დღევანდელმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო — ბოკუჩავა შეზღუდვების კანონის ახალ ფორმულირებაზე
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ შეზღუდვების კანონის ახალი ფორმულირება დღევანდელი ბრძოლის შედეგია. როგორც დეპუტატი ამბობს, ირაკლი კობახიძის შემოთავაზება კანონის არსს რადიკალურად ცვლის.
"ახალი ფორმულირება უნდა ვნახოთ და ვიმსჯელოთ ამაზე, დღევანდელმა ბრძოლამ კონკრეტული შედეგი გამოიღო. ის, რასაც ვამბობდით, დროის შეზღუდვის გარეშე ამგვარი კანონის მიღება არის არაკონსტიტუციური, როგორც ჩანს, გაითავისა დებატების დროს მმართველმა გუნდა, რადგან ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შემოვა კონკრეტული დროის ჩამკეტი, რაც, რა თქმა უნდა, რადიკალურად ცვლის ამ კანონის არსს და ბევრად უფრო არბილებს იმ წუხილებს, რაც გაგვაჩნდა ჩვენ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს", — აღნიშნა დეპუტატმა.
დღეს, 21 მაისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
საკითხი დაჩქარებული წესით განიხილება. პირველი მოსმენა დღეს იყო, ხოლო მეორე და მესამე მოსმენა, შესაბამისად, საბოლოო კენჭისყრა ხვალ არის დაგეგმილი.
პლენარულ სხდომაზე განხილვის დასასრულს, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ეს შეზღუდვები იყოს დროებითი. კერძოდ, მისი განმარტებით, ეს ნორმები გარდამავალ დებულებებში გაიწერება და იქნება დროებითი, "პირობითად, 15 ივლისამდე".
"15 ივლისამდე იმედია, რომ იქნება რადიკალურად განსხვავებული ვითარება პანდემიის კუთხითაც. მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და ამის შემდეგ უკვე ეს გარდამავალი დებულებები, ბუნებრივია, დაკარგავს თავის აქტუალობას", — თქვა მან.
კობახიძემ პარლამენტს შესთავაზა ეს იდეა დღესვე განიხილონ და აღნიშნა, რომ იდეა "სპონტანურია".
რამდენიმე წუთში კობახიძემ დააზუსტა, რომ იგულისხმება ივლისის რომელიმე რიცხვი და ამაზე მსჯელობაა საჭირო. კანონპროექტზე კენჭისყრა სწორედ ამ დათქმით გაიმართა.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც. კანონპროექტის ავტორი ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა. მას ორი კანონის შეცვლა სურს — კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
ნახეთ ვრცლად: მიმოსვლის, თავშეყრის, საკუთრების შეზღუდვა — რა შეეძლება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები