10 პერსონაჟი კაცი სერიალიდან, რომელიც არ უნდა მოგვწონდეს, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებთ
ჯერ კიდევ ბავშვობაში ძილის წინ მოსმენილი ზღაპრებისა თუ დისნეის ანიმაციების ჯადოსნური ისტორიების გავლენით მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენი სიმპათია კეთილშობილმა, სათნო და მამაცმა პრინცებმა უნდა დაიმსახურონ, რომლებიც ბოროტებას უპირისპირდებიან.
თუმცა რა ხდება მაშინ, თუ ჩვენს დაინტერესებას სწორედ ბოროტების მხარეს მყოფი პერსონაჟი იწვევს? ან მეტიც — კონკრეტულ ისტორიაში თავად ბოროტების განსახიერებაა?
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველას სულაც არ იზიდავს ის კეთილი მთავარი გმირები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში უნაკლოები არიან, რაც იმის შეგრძნებას გიჩენს, რომ მასთან მარტივად მოიწყენ.
ახლა ცნობილი სერიალებიდან სწორედ იმ რამდენიმე კაც პერსონაჟს გთავაზობთ, რომლებიც მაინცდამაინც საუკეთესო პიროვნული თვისებებითა და საქმეებით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ მაყურებლის სიმპათია მაინც არ აკლიათ.
1. ჯეიმი ლანისტერი Game Of Thrones-დან
მართალია, ჯეიმი მეფისმკვლელია და კიდევ მრავალი დანაშაულია მის კისერზე, თუმცა მაყურებლების არც ისე მცირე ნაწილში ის მაინც იწვევს აღფრთოვანებას თუნდაც თავისი სიყვარულის მიმართ სამუდამო ერთგულების გამო. მართალია, მისი სიყვარულის ობიექტი თავისივე ღვიძლი დაა, მაგრამ მაინც...
2. ტეიტ ლენგდონი American Horror Story-დან
უნდა ვაღიაროთ, რომ რაიან მერფის ყველაზე საზარელ პერსონაჟშიც კი შეუძლია ადამიანური ხასიათის გამოკვეთა, რის გამოც ცალსახად უარყოფითად ვეღარ განეწყობი ხოლმე მათ მიმართ. თორემ სხვანაირად როგორ შეიძლება ისეთი საშიში დამნაშავე მოგეწონოს, როგორიც ტეიტ ლენგდონია.
3. მისტერ ბიგი Sex and the City-დან
მიუხედევად იმისა, რომ მისტერ ბიგს ნამდვილად უამრავი უარყოფითი თვისება აქვს, მან მაინც მოახერხა, რომ კერი ბრედშოუსთან ერთად ბევრი მაყურებლის გული მოეგო.
4. სოიერი Lost-დან
შევთანხმდეთ, რომ ზოგადად რთულია, ვინმე ამ სერიალიდან არ გიყვარდეს. მათ შორისაა სოიერიც, რომელიც საწყის სეზონებში არც ისე საამაყო თვისებებით იწონებს თავს, თუმცა მაყურებლების უმეტესობას მაინც შეაყვარა თავი.
5. ნოა სოლოუეი The Affair-დან
იმ ყველაფრის მიუხედავად, რასაც ეს პერსონაჟი მთელი სერიალის განმავლობაში აკეთებს, თავისი ქარიზმით მაინც ბევრს ხიბლავს.
6. მორიარტი Sherlock-დან
მერე რა, რომ მორიარტი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბოროტმოქმედია — მთავარია, ის ენდრიუ სკოტის მიერ შესრულებული იხილოთ და მაშინვე ჩაგივარდებათ გულში.
7. ჯო გოლდბერგი You-დან
თუ ეს სერიალი გინახავთ, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ვინც საფრთხეს არ ეძებს, პირველ რიგში ის უნდა ინატროს, რომ ჯოსნაირი ადამიანის სიახლოვესაც კი არ აღმოჩნდეს, თუმცა, როგორც გაიკრვა, მისი მანიაკალური აკვიატებები ბევრს იზიდავს კიდეც.
8. ადამი Sex Education-დან
მაყურებლები ადამს თავდაპირველად როგორც ჰომოფობს, ბულერსა და მოძალადეს იცნობენ, მაგრამ ერიკი ერთადერთი სულაც არ არის, ვინც მის ამ წარსულ გამოცდილებას ივიწყებს და მის მიმართ სიმპათიას გამოხატავს.
9. ნიგანი The Walking Dead-დან
აპოკალიფსის დროსაც რომ ახერხებს და ცუდი ტიპია, ნამდვილად რთულია ასეთ პერსონაჟზე რაიმე დადებითის თქმა, თუმცა ნიგანი მაინც არაერთი მაყურებელს მოსწონს.
10. მაიკლ სკოტი The Office-დან
თუ ამ სერიალის დასაწყისში მაყურებელი საკუთარ თავს ეკითხება, ასეთ კაცთან ვინმეს საერთოდ რატომ უნდა გაუჩნდეს ნებისმიერი სახის ურთიერთობის სურვილიო, ბოლოს სრულიად მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ თავადაც შეყვარებულია მასზე.
თქვენ კიდევ ვის დაამატებდით ამ სიაში?
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები