15 საუკეთესო ანტიგმირი ქალი ფილმებიდან და სერიალებიდან
ფილმებისა და სერიალების მაყურებლებს არაერთი ანტაგონისტი ახსოვთ, რომლებიც თავიანთი იდეებითა და ქმედებებით სძენენ სწორედ სიუჟეტს მთავარ ხიბლს: ისინი ქმნიან წინააღმდეგობას, რომელიც დადებითმა პერსონაჟებმა უნდა დაძლიონ.
მსგავს ისტორიებში ხშირად ბოროტებას კაცი პერსონაჟების სახით ვაწყდებით, თუმცა კინოსა თუ სატელევიზო სამყაროს არაერთი ბოროტმოქმედი ქალი ახსოვს, რომელმაც მაყურებლებს თავი განსაკუთრებულად დაამახსოვრა.
ახლა სწორედ ასეთი გამორჩეული ანტიგმირების შესახებ გიამბობთ, რომლებმაც მაყურებლების დიდ ნაწილში სიყვარული თუ არა, პატივისცემა მაინც გამოიწვია, როგორც სახასიათო და ძლიერმა პერსონაჟმა.
1. სერსეი ლანისტერი სერიალიდან Game Of Thrones
HBO-ს ეს ცნობილი სერიალი ერთმანეთზე უფრო საინტერესო, ძლიერ, საშიშ და სიურპრიზებით სავსე პიროვნული თვისებების მქონე პერსონაჟებს აერთიანებს, თუმცა სერსეი ლანისტერმა შეძლო, რომ თავისი სასტიკი ბუნების მიუხედავადაც კი, უამრავი მაყურებლის გამორჩეული სიმპათია დაემსახურებინა.
2. ბელატრის ლესტრეინჯი ჰარი პოტერის ფილმებიდან
ჰელენა ბონემ კარტერმა მოახერხა, მეორეხარისხოვანი როლით ისეთი სახასიათო პერსონაჟი შეექმნა, რომ ის ამ ცნობილი ფილმების სერიის ყველა მაყურებელს დამახსოვრებოდა.
3. მირანდა პრისტლი ფილმიდან Devil Wears Prada
მირანდა პრისტლი არც ბოროტი ჯადოქარია და არც სამყაროს განადგურება სურს, მეტიც, ის პრესტიჟული ჟურნალის რედაქტორია და გავლენიან პიროვნებადაც ითვლება, თუმცა საკმარისია დაუნდობელი უფროსი იყო, რომ ჯოჯოხეთში ასეთივე პრესტიჟულად დაუნდობელი ადგილის დამსახურებულად დაკავება გისურვონ.
4. მალეფისენტი
ამ ფილმის გამოსვლამდე ვერავინ იტყოდა, რომ მძინარე მზეთუნახავის მანამდე ცნობილ ზღაპარში ბოროტ დედოფალს თანაუგრძნობდა, თუმცა ანჯელინა ჯოლიმ მალეფისენტის როლით ამ გმირის აქამდე უცნობი ისტორია მოგვითხრო და მისი სრულიად სხვა მხარე გვაჩვენა.
5. ო-რენ იში ფილმიდან Kill Bill
კვენტინ ტარანტინომ თავის ამ საკულტო ფილმში არაერთი დაუვიწყარი პერსონაჟი შექმნა, მათ შორის კი უმა თურმანის გვერდით ლუსი ლუს შესრულება ნამდვილად ყველაზე გამორჩეული იყო.
6. ვილანელი სერიალიდან Killing Eve
სატელევიზიო შოუების ისტორიაში ვილანელი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ცივსისხლიანი პერსონაჟია, რომელიც საყვარელ ადამიანსაც კი უყოყმანოდ გამოასალმებს სიცოცხლეს, თუმცა თავისი განსაკუთრებული იუმორის გრძნობით სიძულვილს ყველაზე ნაკლებად იწვევს.
თანაც ის ერთ-ერთი ყველაზე მოდური სერიული მკვლელია.
7. ურსულა ანიმაციიდან The Little Mermaid
ურსულა დისნეის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო პერსონაჟია, რომლის გავლენა პოპკულტურაზეც კი აისახა.
8. ჰარლი ქუინი ფილმიდან Suicide Squad
კომიქსის გმირებზე გადაღებული ფილმების ბევრი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ ამ ფილმის ერთადერთი დადებითი ნაწილი სწორედ მარგო რობის მიერ განსახიერებული ჰარლი ქუინი იყო.
9. რეჯინა ჯორჯი ფილმიდან Mean Girls
ამ ფილმმა ბევრს ასწავლა, რომ ხანდახან ვარდისფერი ნივთების მოყვარულ ქერათმიან გოგოსთან ურთიერთობაც შეიძლება ძალიან, ძალიან საშიში იყოს.
10. მისტიკი X-Men-ის ფილმების სერიიდან
მარველის მრავალი საოცრებითა და სრულიად უნიკალური შესაძლებლობებით სავსე სუპერგმირების სამყაროში რეივენ დარქჰოლმმა მაინც შეძლო, რომ მილიონობით მაყურებელს ის განსაკუთრებულად დამახსოვრებოდა.
11. რავენა ფილმიდან Snow White and the Huntsman
შარლიზ ტერონის სილამაზემ ამ როლში ზღაპრულ საზღვრებსაც კი გადააჭარბა, რის გამოც ყველა მისი ავი ზრახვის მიუხედავად, მაყურებლები სწორედ მის პერსონაჟს ეთაყვანებიან.
12. ემი დანი ფილმიდან Gone Girl
დევიდ ფინჩერის ამ გახმაურებული ფსიქოლოგიური თრილერის ნამდვილი მარგალიტი როზამუნდ პაიკის ეს განუმეორებელი პერსონაჟია, რომელიც თავისი გამჭრიახობითა და უმოწყალო ბუნებით კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟია.
13. დეიდა ლიდია სერიალიდან The Handmaid's Tale
ამ პერსონაჟმა შეძლო, რომ სერიალის წარმოუდგენელი უსამართლობითა და სისასტიკით სავსე სამყაროში მაყურებლების ყველაზე დიდი სიძულვილი თავად დაემსახურებინა.
14. კრუელა დე ვილი ანიმაციიდან One Hundred and One Dalmatians
დისნეის სამყაროს არაერთი უგულო და ბოროტმოქმედი პერსონაჟი ახსოვს, თუმცა მათ შორის თავისი უსულგულობით ნამდვილად გამორჩეულია კრუელა.
15. ენი უილკსი ფილმიდან Misery
კეტი ბეიტსმა კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ცივსისხლიანი გმირი შექმნა, რის გამოც სრულიად დამსახურებლად მიიღო ოსკარის ჯილდო ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები