მამები და შვილები — თავგადასავლები იზოლაციიდან: როგორ გამოვაცხოთ პური ბავშვთან ერთად
სტატია ქვეყნდება კამპანიის "კაცები ზრუნავენ" და On.ge-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში — "მამები და შვილები — თავგადასავლები იზოლაციიდან". მუსიკოსი სანდრო სულაქველიძე და ანასტასია პურის სახლში გამოცხობის რეცეპტსა და მეთოდს გვიზიარებენ.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მე და მამასტასია (ჩემი შვილი, ანასტასია) არ ვართ პროფესიონალი მზარეულები და ეს რეცეპტები ონლაინ წაკითხულის და ჩვენი ინტერპრეტაციის მიქსია.
მთავარი ის არის, რომ ცხობის პროცესი სიამოვნებას განიჭებდეთ. შვილებთან ერთად კი, დროის გაყვანის და გართობის ერთ-ერთი ნაირსახეობა გამოდის.
სანამ რეცეპტსა და მომზადების წესზე გადავიდოდეთ, ორი სიტყვით ჩვენს მოკლე ისტორიასაც მოგიყვებით.
მე და სოფო 17 წლისები ვიყავით, როცა ანასტასია (ნიტა, მამასტასია) გაჩნდა, რადგან ეს რუბრიკა მამების და შვილების შესახებაა, მეც ჩემი მხრიდან მოვყვები.
ჩემს ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბებაში ამ მოვლენამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, მაქსიმალურად გავისიგრძეგანე მთელი პასუხისმგებლობა, რაც შვილის ყოლას მოჰყვება და მას მერე ჩემი მოღვაწეობა მაქსიმალურად ანასტასიასთვის კარგი ცხოვრების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.
პირველ რიგში იმაზე ვზრუნავდი და დღემდე ასეა, რომ მე და ჩემს შვილს მაქსიმალურად მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა გვქონდეს, რაც იმაში გამოიხატება რომ ანასტასიას ვერ შეაშინებ ჩვენს საზოგადოებაში ასე ცნობილი გამოთქმით — მამაშენს ვეტყვი ყველაფერს. იცის, რომ ჩემთვის ყველაფრის თქმა შეიძლება და არასდროს ვეჩხუბები, თუ რამე არასწორია ავუხსნი და ერთად მივალთ დასკვნამდე თუ რა არის სწორი.
ყოველთვის ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად ზრდასრული ადამიანების შესაფერისი ურთიერთობა გვქონოდა — ველაპარაკებოდი ისე როგორც თანატოლს, თანასწორს და ასე ვფიქრობ რომ ეგაა ყველაზე სწორი გზა.
ამ მეგობრული და თანასწორი დამოკიდებულების შედეგია, რომ მამასტასიასთვის სანდო მეგობარი ვარ და ჩემთან ერთად დროის გატარება მოსაბეზრებელი და დასაზარი არ არის. მასთან ერთად, მისი მეგობრებისთვისაც შეკრების ყველაზე საყვარელი ადგილი ჩემთან სახლშია, მაქსიმალურად თავისუფლად აქ გრძნობენ თავს.
ხოდა, ამ თვითიზოლაციაში პურის ცხობით რომ დავიწყე თავის გართობა, ნიტაც დაინტერესდა და ჩემი რეცეპტი ისწავლა, ახლა კი გაჩვენებთ როგორ პურებს ვაკეთებთ ერთად.
რეცეპტი
ორი ტიპის პურს შემოგთავაზებთ, მაგრამ სხვადასხვა შიგთავსით, საერთო ჯამში 5 პური იქნება.
პირველ შემთხვევაში დაგვჭირდება:
- 6 ჭიქა პურის ფქვილი;
- 2/3 ჭიქა შაქარი;
- 1/4 ჭიქა ზეთი;
- 1,5 სუფრის კოვზი საფუარი;
- 2 ჩაის კოვზი მარილი;
- 2 ჭიქა წყალი.
მეორე ვარიანტიც ძალიან მსგავსია პირველის, უბრალოდ, ნაკლებად ტკბილია:
- 6 ჭიქა პურის ფქვილი;
- 1/4 ჭიქა შაქარი;
- 1/4 ჭიქა ზეთი;
- 1,5 სუფრის კოვზი საფუარი;
- 3,5 ჩაის კოვზი მარილი;
- 2 ჭიქა წყალი.
შიგთავსისთვის ჩვენ გამოვიყენეთ ყველი, ზეთისხილი, ორეგანო, გარჩეული მზესუმზირა. თუმცა შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიოთ და ცვალოთ.
მომზადების წესი
ორივე შემთხვევაში თანმიმდევრობა და პრინციპი მსგავსია.
პირველ რიგში ჯამში ვათავსებთ საფუარს, შაქარს და წყალს. სასურველია, წყალი ოდნავ თბილი იყოს. კარგად გავხსნით წყალში შაქარს და საფუარს, დავტოვებთ 7-10 წუთით, რომ ამოვიდეს. აქ მნიშვნელოვანია მასა ძალიან სითბოში არ იყოს, ამჟავება რომ არ დაიწყოს.
ამის შემდეგ უფრო დიდ ჯამში ჩავყრით ფქვილს, დავასხამთ ამ აფუებულ მასას, დავუმატებთ მარილს და ზეთს და კარგად მოვზილავ, რომ მივიღოთ ცომის მასა. ჩვენ ბოლო დროს მიქსერს ვხმარობთ, მაგრამ ხელითაც შეიძლება. მიღებულ ცომის მასას გადმოვიღებთ ჯამიდან და უკვე მაგიდაზე ან დაფაზე კარგად მოვზილავთ ხელით, დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში.
შემდეგ დავჭრით ცომს სასურველ ზომაზე და შევურევთ შიგთავსს. ჩვენ შემდეგნაირად ვშვებით:
ცომს ვაბრტყელებთ, ვათავსებთ ზემოთხსენებული შიგთავსებიდან რომელიმეს და ფენებად, გადაკეცვით ვუმატებთ, სანამ იმ რაოდენობას არ მივიღებთ, რომ ჩვენი აზრით მაქსიმალურად კარგად იყოს გადანაწილებული ცომის მასაში.
ამის შემდეგ მიღებულ და შეზავებულ ცომის მასას ვათავსებთ ფორმაში ან გამოსაცხობ დაფაზე. იმისათვის, რომ გამოცხობისას არ მიეკროს, ზედაპირს ვამუშავებთ ზეთით, შემდეგ ცომს გადავაფარებთ სველ ტილოს და ვტოვებთ დაახლოებით ერთი საათით, სანამ ცომის მასა კარგად არ ამოფუვდება. ამის შემდეგ ვდგამთ ღუმელში.
რადგან ჩვენ გაზის ღუმელი გვაქვს, რომელსაც ცალ-ცალკე აქვს ზემოდან და ქვემოდან გამოცხობის რეჟიმები, დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში ვაცხობთ ქვემოდან და შემდეგ იგივე დროით დაბალ ცეცხლზე ზემოდან. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრო ღუმელი გაქვთ, 200-210 გრადუსზე შეგიძლიათ გამოაცხოთ ნახევარი საათის განმავლობაში.
სულ ესაა ჩვენებური პურის რეცეპტი.
არ აქვს მნიშვნელობა თვითიზოლაციაში ხართ თუ ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში, შვილებთან ურთიერთობაზე სასიამოვნო საქმიანობა ძალიან ცოტა შეიძლება იყოს. ჩემი აზრით, მთავარია ბავშვები მშობლებთან ურთიერთობისას თავს თანასწორებად გრძნობდნენ, ასევე, ყურადღებასა და სიყვარულს.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები