მამები და შვილები — თავგადასავლები იზოლაციიდან: როგორ გავერთოთ სახლში
სტატია ქვეყნდება კამპანიის "კაცები ზრუნავენ" და On.ge-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში — "მამები და შვილები — თავგადასავლები იზოლაციიდან". სტრატეგიული ბრენდინგის კონსულტანტი, შოთა ჩინჩალაძე იზოლაციაში ბავშვთან ერთად გართობის შესახებ გვიყვება.
ელისაბედი 6 წლისაა. დაბადებიდან შევარქვი ზედმეტსახელად წრიპა და ვინც იცნობს, ყველა თანხმდება, რომ საუკეთესო თიკუნი შევურჩიე. არ ვიცი, რამდენად სწორად, ან არასწორად ვიქცევი, მაგრამ არ მიყვარს სხვისთვის საკუთარი აზრების თავზე მოხვევა და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ჩემი შვილია — ჩვენი ურთიერთობა მთლიანად მის სურვილებზეა დამოკიდებული, თამაშითაც ყოველთვის მაშინ და იმას ვთამაშობთ, როცა და რაც თავად უნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ არასდროს მოვაკლო ყურადღება, პანდემიის გამო ერთად გაცილებით მეტ დროს ვატარებთ. სათამაშოდაც ბევრად მეტი ენერგია გვაქვს, თუმცა ერთი კი გვამწუხრებს: სახლში თამაშს, ორივეს გარეთ სეირნობა, ატრაქციონებზე, ანდაც გასართობ ცენტრებში ხეტიალი გვირჩევნია. ამ უკანასკლენებით კი, ალბათ ხვდებით, უკვე 2 თვეზე მეტია ვერ ვტკბებით.
ყველაზე ხშირად თოჯინებით ვთამაშობთ. ელისაბედის აურაცხელ თოჯინებს შორის, არის ისეთები, რომლითაც მარტო ერთობა და ისეთებიც, რომლებსაც საერთო თამაშებისთვის ვიყენებთ. ძირითადად კაფეებში სიარული ენატრება. თამაშის სცენარებიც, პანდემიის ჟამს, კაფეობანასა და ოჯახობას შორის მერყეობს.
გასულ კვირაში ბარბების ოჯახს, რომელთაც რა თქმა უნდა თავისი სახელები და როლები აქვთ, დიდი დღესასწაული მოვუწყეთ. წრიპამ თავისი სამზარეული ჩართო, ფლეიდოს პლასტელინის ცომის გაბრტყელების მერე, მისთვის ფორმის მიცემა და გამოსაცხობად მომზადება მე დამევალა. ტორტის ფირფიტები სქლად გავაბრტყელეთ, მრგვალ ფორმაზე დავჭერით და ერთმანეთს დავადეთ. წვრილად დაჭრილი პლასტელინისგან ნამცეცებიც მოვაყარეთ და გამოცხობის შემდეგ, მეტალის პატარა ბურთულებითაც გავაფორმეთ.
ბარბების ოჯახმა გემრიელად მიირთვა ყურძნის ტორტი. წრიპამ მაგიდაზე ჭურჭელი გაშალა, ყველას თავისი ჭიქა და ლამბაქი ჰქონდა. პარალელურად ბილი აილიშის მუსიკა ჩავრთეთ და კარგა ხანს, როგორც თვითონ ეძახის, ვიჭორავეთ.
სამაგიდო თამაშები ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო აინტერესებს ელისაბედს. რომ ვთქვა, განსაკუთრებული აზარტულობითა და ბანქოს სიყვარულით გამოვირჩევითქო, მოგატყუებთ, მაგრამ ამჯერად ჩვენი თამაში გამოვიგონეთ. დაახლოებით უნოს ჰგავს, გამარტივებული წესებით. 6-6 კარტს ვირიგებთ, ჯეირანის დახმარებით ვწყვეტთ პირველი ვინ უნდა ჩამოვიდეს. მოწინააღმდეგის ბანქოზე მხოლოდ შესაბამისი ფერის ან ნომინალის ჩამოსვლის უფლება გაქვს. თუ ხელში მსგავსი კარტი არ გყავს, ერთს ბანქოს დასტადან იმატებ. თუ კიდევ არ გაგიმართლა, მთლიანად იღებ მაგიდაზე ჩამოსულ კარტებს. წრიპა ვერ იტანს წაგებას, მაგრამ აბა, ბავშვმა ხომ უნდა ისწავლოს, რომ ცხოვრებაში ყოველთვის მოგებული ვერ იქნები (ან იქნებ სულაც იმიტომ, რომ მე უფრო ვერ ვიტან წაგებას?), ჰოდა, ხანდახან გვიწევს ხოლმე წაგებისა და მოგების ნათესაურ კავშირზე საუბარი.
ტრადიციული ბანქოსგან განსხვავებით, წრიპა დაუმარცხებელია "თამაშობანას" მიერ შექმნილ, მის საყვარელ თამაშში —"სასარგებლო-უსარგებლო". აქ სხვადასხვა საგნებია გამოსახული. მოწინააღმდეგეს უნდა აუხსნა, რა ხატია შენ მიერ აღებულ ბანქოზე. იგებს ის, ვინც ყველაზე მეტ ნივთს გამოიცნობს.
ფიზიკური აქტივობა აუცილებელიაო, ჰოდა, რაოდენ სასაცილოდაც უნდა ჟღერდეს, ჩვენი საყვარელი თამაშებიდან ერთ-ერთი, ორთაბრძოლობანაა, იგივე ჭიდაობა, რომელიც ძალიან ხშირად, თავის თავში კარატეს, ღუტუნის, კოტრიალისა და "დაჭმუჭვნის" ელემენტებსაც შეიცავს. ამ დროს ორივე ვიღლებით, ენერგიას კარგად ვხარჯავთ და თან ბედნიერი ვარ, რომ რამეში მაინც ვჯობნი ბავშვს.
ბოლოსკენ შემოქმდებითი თამაში მოვიტოვეთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ელისაბედმა ისწავლოს, რომ ფანტაზიას არ აქვს საზღვრები და რომ ნებისმიერი მასალისგან შეიძლება სილამაზის შექმნა. ხელსაქმის თამაშებს ხშირად ვთამაშობთ. ხან ფურცლებისგან ვჭრით ფორმებს, ხან უბრალოდ ვხატავთ. ხანაც ასეთ შედევრებს ვქმნით.
ელისაბედი გიჟდება ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთებაზე. სპეციალური პლასტელინისგან მრგვალი ფორმა გამოვძერწეთ, მრგავალად მოვჭერით, უკან გულსაბნევიც ჩავაყოლეთ. გახმობის შემდეგ კი ასევე სპეციალური, აკრილის საღებავებით დახატა წრიპამ ეს მშვენიერი ყვავილი. ბებოს ცრემლებიც კი წასკდა, ისე გაახარა.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები