ილონ მასკმა და გრაიმსმა შვილს სახელი (ოდნავ) შეუცვალეს
როცა, როგორც იქნა, გრაიმსის და ილონ მასკის შვილის უჩვეულო სახელის წერა ვისწავლეთ, მისი მშობლები ადგნენ და ბავშვს სახელი შეუცვალეს.
თვის დასაწყისში Tesla-ს და Space X-ის დირექტორმა, ილონ მასკმა, შვილის დაბადება ტვიტერის პოსტით გვახარა და სახელიც გაგვიმხილა: X Æ A-12 მასკი.
თუმცა, მალევე გამოითქვა ვარაუდი, რომ უცნაურ მეტსახელს, შესაძლოა, ვერ დაეკმაყოფილებინა იმ შტატის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, სადაც წყვილი ცხოვრობს — კალიფორნიაში სახელისთვის მხოლოდ ინგლისური ენის 26 ანბანური სიმბოლოს გამოყენებაა დაშვებული.
კვირას გრაიმსმა ინსტაგრამზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომლის კომენტარებშიც ფანები მისი შვილის სახელის ბედით დაინტერესდნენ.
"კალიფორნიის კანონების გამო ბავშვისთვის სახელის შეცვლა მოგიწიათ? ახლა რა ჰქვია?" — ჰკითხა მუსიკოსს სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
"X Æ A-Xii", — უპასუხა გრაიმსმა ისე, რომ სახელის ოდნავ შეცვლის მიზეზი არ დაუზუსტებია.
მომღერალმა სხვა კომენტარსაც უპასუხა: "ისე, რომაული ციფრები უკეთ გამოიყურება".
გრაიმსს შვილის თავდაპირველი სახელის მნიშვნელობა ცნობისმოყვარე ფანებისთვის უკვე ახსნილი ჰქონდა.
კანადელმა მუსიკოსმა, რომლის ნამდვილი სახელი კლერ ელიზ ბუშეა, განაცხადა, რომ სახელში X უცნობ ცვლადს აღნიშნავს.
Æ ხელოვნური ინტელექტის ელფური მართლწერაა და, ამავდროულად, რამდენიმე ენაში, მათ შორის იაპონურში, სიყვარულს აღნიშნავს.
"A-12 წინამორბედია SR-17-სა, რომელიც ჩვენი საყვარელი კოსმოსური ხომალდია. არანაირი იარაღი, არანაირი თავდაცვა, მხოლოდ სიჩქარე. მებრძოლი, მაგრამ არაძალადობრივი", — დასძინა გრაიმსმა.
A სახელში მთავარანგელოზსაც (Archangel) აღნიშნავს, რომელიც, გრაიმსის განცხადებით, მისი საყვარელი სიმღერაა.
ფანები იმითაც დაინტერესდნენ, როგორ წარმოითქმის ბავშვის სახელი და ამაზე ბედნიერ წყვილს განსხვავებული ინტერპრეტაციები აღმოაჩნდა.
კითხვის პასუხად გრაიმსმა ინსტაგრამზე დაწერა: "X წარმოითქმის როგორც ასო-ბგერა ექსი. მერე A.I. — ჩვეულებრივ, როგორც ამბობთ ეი-ს (A) და შემდეგ აი-ს (I).
თუმცა, მასკმა პოდკასტის წამყვან ჯო როგანთან სახელის წარმოთქმის წესი სხვაგვარად ახსნა. "ანუ, ეს უბრალოდ ექსია, როგორც ასო-ბგერა. ხოლო, Æ ეშ-ად წარმოითქმის... შემდეგ კი, ეი-12, ეს უკანასკნელი ჩემი წვლილია სახელში", — განაცხადა მან.
X Æ A-Xii წყვილის პირველი საერთო შვილია. მასკს ხუთი სხვა შვილიც ჰყავს წინა ქორწინებიდან: ტყუპები — გრიფინი და ხავიერი და სამი ტყუპი — დემიენი, საქსონი და კაი.
-
გადახედვაქურდოვანიძე: თავიდანვე პატიმრობის გამოყენება იყო დაუსაბუთებელი და რა თქმა უნდა, ვერც მისი გახანგრძლივება იქნება დასაბუთებული ქურდოვანიძე: თავიდანვე პატიმრობის გამოყენება იყო დაუსაბუთებელი და რა თქმა უნდა, ვერც მისი გახანგრძლივება იქნება დასაბუთებული
-
გადახედვადონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა უპირობო გამოშვება მიუსაჯა დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა უპირობო გამოშვება მიუსაჯა
-
გადახედვახაზარაძე: განაჩენი, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა, სჯის მშვიდობიან აქტივისტებს ხაზარაძე: განაჩენი, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა, სჯის მშვიდობიან აქტივისტებს
-
გადახედვახონში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
-
გადახედვაპროევროპული აქციისას დაკავებული 11 მოქალაქე პატიმრობაში რჩება — მოსამართლე ჯაჭვაძის გადაწყვეტილება პროევროპული აქციისას დაკავებული 11 მოქალაქე პატიმრობაში რჩება — მოსამართლე ჯაჭვაძის გადაწყვეტილება
-
გადახედვაპროტესტის 44-ე დღე რუსთაველის გამზირზე — "თავისუფლება უკანონო პატიმრებს" პროტესტის 44-ე დღე რუსთაველის გამზირზე — "თავისუფლება უკანონო პატიმრებს"
-
გადახედვაგიორგი გახარია: ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკვე ჰყავს თავისი დაუმარცხებელი სიმბოლო — ამ ბიჭების სახით გიორგი გახარია: ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკვე ჰყავს თავისი დაუმარცხებელი სიმბოლო — ამ ბიჭების სახით
-
გადახედვაალეკო ელისაშვილი: "ვივამედი" ისე წერს აქციაზე ნაცემი ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ ალეკო ელისაშვილი: "ვივამედი" ისე წერს აქციაზე ნაცემი ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ
-
გადახედვა"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში ოფიციალურად დარეგისტრირდა "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში ოფიციალურად დარეგისტრირდა
-
გადახედვატრამპმა ვენესუელას პრეზიდენტად მადუროს ოპონენტი, ედმუნდო გონსალესი აღიარა ტრამპმა ვენესუელას პრეზიდენტად მადუროს ოპონენტი, ედმუნდო გონსალესი აღიარა
-
გადახედვასაზმაუს პროდიუსერი: კინოცენტრის პროტესტის დროს გადაცემიდან ანდრო ჭიჭინაძის კომენტარის ამოჭრა მომიწია საზმაუს პროდიუსერი: კინოცენტრის პროტესტის დროს გადაცემიდან ანდრო ჭიჭინაძის კომენტარის ამოჭრა მომიწია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ქეთევან ჯაჭვაძევ, სირცხვილია! სალომე ზურაბიშვილი: ქეთევან ჯაჭვაძევ, სირცხვილია!
-
გადახედვანახეთ: ზელენსკის ინტერვიუს ხელოვნური ინტელექტი სხვა ენებზე ახმოვანებს — YouTube-ის ახალი ფუნქცია ნახეთ: ზელენსკის ინტერვიუს ხელოვნური ინტელექტი სხვა ენებზე ახმოვანებს — YouTube-ის ახალი ფუნქცია
-
გადახედვაანდრო ჭიჭინაძე სასამართლო სხდომაზე: ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო სხდომაზე: ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს
-
გადახედვარა არის "ბაბუის პარადოქსი" და როგორ შეიძლება მისი დაძლევა რა არის "ბაბუის პარადოქსი" და როგორ შეიძლება მისი დაძლევა
-
გადახედვარევაზ კიკნაძე მოსამართლეს: 6 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯით ადამიანებს ქვის და ბოთლის, ან დამრგვალებული ქაღალდის ჰაერში სროლისთვის? რევაზ კიკნაძე მოსამართლეს: 6 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯით ადამიანებს ქვის და ბოთლის, ან დამრგვალებული ქაღალდის ჰაერში სროლისთვის?
-
გადახედვამამუკა მდინარაძე ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ურჩევს გაჩუმებდეს და პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოს მამუკა მდინარაძე ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ურჩევს გაჩუმებდეს და პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოს
-
გადახედვაალეკო ელისაშვილი: ირანში რამდენი ვინმე მოკვდა, იმდენი კუბოს თავი ურტყეს, ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა, "საპოჟნიკიც" არ შეხვდება "ქართულ ოცნებას" ალეკო ელისაშვილი: ირანში რამდენი ვინმე მოკვდა, იმდენი კუბოს თავი ურტყეს, ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა, "საპოჟნიკიც" არ შეხვდება "ქართულ ოცნებას"
-
გადახედვაკაია კალასი: დღეს უკრაინა მიიღებს 3 მილიარდ ევროს კაია კალასი: დღეს უკრაინა მიიღებს 3 მილიარდ ევროს
-
გადახედვაშეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს როგორადაც მათ სახელმწიფო ბრალდება სახავს? — ონისე ცხადაძის ადვოკატი მოსამართლეს შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს როგორადაც მათ სახელმწიფო ბრალდება სახავს? — ონისე ცხადაძის ადვოკატი მოსამართლეს
-
გადახედვააშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჰააგის სასამართლოს სანქცირების კანონპროექტი დაამტკიცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჰააგის სასამართლოს სანქცირების კანონპროექტი დაამტკიცა
კომენტარები