პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის აზრით, ქართული ოცნება 8 მარტს, ოპოზიციასთან გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას ზედმიწევნით ასრულებს. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ

"სამწუხაროდ, შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზირების მიმართულებით. ნაციონალური მოძრაობა, მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები საჯაროდ ითხოვენ მმართველმა პარტიამ სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს: პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას მისცეს დავალება — პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული 3 პირი", — თქვა არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი გუნდის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამგვარი "სიცრუე და სპეკულაცია" სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოების შეურაცხყოფაა. ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიცია აცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ, თუ მათი აზრით, პოლიტიკური პატიმრების არ გათავისუფლდებიან.