5 ახალი თარგმანი, რომელიც წიგნის ვირტუალურ ფესტივალზე არ უნდა გამოგრჩეთ
უკვე წლებია ყოველი მაისის მოახლოებას მკითხველები განსაკუთრებულად ელოდებიან, რადგან გაზაფხულის მიწურულს ნამდვილი ლიტერატურული დღესასწაული — თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იმართება.
წელს კორონავირუსის პანდემიამ სხვა ბევრი რამის მსგავსად, რა თქმა უნდა, ფესტივალის ჩატარებაც ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა ოპტიმალური გამოსავალი ამ შემთხვევაშიც მალევე გამოიძებნა: წიგნების ვირტუალური ყიდვა-გაყიდვა!
მართალია, მკითხველებისთვის ცალკე ბედნიერება იყო გამომცემლობების სტენდებთან სეირნობა და სასურველი საკითხავის შერჩევა, მაგრამ ამჯერად რიგების და ხალხმრავლობის გარეშე შესაძლებლობა გეძლევათ 30-31 მაისს ონლაინ შეიძინოთ წიგნები, რომლებსაც სახლში მოგიტანენ.
ამ სტატიაში კი იმ რამდენიმე გამორჩეულ ლიტერატურულ სიახლეზე გიამბობთ, რომლებიც ლიტერატურის მოყვარულებს წლევანდელ ფესტივალზე არ უნდა გამორჩეთ.
1. არსთა მესნევი — ჯალალ ედ-დინ რუმი
მკითხველების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ წიგნების სერიას მსოფლიო კლასიკა გამოჩენილი სპარსელი პოეტი ჯალალ ედ-დინ რუმი შეემატა, რომელიც მეცამეტე საუკუნეში მოღვაწეობდა და დღემდე უსაზღვროა მისი შემოქმედების გავლენა სხვადასხვა ხალხის ცხოვრებასა და კულტურაზე.
მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა ამ უმნიშვნელოვანესი ავტორის გამორჩეული ნაწარმოები არსთა მესნევი ქართულად წაიკითხოს და თანაც გიორგი ლობჟანიძის თარგმანით. ლიტერატურის ბევრმა მოყვარულმა კარგად იცის, რომ ეს სახელი და გვარი მაღალი ხარისხის თარგმანის გარანტს იძლევა და სპარსული პოეზიის ამ უძვირფასესი მარგალიტით ისევე დატკბებით მშობლიურ ენაზე, თითქოს, ორიგინალში წაგეკითხოთ.
2. მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში — პეტერ ჰანდკე
წლევანდელი წიგნების ფესტივალზე დაანონსებულ სიახლეებს შორის უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი თარგმანი პეტერ ჰანდკეს ცნობილი რომანია მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში. ამ ავსტრიელ მწერალს გასულ წელს ნობელის პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში და ქართველ მკითხველებსაც შესაძლებლობა ეძლევათ მის შემოქმედებას საეტაპო რომანით გაეცნონ.
ეს მცირე რომანი, რომელიც გერმანულიდან მაია ფანჯიკიძემ გადმოაქართულა, დეტექტიური ჟანრისთვის დამახასიათებელი დაძაბულობით იწყება და მკითხველს კრიზისში მყოფი მთავარი პერსონაჟის შინაგანი სამყაროს დაფარულ კუნჭულებში ამოგზაურებს. წიგნის მიხედვით ცნობილმა რეჟისორმა ვიმ ვენდერსმა ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღო, შესაბამისად, ეს სიახლე კინომოყვარულებსაც დააინტერესებთ.
3. მაშენკა — ვლადიმირ ნაბოკოვი
სხვა მილიონობით ლიტერატურის მოყვარულთან ერთად ქართველი მკითხველები ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რუსულ და ინგლისურენოვან ავტორს, ვლადიმირ ნაბოკოვს მისი გახმაურებული რომანით ლოლიტა იცნობენ. არადა ის კიდევ არაერთი ნაკლებად ცნობილი ნაწარმოების ავტორიცაა, რომელშიც არანაკლებად ჩანს მისი უკიდეგანო ოსტატობა.
მათ შორის ერთ-ერთი კი მაშენკაა, რომელიც ნაბოკოვმა 1926 წელს მშობლიურ, რუსულ ენაზე დაწერა და ბოლშევიკური რუსეთიდან გაქცეულმა მწერალმა ავტობიოგრაფიული ელემენტებით ემიგრაციაში მყოფი ახალგაზრდა კაცის განცდების შესახებ მოგვითხრო. ეს მცირე მოცულობის ნაწარმოები ნაბოკოვის პირველი რომანია, რომელიც 27 წლის ასაკში შექმნა, შესაბამისად, მისი შემოქმედების მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ გენიალურ მწერლის ადრეულ ფიქრებთან გაცნობა.
4. ახლა კი გასულ წელს დაველოდოთ — ფილიპ დიკი
ამ ფესტივალზე ხელცარიელები არც ჟანრული ლიტერატურის მოყვარულები დარჩებიან: იმასთან ერთად, რომ ბოლო წლებში ფენტეზისა თუ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში არც ისე ცოტა ახალი ქართული თარგმანი დაგროვდა, მკითხველები მუდმივად განებივრებული არიან სიახლეებითაც.
წლევანდელ ვირტუალურ ფესტივალზე კი შესაძლებლობა გექნებათ სამეცნიერო ფანტასტიკის საკულტო მწერლის, ფილიპ დიკის რომანი ახლა კი გასულ წელს დაველოდოთ შეიძინოთ, რომლის სათაურიც კი კმარა მკითხველის ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად.
5. სეროტონინი — მიშელ უელბეკი
მიშელ უალბეკი თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებითაც საქართველოში განსაკუთრებულად დაინტერესებულები არიან: იმასთან ერთად, რომ მისი რომანების ქართული თარგმანები ბესტსელერების სიაში ხშირად ლიდერობს, თავად მწერალიც ესტუმრა ჩვენს ქვეყანას და მკითხველებს შეხვდა.
ისეთი გახმაურებული წიგნების შემდეგ კი, როგორებიცაა პლატფორმა, მორჩილება და ელემენტარული ნაწილაკები, ქართველ მკითხველებს შესაძლებლობა ეძლევათ უკვე მის ჯერჯერობით ბოლო რომანს სეროტონინი გაეცნონ, რომელიც უელბეკისთვის დამახასიათებელი წერის სტილით კვლავ უსაზღვრო დეპრესიით გაჟღენთილ ისტორიაზე მოგვითხრობს.
მთავარი არხის გადაცემა შუადღეში საგამომცემლო სექტორის წარმომადგენლებმა სწორედ 30-31 მაისს დაგეგმილ თბილისის წიგნის ვირტუალურ ფესტივალსა და იმ გამოწვევეზე ისაუბრეს, რომელთა წინაშეც პანდემიის გამო საგამომცემლო სფერო აღმოჩნდა.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები