EMC აჭარის მაუწყებლის დირექტორის მიმართ დევნის დაწყებისთვის შსს-ს მიმართავს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიმართა. EMC აჭარის მაუწყებლის დირექტორის გიორგი კოხრეიძის მიმართ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით. EMC აჭარის მაუწყებლის დირექტორის მიმართ დევნის დაწყებისთვის შსს-ს მიმართავს
EMC-ის შეფასებით, გიორგი კოხრეიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, სავარაუდოდ, ადგილი აქვს დირექტორისადმი კრიტიკულად განწყობილი, განსხვავებული შეხედულებების მქონე თანამშრომლების დევნასა და ალტერნატიული პროფესიული კავშირის საქმიანობის ხელშეშლას. ორგანიაციის ცნობით, ეს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა) და 166-ე (პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა) მუხლების შესაბამისად დასჯადია.
ორგანიზაციის შეფასებით, გიორგი კოხრეიძის მიერ განხორციელებული ქმედებების ქრონოლოგია, დინამიკა და შინაარსი თანამშრომლების დევნაზე მიუთითებს. მათივე თქმით, გიორგი კოხრეიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ მის მიზანს განსხვავებული შეხედულებების მქონე თანამშრომლების დასჯა წარმოადგენს. EMC-ს ამ არგუმენტის გასამყარებლად მოჰყავს შემდეგი მაგალითები:
- გ. კოხრეიძისთვის დირექტორად არჩევისთანავე მიუღებელნი აღმოჩდნენ მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც კრიტიკულ კითხვებს სვამდნენ მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიკურ და ორგანიზაციულ პროცესებთან დაკავშირებით;
- დაუსაბუთებელი საფუძვლით გათავისუფლდნენ პირები, რომლებიც ახალი დირექტორის მოქმედებებს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად და ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლად აფასებდნენ;
- გ. კორხეიძის ინიციატივითვე დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ თანამშრომლებს, რომლებმაც ღიად განუცხადეს, რომ ისინი არ ასრულებდნენ პოლიტიკურ დაკვეთებს და იყვნენ დამოუკიდებელნი;
- დევნის პრაქტიკაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ თანამშრომლების მიმართ დაკისრებული დისციპლინური სანქციები აშკარად არაპროპორციულია და გამოყენებული იქნა მხოლოდ კრიტიკული შეხედულებების მქონე თანამშრომლების მიმართ;
- გ. კოხრეიძის მხრიდან განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები რეალურად არ შეხებია იმ თანამშრომლებს, რომლებიც იმთავითვე ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ.
სამართალდამცავი ორგანოების წინაშე წარდგენილ მიმოხილვაში EMC უთითებს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების (ეუთო, ევროპის საბჭო, რეპორტერები საზღვრებს გარეშე), საქართველოს სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც ღიად მსჯელობენ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის, ჟურნალისტების დევნისა და კონტროლის პრაქტიკებზე.
"ამდენად, გიორგი კოხრეიძის ქმედებები, სავარაუდოდ, სისხლისსამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიტიკული აზრის ჩახშობისა და სარედაქციო პოლიტიკაზე სრული კონტროლის მოპოვებას ისახავს მიზნად".
EMC მოუწოდებს
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს გიორგი კოხრეიძის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესზე ეფექტიანი მონიტორინგი გასწიოს შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა;
- საქართველოს პროკურატურას უზრუნველყოს გამოძიების პროცესზე ეფექტური, მიუკერძოებელი საპროკურორო ზედამხედველობა და დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი კოხრეიძის მიმართ.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები