ოპოზიციას უნდა ეზრუნა, რომ "ოცნებას" შეთანხმების სათავისო ინტერპრეტაციების საშუალება არ მისცემოდა — სირცხვილია
სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ოპოზიციას უნდა ეზრუნა იმაზეც, რომ ქართულ ოცნებას შეთანხმების სათავისო ინტერპრეტაციების საშუალება არ მისცემოდა.
მოძრაობის წევრები ოპოზიციას მოუწოდებენ, რომ კერძო პარტიული ინტერესები გვერდით გადადონ და ქართველი ხალხის ნებისა და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის დასაცავად გაერთიანდნენ.
"არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა მადლიერია იმ ძალისხმევისთვის, რაც საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა გასწია მარტის შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ამავდროულად არ დაგვიმალავს ჩვენი კატეგორიული პოზიცია სრულად პროპორციული არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის მიმართ.
ჩვენ დღესაც ვფიქრობთ, რომ მთავრობის ფორმირებისთვის 40%-იანი ბარიერი იდეალურისგან ზუსტად მეხუთედით შორსაა და ხელისუფლების გადამგდები ბუნების გათვალისწინებით, როცა პოლიტპატიმრების საკითხი ისეთივე პრინციპული იყო, როგორც არჩევნების, ოპოზიციას უნდა ეზრუნა იმაზეც, რომ ქართულ ოცნებას შეთანხმების სათავისო ინტერპრეტაციების საშუალება არ მისცემოდა", — აცხადებს სირცხვილია.
მათივე თქმით, არჩილ თალაკვაძის განცხადება, რომ ქართული ოცნება 8 მარტის შეთანხმების ყველა ვალდებულებას ზედმიწევნით ასრულევს, "გაუგონარი უტიფრობაა" და გავრილოვის ღამიდან 11 თვეში მმართველი პარტიის მსგავსი განცხადებები ნიშნავს, რომ სამოქალაქო მოძრაობამ და საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა საკმარისად ვერ გააკონტროლა "მათი თავგასულობა".
"საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ჩვენ თვალწინ მარცხდება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ქვეყნის დაბრუნება რუსულ ორბიტაზე, საითაც ქართული ოცნების ხელისუფლება გეგმაზომიერად მიგვაქანებს", — ნათქვამია სირცხვილიას განცხადებაში.
ბოლო დღეებში ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ განხილვის საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ შეთანხმებაში არ ეწერა არცერთი პოლიტიკოსის გათავისუფლების საკითხი და ოპოზიციის მოთხოვნა სასამართლოსთვის დავალების მიცემას გულისხმობს, რასაც არ გააკეთებენ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულების გარეშე საარჩევნო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. პასუხად მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიციას ცვლილებების ჩაგდება სურს.
ამავე თემაზე:
- ბაქრაძე: ჩვენ გვინდა, ამ შეთანხმებას მივცეთ ხმა; მაგრამ ნახევარი შეთანხმება შეთანხმება არ არის
- თალაკვაძე: ვთხოვთ ელჩებს, დაადასტურონ, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება არ აგვიღია
- პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია — თალაკვაძე
- მოლაპარაკებების დროს პატიმრების საკითხზე ოპოზიციამ 4-ჯერ მიიღო ხისტი პასუხი და არ გაუპროტესტებიათ — კობახიძე
8 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.
"ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.
მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით", — წერია განცხადებაში.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
კომენტარები