IDFI მოუწოდებს პარლამენტს არ დაუშვას შეზღუდვების კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი ორ მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ადამიანის უფლებათა არაპროპორციული შეზღუდვის რისკებს წარმოშობს.
ინსტიტუტი პირველ სიახლედ გამოყოფს "საკარანტინო ღონისძიებების" განმარტების გაფართოვებას და ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრას.
"წარმოდგენილი კანონპროექტი აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს ჭარბ ძალაუფლებას, რამაც შეიძლება ხანგრძლივი და არაპროპორციული გავლენა იქონიოს ადამიანის უფლებებზე.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სახელმწიფოებს შეუძლიათ ცალკეული უფლებები კანონით შეზღუდონ სათანადო ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, მათ შორის, ჯანმრთელობის დასაცავად. ამგვარი შეზღუდვები უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
წარმოდგენილი კანონპროექტი კი ერთი მხრივ, საკანონმდებლო ორგანოს ნაცვლად, აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ვერ უზრუნველყოფს პროპორციულობის პრინციპის დაცვას და ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის კრიტერიუმს".
კანონპროექტი პარლამენტის ბიურომ 2020 წლის 19 მაისს განიხილა, ხოლო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება. ამ მიზეზით, ინიციატორი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.
IDFI აღნიშნავს, რომ ფორსირებულ რეჟიმში კანონპროექტის განხილვა ართულებს სრულყოფილი დისკუსიის წარმართვას და საზოგადოების სათანადო ჩართულობას.
IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება და მისცეს ყველა მხარეს და დაინტერესებულ პირს საკუთარი არგუმენტებისა და პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა.
- საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები არაკონსტიტუციურია — TI
- საია საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შემოსაღებ რეგულაციებს უარყოფითად აფასებს
- მთავრობის ხელში ეს იქნება რეპრესიების, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი — გოცირიძე ცვლილებებზე
- არათუ "ოცნების", არამედ ნებისმიერი მთავრობისთვის ამ უფლებების მინიჭება დაუშვებელია — რატიანი
- ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება — გახარია ახალ კანონპროექტზე
კანონპროექტი: რა შეეძლება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც. კანონპროექტის ავტორი ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა. მას ორი კანონის შეცვლა სურს — კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
კანონპროექტის იცვლება ტერმინ "საკარანტინო ღონისძიებების" განმარტება. არსებულ კანონში ეს არის იმ ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, ვინც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით კი, საკარანტინო ღონისძიებებში ჩაითვლება ეს:
"ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, აგრეთვე ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად".
გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებაში შემავალი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრირების, ასევე საჯარო სერვისების მიწოდების კანონმდელობისგან განსხვავებულ დროებით წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.
რაც შეეხება ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონს მიიღებს, საგანგებო მდგომარეობის გარეშეც, პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამ წესით სხდომის გამართვის შემთხვევაში, მასში მონაწილე არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე, მასზე უშუალო დასწრების სურვილის მოტივით.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები