როგორ უნდა მიიღონ კომპენსაცია თვითდასაქმებულებმა — რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო
კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებული პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ამბობს, რეგისტრაციის გავლა მხოლოდ თვითდასაქმებული პირებისთვისაა სავალდებულო.
კომპენსაციის მიმღები პირი უნდა ეწვიოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს, სადაც სპეციალური პორტალით რეგისტრაციას გაივლის.
ამასთან, თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი დღეიდან 6 კვირის განმავლობაში განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ჯგუფში შედიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, მეწარმე ფიზიკური პირები, პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირები, ინდივიდუალური მეწარმეები. კომპენსაციის მისაღებად მათ შემოსავლის წყაროს მტკიცების წარდგენა არ დასჭირდებათ. კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე აღნიშნული პირები შეტყობინებას იღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე.
ფიზიკურმა პირებმა უნდა შეავსონ შემდეგი ინფორმაცია:
- სახელი გვარი და პირადი ნომერი;
- ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
რაც შეეხებათ თვითდასაქმებულებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი შემოსავლების სამსახურშუ, მათაც უდნა შევასონ განაცხადი და უნდა წარადგინონ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:
- სახელი გვარი და პირადი ნომერი;
- ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
- საბანკო რეკვიზიტები.
ამასთან, აღნიშნულმა ფიზიკურმა პირმა უნდა ატვირთოს, მაგალითად რომელიმე შემდეგი დოკუმენტი:
- გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ, გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა, გაცემული პირველად საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი. ეს არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება;
- 2020 წლის პირველი სამი თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და ეკონომიკური სარგებელი;
- მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა, ნებართვა ან ლიცენზია;
- საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური საქმიანობა ანდა შემოსავალი;
- ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომლითაც ისინი ეკონომიკურ სარგებელს დაადასტურებენ.
განაცხადს განიხილავს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს უწყებათაორისი კომისია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებითაა შექმნილი. კომისიის გადაწყვეტილებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აღნიშნული პირის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხება.
იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია შეუძლიათ მიმართონ დასაქმების სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს და ადგილზე წარმომადგენლები დაეხმარებიან რეგისტრაციაში.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები