ბოლნისის ორ სოფელში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ოფიციალური სტატისტიკა StopCov.ge-ზე არ შეცვლილა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა დაუდასტურა.

მისივე ცნობით, სოფელ მუშევანში და გეტაში სულ 131 ნიმუში გუშინ, 13 მაისს აიღეს, მათგან 8 გეტაში, 7 კი მუშევანში დადასტურდა. ტესტის პასუხები დღეს, 14 მაისის საღამოს გახდა ცნობილი. ახალ დაინფიცირებულ პირებს თბილისში გადაიყვანენ. კიდევ 45 პირის ანალიზზე კვლევა გრძელდება.

14 მაისის მდგომარეობით, ბოლნისში 137 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგანაც 46 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.