კაკულია: მოდური გახდა, დანაშაულებრივ ქმედებაზე სახელმწიფოს რეაგირების მოტივად პრორუსულობა დაასახელო
მმართველი გუნდის დეპუტატი რომან კაკულია აცხადებს, რომ "ძალიან მოდური გახდა" სხვადასხვა დანაშაულებებზე სახელმწიფოს რეაგირების მოტივად პრორუსული ორიენტაცია დაასახელონ. ასე გამოეხმაურა ის კომპანია ფრონტერას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ქართველი და ამერიკელი სენატორების კრიტიკას. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკოსი ქვეყნის საშანო საქმეებში მიუღებელი ფორმებით ერევა.
"ფრონტერასთან დაკავშირებული მოვლენები, რომელიც მათ საქმიანობას უკავშირდება, საკმაოდ სიმპტომატური გახდა. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ საკმაოდ მიუღებელ ჩარევას სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ, ჩვენი ქვეყნის, პირდაპირ ვიტყვი, საშიანო საქმეებში.
ძალიან მოდური გახდა ახლა საუბარი იმაზე, რომ პრორუსული ორიენტაცია არის საწყისი და მოტივაცია სხვადასხვა ტიპის დანაშაულებების წინააღმდეგ სახელმწიფოს რეაგირების", — განაცხადა მან.
კაკულიას თქმით, ფრონტერასა და ქართულ მხარეს შორის დავა პოლიტიკური მანიპულაციის საკითხი გახდა, რაზეც სენატორების რეაგირება მიუღებელია. მისი თქმით, ასეთი ტიპის დასავლეთი საქართველოს არ სჭირდება.
"სამწუხარო გახლავთ ის, რომ ასეთი ტიპის ჩარევები მიმართული იმისკენ, რომ თითქოს პრორუსული ძალა აკეთებს. ამ ტიპის ჩარევებს არაფერს ემსახურება სხვას, იმის გარდა, რომ აღვივებს და აძლიერებს პრორუსულ ორიენტაციებს, თუ ასეთ არსებობს საქართველოში.
იმიტომ, რომ ასეთი ტიპის დასავლეთი, რომელიც ასე რეაგირებს ასეთ სამართლებრივ საკითხებზე, საქართველოს მოსალეობას დარწმუნებული, ვარ არ ჭირდება", — განაცხადა მან.
კაკულიამ მოუწოდა პრორუსული ნარატივის შემსწავლელ ორგანიზაციებს, რომ დასავლელი პარტნიორების მსგავს განცხადებებს შეხედონ, როგორც პრორუსულობის წამახალისებელს.
"ამიტომ მე ყველას ვთხოვ, ასეთი კუთხით შეხედოს ასეთი ტიპის ჩარევებს, როდესაც ის სწავლობს რაიმე ტიპის რუსულ პროპაგანდაზე. დასავლეთი ერთის მხრივ ხარჯავს ფულს, თითქოს პროპაგანდის შესანელებლად და მეორე მხრივ, ასეთი ნაბიჯებით პირდაპირ მხარს უჭერს, თუ რაიმე პრორუსული ორიენტაცია არსებობს საქართველოში, მათ გაღრმავებას", — განაცხადა მან.
ფრონტერას საქმე
Frontera Resources ამერიკაში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის მიზანიც ნავთობისა და გაზის მოპოვებაა. კომპანია ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიამ საქართველოში მუშაობა 1997 წლიდან დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში მათ არაერთხელ გამოუცხადებიათ, რომ გაზის დიდი მარაგს მიაგნეს. სახელმწიფო და ფრონტერა ერთმანეთს საარბიტრაჟო სასამართლოში ედავებოდნენ, რაც არაერთხელ გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.
საარბიტრაჟო სასამართლოში სსიპ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, სს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და კომპანია ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიას შორის დავა დასრულდა. სახელმწიფო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არბიტრაჟი მოიგეს და მათი მოთხოვნების უმეტესობა დააკმაყოფილეს, რასაც ფრონტერა უარყოფს და მათ კომპანიის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
ასევე, სააგენტო და კორპორაცია აცხადებენ, რომ საარბიტრაჟომ ფრონტერას მხრიდან კონტრაქტის დარღვევა დაადგინა, რაც მათ ხელშეკრულების გაწყვეტის უფლებას აძლევს. ფრონტერა ამასაც უარყოფს.
ამის მიუხედავად, ნავთობისა და გაზის კომპანიაში აცხადებენ, რომ ფრონტერას უკვე აცნობეს და კონტრაქტი ავტომატურად ჩაითვლება შეწყვეტილად მასში განსაზღვრული ვადის ამოწურვისას (ამა წლის 27 ივლისს). ასევე, ისინი მოუწოდებენ ფრონტერას, შეასრულო საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, ქართული მხარისათვის მიკუთვნებული თანხების (დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი) გადახდის ჩათვლით.
ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართეს. წერილის ავტორები სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, ასევე, კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი არიან.
კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მუშაობაში ხელი შეეშალა კომპანია ფრონტერას და მას ფაქტობრივად გაძევებით ემუქრებიან. მათივე თქმით, იმავე პრობლემას წააწყდა Conti Group ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რამაც პროექტის შეფერხება გამოიწვია.
ამასთან, სენატორები აცხადებენ, ქართული ბიზნესები და ფინანსური სისტემა, უკვე წლებია (2013 წლიდან), გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს ირანთან დაკავშირებით.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები