უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა, ე.წ გამშვებ პუნქტებზე კი მხოლოდ პოლიცია დარჩება. ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, სოფლის შესასვლელთან ე.წ სპეციალური გამშვები პუნქტი ისევ დარჩება, სადაც მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი გაგრძელდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელთან პოსტებზე დღეიდან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დარჩებიან. პოსტებიდან თავდაცვის ძალები მოიხსნებიან.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილს ჩაიკეტა. სოფელში მოწყობილიიყო ხუთი ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ ჰქონდა.