უკრაინა, ლატვია და სხვა სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობას ულოცავენ
მსოფლიოს სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. მათ შორისაა: უკრაინა, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ლატვია და მოლდოვა.
"ჩვენი გულწრფელი მილოცვა საქართველოს მეგობრულ ხალხს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით! მშვიდობის, კეთილდღეობისა და წარმატების საუკეთესო სურვილებით", — წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე.
Twitter-ის მეშვეობით მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ალბანეთმაც.
"ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს ხალხს და ჩვენს კოლეგებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლებიც ეროვნულ დღეს აღნიშნავენ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!" — წერს ალბანეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სოციალური ქსელით ულოცავს საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროც.
"საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მილოცვა მეგობრულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. საქართველოს მეგობრულ ხალხს ძლიერ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და მარადიულ კეთილდღეობას ვუსურვებთ", — ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს კეთილდღეობა უსურვა ლატვიის საგარეო უწყებამაც.
"ყველაზე გულწრფელი მილოცვა საქართველოს ხალხს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს! ჩვენს მეგობრებს მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ვუსურვებთ!" — წერს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს სუვერენუტეტის მხარდაჭერა გამოხატა პირადად ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
"ძალიან თბილი მილოცვა ჩვენს ქართველ მეგობრებს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ! ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", — წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი პირადი Twitte-ის გვერდზე.
საქართველოს წინსწვლას უსურვებს მოლდოვაც.
"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! დაე, ამ დღემ ჩვენს ქართველ მეგობრებს კეთილდღეობა, წინსვლა და ბედნიერება მოუტანოს!" — წერს მოლდოვას საგარეო და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი პირადი Twitter-ის გვერდზე.
დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავს აღნიშნავს.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები