საგადასახადო შეღავათები და "გადარჩენის პარკები" — ბარები და კლუბები კრიზის გამო სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ
დღეს დედაენის ბაღში ბარებისა და კლუბების წარმომამდგენლები შეიკრიბნენ და პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე სახელმწიფოსგან ყურადღება მოითხოვეს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ კრიზისის დაძლევის ხედვა წარადგინეს.
როგორც ისინი აცხადებენ, მათ სექტორზე ვითარება იმდენად მძიმედ აისახა, რომ ბევრი მათგანი გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა.
მათივე თქმით, სფეროს პრობლემებსა და საჭიროებებზე კვლევა მათთან კომუნიკაციის გარეშე ჩატარდა.
ბარებისა და კლუბების წარმომამდგენლების განმარტებით, მათი სფერო სპეციფიკური ბიზნეს მიმართულებაა და გონივრული გეგმის შემუშავება მხოლოდ მათი ჩართულობით არის შესაძლებელი.
"გაგაცნობთ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ კრიზისის დაძლევის ხედვასა და მოთხოვნებს, რომლის შესრულებასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ინდუსტრიისა და დასაქმებული ათასობით ადამიანის არსებობის, განვითარებისა და მომავლისთვის:
- დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი. ასევე, ჩვენთან ერთად იქნ რეგულაციები და დირექტივები;
- იმისათვის რომ ჩვენმა სექტორმა სრულიად შეძლოს თავისი ეკონომიკური როლის დაბრუნება, აუცილებელია ერთ წლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების, მათ შორის დღგ-ს კუთხით;
- მოვითხოვთ, საკრედიტო დახმარებას არსებული ბიზნეს- ერთეულებისათვის კომერციული ბანკებიდან დაბალ პროცენტიანი სესხის მიღებისას ( დაახლოებით ისევე, როგორც ამას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო,"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფრაგლებში)", — აცხადებენ ბარებისა და კლუბების წარმომამდგენლები.
ისინი ასევე გამოვიდნენ ინიციატივით, რომ თუ დროულად არ მიეცემათ დახურული სივრცეების გახსნის შესაძლებლობა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ, ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ ღია სივრცეებში შექმნან სარეკრეაციო, ქვეყნის ტურისტული საიმიჯო პროდუქტი — "გადარჩენის პარკი", სადაც უკვე არსებული დახურული ბარები წარმოადგენენ თავის ღია ვარიანტს, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ვირუსის გავრცელების რისკები.
"აბსოლუტურად ვიაზრებთ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რაც უკვე დავამტკიცეთ ჩვენი ობიექტების და სივრცეების დაკეტვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ადრე, სახელმწიფოს მხრიდან რეკომენდაციების დამტკიცებამდე;
გვჯერა, რომ სახელმწიფოს გათავისებული აქვს ჩვენი როლი ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო რეპუტაციისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა მძიმე ყოფა და ამიტომ სახელმწიფო, როგორც კეთილმოსურნე იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად", — აცხადებენ ბარებისა და კლუბების წარმომამდგენლები.
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
კომენტარები