დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, პარასკევიდან ბოლნისსა და თელავის მუნიციპალიტეტებში ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევა დაიწყება. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ერთნაირი მიდგომით, ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 5 დღის განმავლობაში ამ კვლევებს ჩავატარებთ და ამ კვლევებზე იქნება დამოკიდებული თუ რა დამატებით ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს ბოლნისში", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, კვლევა ტარდება, რათა დადგინდეს როგორია კორონავირუსის გავრცელება მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკონტროლოდ აღებულია თელავის მუნიციპალიტეტი.