გუგლის ხმოვან ასისტენტს შეუძლია, თქვენ ნაცვლად დარეკოს სალონში და ჩაგწეროთ
გუგლ-ასისტენტი გუგლის პროდუქტია, რომელიც კომპანიამ 2016 წლის მაისში გამოუშვა. მას უკვე ბევრი რამ შეუძლია: ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის მოძიება, განრიგის შედგენა, მაღვიძარას დაყენება, თქვენს მოწყობილობაზე სასურველი პარამეტრების შერჩევა და ასე შემდეგ. თუმცა, ახალი ფუნქცია, რომელიც გუგლმა წლევანდელ I/O ფესტივალზე წარადგინა, ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე - ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.
პრეზენტაციაზე გუგლის აღმასრულებელმა დირექტორმა დარბაზს მოასმენინა სატელეფონო საუბარი, რომელიც, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ზარი გეგონებოდათ სალონში ჩასაწერად, თუმცა ეს არ იყო დიალოგი ორ ადამიანს შორის. კლიენტის მხარეს, არც მეტი, არც ნაკლები, გუგლ-ასისტენტის ახალი ფუნქცია, ანუ ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენდა. გუგლი ამ პროექტს დუპლექსს უწოდებს და მისი მიზანია, დაგეხმაროთ თვითმფრინავის ბილეთის შეძენაში, თქვენ ნაცვლად დარეკოს სალონში ან დაგიჯავშნოთ მაგიდა რესტორანში.
გუგლ-ასისტენტის პროდუქტის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკ ფოქსის თქმით, პროდუქტზე მუშაობისას კომპანია ხელმძღვანელობდა კითხვით "როგორი დამხმარე მინდა მყავდეს?". ამჟამად ფუნქციას ექვსი განსხვავებული ხმა შეუძლია ჰქონდეს (როგორც ქალის, ასევე - კაცის).
მართალია, "ჭკვიანი" ხმოვანი ასისტენტი თანამედროვე სამყაროში უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა (Apple-ის სირი, Amazon-ის ალექსა და ასე შემდეგ), მაგრამ გუგლის ასისტენტი ერთადერთია, რომელიც საუბრის წარმართვას ბუნებრივად ახერხებს, ამისთვის კი პაუზებს იყენებს, შორისდებულებს ხმარობს და ყოყმანობს კიდეც.
გუგლის დუპლექს ტექნოლოგია სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდან გადმოტანილს ჰგავს და გვიჩენს როგორც პრაქტიკულ, ასევე ფილოსოფიურ კითხვას: "როგორ უნდა მოვექცეთ ადამიანისმაგვარ ხელოვნურ ინტელექტს?". ამ კითხვების დასმისას, ფოქსი ამბობს, რომ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. გუგლი ამ პროდუქტს კონკრეტული მიზნისთვის ქმნის, მომავალში კი ხმოვანი ასისტენტი თანამოსაუბრეს საუბრის დასაწყისშივე შეატყობინებს იმის შესახებ, რომ ის "რობოტია". I/O-ზე მოსმენილ აუდიოჩანაწერში დამხმარეს თანამოსაუბრე განზრახ არ გაუფრთხილებია.
გუგლ დამხმარეს ახალი ფუნქცია ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ტიურინგის ტესტის გასავლელად. ტიურინგის ტესტი ამოწმებს, შესაძლებელია თუ არა, მანქანა (რობოტი, ხელოვნური ინტელექტი) იქცეოდეს ისე, რომ მისი გარჩევა ადამიანისგან ვერ შევძლოთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კონკრეტულ მაგალითში გუგლ დამხმარემ ეს ტესტი გაიარა, თუმცა, სავარაუდოა, რომ მომავალში, ადამიანები შეეჩვევიან მსგავსი ხმოვანი ფუნქციების გარჩევას ადამიანებისგან და უფრო გაიწაფებიან მათ ამოცნობაში.
სატელეფონო საუბრის მოსმენა ამ ვიდეოში შეგიძლიათ:
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები