ორ სქესს შორის
როცა ერთმანეთის შესახებ შეხედულებებს ვიქმნით, ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს განვსჯით ან ვინმეს განვლილ ცხოვრებას ვაფასებთ, როგორც წესი, ასეთ დროს ამ ყველაფრის გამომწვევ ერთ მიზეზს ვეძებთ და ყველაფერს სწორედ მისგან წარმოშობილად მივიჩნევთ: ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სქესი, ხანდახან ასაკი, სხვა დროს კი წარმომავლობა.
"ქალია და აბა, როგორ მოიქცეოდა";
"ნამდვილი ევროპული პრაგმატულობა ახასიათებს";
"სოფელში გაზრდილის კვალობაზე სულ სხვანაირად აზროვნებს"
და ასე დაუსრულებლად. რას იტყვით იმაზე, რომ ეს სინამდვილეში ასეცაა და არც არის ასე? იქნებ, ამ ყველაფერს მართლაც აქვს მნიშვნელობა, ოღონდ ის არ არის უნივერსალური და ერთადერთი. ადამიანი იმდენად პრიმიტიული არსება არ არის, რომ მხოლოდ ერთი საზომით გავზომოთ: მართალია, ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებასა თუ ცხოვრების შემდგომი განვითარების გზაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს მნიშვნელოვან გავლენას, თუმცა ეს არ შეიძლება იყოს ერთადერთი განტევების ვაცი, რომელზეც უნდა გადატყდეს ჯოხი. ჩვენს სხეულს და მასში გამომწყვდეულ პიროვნებას ერთდროულად ძერწავს ბიოლოგიური სქესი, გენდერი, გენეტიკური მემკვიდრეობა, ეთნიკური წარმომავლობა, რასა, ასაკი, რელიგია, სოციალური სტატუსი, ეპოქა და კიდევ უამრავი სხვა რამ, რომელთა ბოლომდე განსაზღვრასაც, ალბათ, ვერასდროს შევძლებთ.
ამაში დასარწმუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზა ჯეფრი იუჯინიდისის რომანის მიდლსექსი წაკითხვაა. როგორი სათაურია, არა? თითქოს მკითხველს მაშინვე ამცნობს, რის თქმასაც აპირებს ავტორი ამ ექვსაზე მეტი გვერდის მოცულობის რომანში, თუმცა, როგორც ადამიანების ზედაპირულად შეფასებისას ვცდებით ხოლმე, ისე შეიძლება შეგვექმნას ამ წიგნის მიმართ წინასწარ არასწორი განწყობა თავისი სათაურის გამო, რადგან მასში ნამდვილად მოულოდნელზე უფრო მოულოდნელი სიურპრიზები იმალება — ის პანდორას ყუთია, რომელიც იმ მრავალ საშინელებას იტევს, რისი ატანაც ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა მიზეზის გამო უხსოვარი დროიდან გვიწევს.
თუთის აბრეშუმხვევიას მსგავსად ეს რომანი თავისი განვითარების ეტაპებით ცვლილებების წიგნია: გარდა იმისა, რომ კითხვის პროცესში მკითხველი მუდმივად სიუჟეტის ახალ-ახალ შრეებს ეცნობა, ამავდროულად ყველა პერსონაჟი ნელ-ნელა მეტამორფოზს განიცდის, კანს იცვლის, ხელახლა იბადება. რომანის სტრიქონებს შორის განხორციელებულ ფერისცვალებებს შორის ყველაზე შთამბეჭდავი კი კალიოპა სტეფანიდის ისტორიაა, რომელიც ჭუპრიდან გამოსვლას და ნამდვილ პეპლად გადაქცევას ცდილობს.
რეალურ ცხოვრებაში კალიოპას მსგავს ადამიანებს, როგორც წესი, მომხიბვლელ პეპლებად არავინ მიიჩნევს, მეტიც, მათ შესახებ ბევრი არც არაფერი გვსმენია და თუ კი, ისინი მონსტრებად — ორსხეულიან მინოტავრებად მიგვაჩნია და მათი ხსენებაც კი შიშს თუ არა, უცხოს მიმართ საყოველთაო წესრიგის დამრღვევ ჩვეულ განცდას გვიქმნის. რომანის პროტაგონისტი და ნარატორი ეთნიკურად ბერძენი და ამერიკაში მცხოვრები კალიოპა სტეფანიდია, რომელიც ბერძენი ღმერთების ჯილდოს ნიშნად (ან ამასთანავე წყევლად) ინტერსექსი დაიბადა. თუ ეს სიტყვა არაფერს გეუბნებათ, მაშინ კიდევ უფრო სარწმუნოდ მოგეჩვენებათ ჩემ მიერ ხსენებული "მინოტავრების" მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება: ინტერსექსია ადამიანი, რომელიც გენეტიკური, ჰორმონული და ანატომიური ვარიაციებით ორივე სქესისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს ატარებს. დიახ, ხშირად სქესი სრულიად მყარი და უცვლელი მოცემულობა გვგონია (გენდერზე რომ აღარაფერი ვთქვათ) და ასე ფიქრობდნენ კალიოპას ოჯახშიც: ახალი წევრის შემატებისას ბებიამ ბიჭის დაბადება ივარაუდა, მშობლებს კი გოგო სურდათ. თუმცა საბოლოოდ კი დაიბადა კალიოპა, რომელიც მათგან არცერთი და ამავდროულად ორივე იყო.
მსგავსი ადამიანების აბრეშუმის გობელინივით რთული და ამასთანავე შთამბეჭდავი ცხოვრების აღწერა ამ რომანში ჯეფრი იუჯინიდისმა ყველა მის ხელთ არსებული იარაღის საშუალებით სცადა. პირველ რიგში ეს საოცრად მოქნილი ენის დახმარებით მოახერხა, რომელიც წიგნს სასიამოვნო საკითხავს ხდის და ასევე წერის სტილით პროტაგონისტის გონებასა თუ ქრომოსომებში ჩაბუდებულ "გაუგებრობას" დეტალურად გადმოგვცემს — კალიოპა მემუარების მსგავსად მოგვითხრობს თავის ცხოვრებაზე და როცა ის ჯერ კიდევ საკუთარ თავში გაურკვეველ ბავშვობის წლებს იხსენებს, სანამ მას თავი ჩვეულებრივი გოგო ეგონა, საკუთარ თავზე მესამე პირში საუბრობს, როგორც სხვა, განცალკევებულ პიროვნებაზე. და ეს ასეც იყო, რადგან მან საკუთარი თავის შეცნობა და აღმოჩენა მხოლოდ გარდატეხის ასაკიდან შეძლო, როცა მის სხეულში დათესილმა ყვავილის თესლმა გაფურჩქვნა დაიწყო.
თუმცა არ იფიქროთ, რომ ამ წიგნში ეს ყველაფერი ისეა მოთხრობილი, როგორც უჩვეულო, ეგზოტიკური ამბავი, რომლის მიზანიც მკითხველებში აღშფოთების, გაოცების ან აღფრთოვანების გამოწვევაა. ჯეფრი იუჯინიდისი სხვა ყველაფერთან ერთად ინტერსექსი ადამიანების მიმართ მსგავსი დამოკიდებულების ბარბაროსულ ბუნებასაც გვაჩვენებს, როცა მათ უჩვეულო ცხოველებად აღიქვამენ, ურცხვად ცდილობენ მათი არსის გაგებას (თუნდაც მეცნიერული მიზნებით) და სხეულებრივი თავისებურებების გამო მათ ადამიანურ ღირსებას არაფრად აგდებენ.
თავად ბერძნული წარმოშობის მწერალმა უნაკლოდ მოახერხა, რომ ნამდვილი ოდისეა შეექმნა, რომელშიც ერთდროულადაა შეზავებული ტრაგედია, იუმორი, ირონია, სიყვარული, სევდა და მწუხარება. თანაც ისე, რომ ეს არ არის ერთშრიანი, სწორხაზოვანი შინაარსის რომანი: ჯეფრი იუჯინიდისი სრულიად ბუნებრივად გვიყვება როგორც ისტორიული რეალობის, ისე სოციალური უთანასწორობის, პირველი სიყვარულისა თუ რასიზმის პრობლემების შესახებ. თუმცა ეს გასაკვირი სულაც არ არის: ავტორი მიდლსექსზე ცხრა წელი მუშაობდა და ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი და საამაყო ცხრა წელია, რომლითაც მას თამამად შეუძლია მოიწონოს თავი კაცობრიობის წინაშე.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალისთვის.
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები