კაკულია: საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება ისეთი ტიპის დასავლეთი, რომელიც ასე რეაგირებს სამართლებრივ საკითხებზე
მმართველი პარტიის, ქართული ოცნების დეპუტატი რომენ კაკულია აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება ისეთი ტიპის დასავლეთი, რომელიც "ასე რეაგირებს სამართლებრივ საკითხებზე". მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკოსი ქვეყნის საშანო საქმეებში მიუღებელი ფორმებით ერევა. "ასეთ რეაგირებაში" ის გულისხმობს ამერიკელი სენატორების კრიტიკას კომპანია ფრონტერას საკითხზე და საქართველოში უცხოური ინვესტორების დევნაზე.
"სამწუხარო გახლავთ ის, რომ ასეთი ტიპის ჩარევები მიმართულია იმისკენ, რომ თითქოს პრორუსული ძალა აკეთებს, არაფერს ემსახურება იმის გარდა, რომ აღვივებს და აძლიერებს პრორუსულ ორიენტაციებს, თუ ასეთი არსებობს საქართველოში.
იმიტომ, რომ ასეთი ტიპის დასავლეთი, რომელიც ასე რეაგირებს ასეთ სამართლებრივ საკითხებზე, საქართველოს მოსალეობას დარწმუნებული, ვარ არ ჭირდება", — განაცხადა მან.
კაკულიას თქმით, საქართველოში ბევრი პოლიტიკოსი ცდილობს, რომ სამართლებრივი საქმეები პოლიტიკური ჩარჩოთი შეფუთოს და მოძებნოს პოლიტიკოსი საზღვარგარეთ, რომლის განცხადებასაც, დასავლეთის პოციზიცად წარმოაჩენს. მან მოუწოდა რუსული პროპაგანდის შემსწავლელ ორგანიზაციებს, რომ დასავლელი პოლიტიკოსების მსგავსი "ჩარევები" შეისწავლონ, როგორც პრორუსული ნარატივის გაღვივების მიზეზი.
"ამიტომ მე ყველას ვთხოვ, ასეთი კუთხით შეხედოს ასეთი ტიპის ჩარევებს, როდესაც ის სწავლობს რაიმე ტიპის რუსულ პროპაგანდაზე. დასავლეთი ერთის მხრივ ხარჯავს ფულს, თითქოს პროპაგანდის შესანელებლად და მეორე მხრივ, ასეთი ნაბიჯებით პირდაპირ მხარს უჭერს, თუ რაიმე პრორუსული ორიენტაცია არსებობს საქართველოში, მათ გაღრმავებას",— განაცხადა მან.
- კაკულიას აზრით, ამერიკელი სენატორების კრიტიკული განცხადებები საქართველოში პრორუსულ ნარატივებს აღვივებს
- კაკულია: მოდური გახდა, დანაშაულებრივ ქმედებაზე სახელმწიფოს რეაგირების მოტივად პრორუსულობა დაასახელო
ფრონტერას საქმე
Frontera Resources ამერიკაში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის მიზანიც ნავთობისა და გაზის მოპოვებაა. კომპანია ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიამ საქართველოში მუშაობა 1997 წლიდან დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში მათ არაერთხელ გამოუცხადებიათ, რომ გაზის დიდი მარაგს მიაგნეს. სახელმწიფო და ფრონტერა ერთმანეთს საარბიტრაჟო სასამართლოში ედავებოდნენ, რაც არაერთხელ გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.
საარბიტრაჟო სასამართლოში სსიპ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, სს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და კომპანია ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიას შორის დავა დასრულდა. სახელმწიფო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არბიტრაჟი მოიგეს და მათი მოთხოვნების უმეტესობა დააკმაყოფილეს, რასაც ფრონტერა უარყოფს და მათ კომპანიის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
ასევე, სააგენტო და კორპორაცია აცხადებენ, რომ საარბიტრაჟომ ფრონტერას მხრიდან კონტრაქტის დარღვევა დაადგინა, რაც მათ ხელშეკრულების გაწყვეტის უფლებას აძლევს. ფრონტერა ამასაც უარყოფს.
ამის მიუხედავად, ნავთობისა და გაზის კომპანიაში აცხადებენ, რომ ფრონტერას უკვე აცნობეს და კონტრაქტი ავტომატურად ჩაითვლება შეწყვეტილად მასში განსაზღვრული ვადის ამოწურვისას (ამა წლის 27 ივლისს). ასევე, ისინი მოუწოდებენ ფრონტერას, შეასრულო საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, ქართული მხარისათვის მიკუთვნებული თანხების (დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი) გადახდის ჩათვლით.
ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართეს. წერილის ავტორები სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, ასევე, კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი არიან.
კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მუშაობაში ხელი შეეშალა კომპანია ფრონტერას და მას ფაქტობრივად გაძევებით ემუქრებიან. მათივე თქმით, იმავე პრობლემას წააწყდა Conti Group ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რამაც პროექტის შეფერხება გამოიწვია.
ამასთან, სენატორები აცხადებენ, ქართული ბიზნესები და ფინანსური სისტემა, უკვე წლებია (2013 წლიდან), გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს ირანთან დაკავშირებით.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები