებაც ან საკუთარი სურვილით განვიზრახეთ, ანკი — სოციალურ ქსელებში გავრცელებული თუ მეგობრებისგან მოცემული რჩევების საფუძველზე.
მაგრამ ამ უნიკალური შემოთავაზებისთვის ყურის დაგდება მაინც ღირს — მერე უკვე თქვენზე იყოს, გაითვალისწინებთ თუ არა რეკომენდაციას. საქმე ისაა, რომ ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, MoMA, ხელოვნებათმცოდნეობაში ონლაინ კურსების სერიას გვთავაზობს, თანაც — სრულიად უფასოდ. განურჩევლად იმისა, ხელოვნების მოყვარული ხართ, ზოგადად ლამაზი ნივთები გხიბლავთ თუ, უბრალოდ, ძალიან მოიწყინეთ — ეს კურსები იდეალური საშუალებაა თვითიზოლაციაში დროის გასაყვანად; რომ აღარაფერი ვთქვათ თქვენი შემოქმედებითი თვალსაწიერის გაფართოებაზე.
თუ დაინტერესდით, ცადეთ ქვემოთ ჩამოთვლილ კურსთაგან რომელიმეზე დარეგისტრირება და დიდი შანსია, რომ არ ინანებთ: ხუთივე მათგანი ლაკონიურია, საინტერესო და ნებისმიერი ტიპის აუდიტორიაზე მორგებული.
1. მოდა როგორც დიზაინი
რის შესახებ არის?
კურსის განმავლობაში მოდის ინდუსტრიასთან დაკავშირებული დიზაინერები, ისტორიკოსები თუ მწარმოებლები დაწვრილებით განიხილავენ მსოფლიოს 70-მდე სამოსსა და აქსესუარს — დაწყებული კანტეს ქსოვილებით, გაგრძელებული 3D პრინტერით შექმნილი ჯინსებითა და კაბებით. ამ სამოსთა საშუალებით ექსპერტები ახლოდან და სულ სხვა თვალით შეგახედებენ იმაზე, თუ რას ვიცვამთ, რატომ ვიცვამთ, როგორ მზადდება ესა თუ ის სამოსი და რა დატვირთვას ატარებს ის.
რისთვის არის?
თქვენ გამოიმუშავებთ ინდუსტრიაში სამოღვაწეოდ საჭირო უნარ-ჩვევებს; მეტად დააფასებთ მოდის დიზაინს და შეძლებთ მის კონტექსტუალიზაციას; შეიტყობთ სამოსის არსებობის ეტაპების შესახებ; და, ამასთან, უკეთ გაიაზრებთ, რას ეფუძნება თქვენი არჩევანი ტანსაცმლის ვერბალურ ენასთან, ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ იდენტობებთან და ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა შრომითი ნორმები, გარემოსდაცვითი პრაქტიკები და სხეულის პოლიტიკა.
რამდენ ხანს გასტანს?
დაახლოებით, 21 საათს.
2. ფოტოების საშუალებით ხედვა
რის შესახებ არის?
ინსტაგრამის წყალობით ჩვენ ყველას თავი დიდებულ ფოტოგრაფებად წარმოგვიდგენია. თუმცა ეს კურსი მიზნად ისახავს, რომ მრავალფეროვანი იდეების, მიდგომებისა და ტექნიკების წარმოჩენით, ფოტოების დაფასებასა და მათ არსში ნამდვილად ჩაწვდომას შორის განსხვავება დაგანახოთ.
რისთვის არის?
თქვენ გამოიმუშავებთ საკმარის უნარებს იმისათვის, რომ უკეთ შეისწავლოთ და გააცნობიეროთ სხვადასხვა ტიპის ფოტოს შორის განსხვავებები; ისწავლით, რამხელა გავლენას ახდენს კონტექსტი ფოტოგრაფიის ჩვენეულ გაგებაზე; აღმოაჩენთ სახელოვნებო ექსპერიმენტების განსხვავებულ სახეებს; და გაიაზრებთ ფოტოგრაფიის როლს კულტურაში, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება ვიზუალზე დამოკიდებული.
რამდენ ხანს გასტანს?
დაახლოებით, 16 საათს.
3. რას წარმოადგენს კონტემპორარი
რის შესახებ არის?
თქვენ თანამედროვე ხელოვნებას 1980 წლიდან დღემდე შექმნილ 70 ნამუშევარზე დაკვირვების გზით გააანალიზებთ. გარდა ამისა, შესაძლებლობა გექნებათ, მოუსმინოთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მყოფ მხატვრებს, არქიტექტორებს და დიზაინერებს, რომლებიც თავიანთი შემოქმედებითი პროცესის, სამუშაო მასალებისა და შთაგონების წყაროების შესახებ მოგიყვებიან.
რისთვის არის?
თქვენ უფრო ღრმად ჩაწვდებით იმას, თუ როგორ მუშაობენ დღეს ხელოვანები; უფრო თავდაჯერებული გახდებით თანამედროვე ხელოვნების შეფასებისას და კავშირს იპოვით კონტემპორარსა და საკუთარ ცხოვრებას თუ შემოქმედებით პრაქტიკას შორის.
რამდენ ხანს გასტანს?
დაახლოებით, 17 საათს.
4. სტუდიაში: ომის შემდგომი აბსტრაქტული ფერწერა
რის შესახებ არის?
ეს კურსი სიღრმისეულად დაგანახებთ ნიუ-იორკის სკოლის იმ შვიდი ხელოვანის ნამუშევრებს, ტექნიკებსა და ფიქრებს, რომელთა შორისაც არიან აგნეს მარტინი, ჯექსონ პოლოკი და მარკ როთკო.
რისთვის არის?
თქვენ გაიაზრებთ თითოეული ხელოვანის ადგილს თავიანთ კულტურულ, ინტელექტუალურ და ისტორიულ კონტექსტში; გაიუმჯობესებთ ანალიტიკური ანალიზის უნარს და შეძლებთ, თითოეული მხატვრის ნამუშევრები საკუთარი შთაგონების წყაროდ აქციოთ. თქვენ ასევე შესაძლებლობა მოგეცემათ, მონაწილეობა მიიღოთ სასწავლო სავარჯიშოებში და ამის შემდეგ შეძლებთ, სადისკუსიო პლატფორმებზე თქვენი ნამუშევრები ატვირთოთ; თუმცა შეგიძლიათ, კურსი მხოლოდ წერილობითი ტესტებისა და შეფასებების საშუალებით დაასრულოთ.
რამდენ ხანს გასტანს?
დაახლოებით, 27 საათს.
5. თანამედროვე ხელოვნება და იდეები
რის შესახებ არის?
კურსი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურვილი აქვს, მეტი შეიტყოს თანამედროვე და კონტემპორარი ხელოვნების შესახებ. თქვენ შეგეძლებათ, ხელოვანებთან, დიზაინერებთან და კურატორებთან ჩაწერილ აუდიო ინტერვიუებს მოუსმინოთ. რეკომენდებული საკითხავისა და სავარჯიშოების სახით კი კურსისთვის სპეციალურად შერჩეული ნამუშევრების ანალიზსაც გაეცნობით.
რისთვის არის?
თქვენ ისწავლით, როგორ მუშაობენ ხელოვანები: დაწყებული იმით, თუ როგორ იღებენ შთაგონებას მათ გარშემო არსებული რეალობიდან, გაგრძელებული იმით, თუ რა შეკითხვები აქვთ სამყაროსთან, თავიანთი შემოქმედებით როგორ რეაგირებენ თანამედროვე სოციალურ და კულტურულ პრობლემებზე და ყოველდღიური საგნების გამოყენებით როგორ ამსხვრევენ ხელოვნების რაობაზე დამკვიდრებულ მოსაზრებებს.
რამდენ ხანს გასტანს?
დაახლოებით, 12 საათს.
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები