დღევანდელი პროექტი სრულიად უსაფრთხოა, მოგიწოდებთ პროფესიონალიზმისკენ — თურნავა რაჭის ჰესზე
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, რაჭის ჰესების პროექტი საჯარო განხილვების შემდეგ შეიცვალა და ის არც მაღალი კაშხლითაა, არც დიდი წყალსაცავით. ამ თემაზე მინისტრმა მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა და ოპონენტებს მეტი პროფესიონალიზმისკენ მოუწოდა.
"დღევანდელი სახით ეს პროექტი არის სრულიად უსაფრთხო გარემოსთვის, მოსახლეობისთვის. 2014 წლის შემდეგ ამ პროექტს, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იყო ჩაფიქრებული, სახე ეცვალა საჯარო განხილვების პროცესში, ეს აღარაა მაღალ კაშხლიანი ჰესი, დიდი წყალსაცავით, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ცოტა უფრო პროფესიონალური იყოს თავიანთ ხედვებში, გამონათქვამებში, ჩახედონ დოკუმენტებს", — თქვა ნათია თურნავამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მისასალმებელი უნდა იყოს, როცა ქვეყანა პანდემიის პირობებში ახერხებს არ შეაჩეროს ინფრასტრუქტურული პროექტები.
რაჭაში, ონის კასკადის მშენებლობას არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი აცხადებს, რომ ემხრობა მართებულ ადგილას, მართებული ჰესის მშენებლობას, თუმცა აღნიშნავს, რომ რაჭას არა ჰესების კასკადი, არამედ დიდი ეროვნული პარკი ესაჭიროება.
ფონდი ეწინააღმდეგება ჰესების ყველა იმ პროექტს, რომელთა დაგეგმვა და განვითარება არ შეესაბამება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო მდიდარია ჰიდროენერგეტიკული რესურსებით და ქვეყანამ ამით უნდა ისარგებლოს, მაგრამ რაჭა და მდინარე რიონი მართებული ადგილი არაა.
რაჭის კასკადის მშენებლობად გამოეხმაურა EMC-ც. ორგანიზაცია წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების პირობებში, 2020 წლის 17 მარტს, ონის კასკადის პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვა დაჩქარებულად, სათანადო საჯარო განხილვის გარეშე გაიცა. მათი თქმით, ჰიდრორესურსების ათვისების ყველა მცდელობა ფრაგმენტულია და არ არის გამოკვლეული ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული თუ სხვა სახის საჭიროებების კონტექსტში.
პასუხად ონის კასკადში განმარტეს, რომ მარტში სამინისტრომ არა მშენებლობის ნებართვა, არამედ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გამოსცა, რაც მშენებლობის ნებართვის პროცედურის ერთ-ერთი ნაწილი. ისინი უარყოფენ, რომ გვირაბი სოფლის თავზე გავა და ამისთვის მთებს აფეთქებენ. მათივე თქმით, კასკადის მშენებლობისთვის არ იგეგმება მდინარე რიონის დაშრობა და არც უწერის მინერალური წყლები განადგურდება.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები