Biozek-ის სწრაფ ტესტში ეჭვი არ შეგვიტანია, დროულად ვერ მოგვაწოდეს და აღარ შევიძენთ — გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ Biozek-ის სწრაფ ტესტებს, რომელიც არა ნიდერლანდური, არამედ ჩინური აღმოჩნდა, აღარ შეისყიდიან. იგი ამას იმით განმარტავს, რომ იმპორტიორმა კომპანიამ მიწოდებისთვის ნაკისრი ვადა ვერ დაიცვა.
"ჩვენ ტესტის შესრულებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვქონია, თუმცა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ტესტები ვერ მოგვაწოდეს და ამის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა ხელშეკრულება. დღეს Biozek-ის ტესტების შესყიდვის ხელშეკრულება არ გვაქვს და არც მომავალში შევისყიდით".
მინისტრის მოადგილის თქმით, Biozek-ის 5000 ტესტი მანამდე საჩუქრად მიიღეს, რაც გამოიყენეს კიდეც ცხელების ცენტრებში, კოვიდის კლინიკებში, სამედიცინო პერსონალის ტესტირებისას:
"გარკვეული შედეგები საწყისი გამოყენების საფუძველზე მივიღეთ და მცირე ჯგუფში, კოვიდ დადასტურებული პაციენტების ჯგუფში შეაფასეს პაციენტის მდგომარეობა სწრაფი და PCR ტესტით. სწრაფმა ტესტმა აჩვენა დადებითი შედეგები, რაც ახლოს იყო წინასწარ მონაცემებთანაც. თამარ გაბუნია განმარტავს, რომ ტესტების ვალიდაციას ქვეყანა არც შესყიდვამდე და არც მის მერე არ აკეთებს.
On.ge-ს კითხვაზე, აპირებენ თუ არა ანტისხეულის სხვა სწრაფი ტესტის შეძენას? და თუკი დღესდღეობით არ აქვს საქართველოს ასეთი ტესტები, რითი ანაცვლებენ? — მინისტრის მოადგილე ზოგადად პასუხობს, რომ ტესტის შეძენისას სამინისტრო რეგისტრაციის ქვეყანას, წარმოებასა და მის ისტორიას აქცევს ყურადღებას:
"წინასწარ შეუძლებელია ყველა შესასყიდი ტესტის ვალიდაცია გავაკეთოთ. გარკვეული რისკები ყოველთვის არის და ისედაც ანტისხეულების ტესტების მგრძნობელობა არ არის 100 პროცენტი".
თამარ გაბუნია განმარტავს, რომ Biozek-ის სწრაფი ტესტები რეგულირების სააგენტომ დაარეგისტრირა აპრილის დასაწყისში. მისივე თქმით, ტესტი აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას:
"იგი რეგისტრირებული იყო ნიდერლანდებში. მას ახლდა არაერთი სერთიფიკატი ხარისხის შესახებ. შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ეძებდა ანტისხეულების ტესტებს, რადგან გარკვეული დამხმარე მნიშვნელონა, მათ დიაგნოსტიკაში აქვს. სამინისტროსთან შექმნილია საკონსულტაციო ჯგუფში, სადაც იღებენ გადაწყვეტილებას, რა ტიპის ტესტი უნდა შეისყიდონ და ვისგან. ლაბორატირიული სამუშაო ჯგუფის მიერ, კონკრეტულად ბიოზეკის ტესტების შესყიდვის საკითხი განიხილეს 24 აპრილს, იმის საფუძველზე რა დოკუმენტაციაც ახლდა, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ".
ტესტების გარშემო ახალი კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც აღმოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შეძენილი "ნიდერლანდებში დამზადებული" 30 000 სწრაფი ტესტი ჩინეთშია წარმოებული.
OCCRP-სა და ნიდერლანდური პლატფორმა Investico-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კომპანია Inzek International Trading ყიდდა ანტისხეულების სწრაფ ტესტს სახელმწოდებით Biozek, რომელზეც "ნიდერლანდებში დამზადებული ეწერა და სინამდვილეში, ჩინეთშია წარმოებული.
ამ გამოძიებასა და იმაზე, რომ ამავე კომპაანისგან საქართველომ ათეულობით ათასი ტესტი შეისყიდა, გამოცემა OC Media წერს. მათი ცნობით, საქართველოს მთავრობის მიერ შეძენილია 930 000 ლარის ($290 000) ღირებულების "ნიდერლანდური წარმოების" ანტისხეულების 30 ათასი ტესტი.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, მანამდე, 15 აპრილს Biozek-ის 5 000 ტესტი საქართველოს მთავრობას თიბისი ბანკმა აჩუქა. შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტრომ ტესტები პირდაპირი შესყიდვის წესით, სამედიცინო იმპორტიორ სოლმარტისგან შეიძინა. დოკუმენტი 24 აპრილით თარიღდება.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები