მთავრობა: ერთწლიანი კულტურებისთვის 6 თვის საპროცენტო განაკვეთი სრულად დაფინანსდება
ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, აგროწარმოებისთვის ახალი საბანკო შეღავათები დაწესდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთწლიანი კულტურებისთვის 6 თვის საპროცენტო განაკვეთი სრულად დაფინანსდება.
"ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ საკრედიტო ინსტრუმენტით ისარგებლონ დაინტერესებულმა პირებმა. 5 000-დან 100 000 ლარამდე სესხებია განსაზღვრული ამ პროექტის ფარგლებში, სადაც პროცენტის სრული თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. ფაქტობრივად ეს არის უფასო ფული და მხოლოდ ნასესხებ თანხას აბრუნებს მსესხებელი. აღსანიშნია ისიც, რომ უზრუნველყოფის ნაწილში სახელმწიფო 50 პროცენტს ფარავს. ამ შემთხვევაშიც კრედიტუნარიანობას ვუზრდით ფერმერებს", — განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილის განმარტებით, ძირითადი საშუალებებისა და ლიზინგის კომპონენტი არის ძირითადი კომპონენტი, რომელიც აქამდეც იყო აგროკრედიტის ფარგლებში. მისი თქმით, ეს გულისხმობს ძირითადი საშუალებების შეძენაზე იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობას, რაც აუცილებელი იმისთვის, რომ ბიზნესს მეტი ტექნიკური საშუალება ჰქონდეს და უფრო კონკურენტული იყოს.
მისივე თქმით, დაემატა სასურსათო მრეწველობის კომპონენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის ზრდას და საწარმეობის მოდერნიზებას.
"ჩვენ ბევრი გვქონდა აქცენტი თვითუზრუნველყოფის ზრდაზე, იმაზე, რომ მეტი ადგილობრივი პროდუქცია იწარმოოს, ამ პერიოდში ბევრი იყო ამაზე დისკუსია და საუბარი. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა საშუალებას და სადაც ახალი მიზნობრიობები დაემატა ისეთი, როგორიც არის პროდუქტების წარმოება და ჩვენი არსებული მეურნეობებისა და საწარმოების მოდერნიზება, გათანამედროვება
ეს არის მაკარონის წარმოება, ღვინის ინდუსტრია და ა.შ. შედარებით მსხვილი სასურსათო ინდუსტრიები, რომელბიც მიიღებენ ასეთ საკრედიტო დახმარებას", — განაცხადა მან.
დავითაშვილის თქმით, პროექტის ბიუჯეტი 75 მილიონამდე იყო განსაზღვრული და მას ემატება დამატებითი რესურსები ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, რაც 80 მილიონ ლარზე მეტის თანადაფინანსებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები