14 რამ, რაც თვითიზოლაციისას აღმოვაჩინეთ
სახლში გატარებული დრო ჩვენ გარშემო ადამიანების ერთმა ნაწილმა ნაყოფიერად გამოიყენა, მეორე ნაწილმა კი, მოდი, გულწრფელად ვთქვათ, უბრალოდ კარგად გამოიძინა და ყველა სერიალს უყურა (როგორც მოგვიანებით აღმოაჩენთ, სტატიის ავტორი ადამიანთა ამ მეორე ჯგუფს მიეკუთვნება).
თუმცა, არც ერთი გამოცდილება არ ქრება უკვალოდ და ჩვენც გადავწყვიტეთ, შეგვეჯამებინა, რა ცხოვრებისეული ცოდნა შეგვძინა კორონავირუსის გამო სახლში გამოკეტვამ:
1. უზომოდ მნიშვნელოვანია თუნდაც პატარა ეზო ან მოზრდილი აივანი
თვითიზოლაციაში გატარებულმა დღეებმა დაგვანახა, რომ მნიშვნელოვანია, სახლშიც გვქონდეს "გარეთ" ყოფნის საშუალება. ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, თუ უაივნო ბინები წარსულს ჩაბარდება, კერძო სახლებზე კი მოთხოვნა გაიზრდება.
2. რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა სწორი ინვესტიცია იყო
რამდენჯერ უთქვამთ თქვენთვის, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა საჭირო არაა, თუ დიდ ოჯახში არ ცხოვრობ?! როგორც ჩანს, გვატყუებდნენ, ან ზუსტად არ იცოდნენ, რამდენი ჭუჭყიანი თეფშის წარმოება შეუძლია ერთ სრულ დღეში ადამიანს.
3. ერთი კვირის დაუვარცხნელ თმას 10 წუთი მაინც სჭირდება დასავარცხნად, ასე რომ, ვიდეოზარის წინ ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია
თუ არ გამოგიცდიათ, ვერასდროს მიხვდებით, როგორი პანიკის გამოწვევა შეუძლია ფრაზას "5 წუთში რომ დაგირეკო ზუმში?"
4. ერთი და იგივე ჯინსი სადღაც 6 კილოს მომატების შესაძლებლობას იძლევა
ცოტაც გაუძელით, ჯინსებო და ამასობაში ტანსაცმლის მაღაზიაც გაიხსნება.
5. კვერცხის შეწვის 2 მეთოდი არსებობს, დანარჩენი ყველაფერი მაიმუნობააა
ათქვეფილი და "მზესავით". გააჩნია, რამდენი ჭურჭლის დასვრისთვის ხარ მზად.
6. საწოლიდან მუშაობა მაქსიმუმ 2 საათამდეა სახალისო
თურმე იმიტომ მოგვიგონებია სკამები, რომ დაწოლილზე მუშაობა დიდხანს უბრალოდ შეუძლებელია.
7. Youtube-ზე საბავშვო ვიდეოები და ანიმაციები უფრო და უფრო უარესი ხდება
Youtube-ის საბავშვო მხარე დიდად შემეცნებითი და ხარისხიანი ნამდვილად არაა.
8. მასწავლებლებს მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეთ
სახლში ბავშვების მეცადინეობამ და მასწავლებლების შრომაზე დაკვირვებამ უფრო ცხადი გახადა, რამდენ რამეს აკეთებენ მასწავლებლები მიზერული ხელფასების სანაცვლოდ.
9. თითქმის 3-თვიანი თვითიზოლაცია საკმარისია იმისთვის, რომ კაცებმაც ისწავლონ სარეცხი მანქანის რეჟიმები
სპოილერი: 10 რეჟიმიდან მხოლოდ 2 არის საჭირო.
10. არსებობს პირბადე, რომელიც გიცავს და არსებობს "მაღაზიაში შესასვლელი პირბადე", რომელიც ყველაზე ბინძური რამაა მსოფლიოში
რომელ პირბადეზე ვამბობთ, ხომ იცით? აი ჩანთის სიღრმეში რომ არის ჩაკუჭული და მხოლოდ მაღაზიაში შესვლის წინ იკეთებ, მერე კი უკან, წყვდიადში აბრუნებ...
11. ბუნებრივი საფუარის გამოზრდა და გამოკვება დაახლოებით შინაურ ცხოველზე ზრუნვასავით სახალისოა
პურის მცხობელებს თუ დავუჯერებთ, ბუნებრივი საფუარი საკუთარ სახელზეც კი რეაგირებს.
12. სკაიპმა როგორღაც მოახერხა და რისთვისაც იყო შექმნილი, ის მომენტი გამოტოვა
მოხერხება ხომ უნდა?!
13. მნიშვნელოვანია, რამის მართვა მაინც იცოდე, საკუთარი ფეხების გარდა: მანქანის, სკუტერის, ველოსიპედის...
თუ ტაქსის აკრძალავენ, შენი მანქანით გახვალ გარეთ, თუ ამასაც აკრძალავენ, სკუტერით ან ველოსიპედით...
14. ვერაფერი, ვერც ვიდეოზარები, ვერც შორიდან ხელის დაქნევა და ვერც იდაყვებით მისალმება ვერ შეედრება ჩახუტებას
მგონი, ზუმში ორჯერ დალევის შემდეგ მთელმა სამყარომ აღიარა, რომ დიახაც, ჩახუტება ძალიან გვენატრება და ამას ვერაფერი შეცვლის.
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები