ქართველ ჩოგბურთელს, 28 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან. ინფორმაცია თავდაპირველად ამის შესახებ რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.

აღნიშნული On.ge-ს დაუდასტურეს პროკურატურაში. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა არასრულწლოვანის თანდასწრებით მოხდა. გარდა ამისა, ნიკოლოზ ბასილაშვილის მამის მიმართ შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ სპორტსმენის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს, 24 მაისს, 11:30-ზეა დანიშნული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 27-ე ჩოგანია.