6 ივნისს პანდემიით დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად სტეფანეს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები ჩვენს უამრავ თანამოქალაქეს შეეხო. ათასობით ადამიანი დარჩა უსამსახუროდ და ყოველდღიური საკვების გარეშე. კომპანია აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის, ინიციატივის მხარდაჭერით, ფონდი 1ანობა და მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი მათ დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.
"აჭარაბეთმა გადაწყვიტა, შექმნას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა "ინიციატივა", რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებებით იმუშავებს. ეს ჩვენი პირველი პროექტია პლატფორმა "ინიციატივის" ფარგლებში — კომპანია აჭარაბეთის ფინანსური მხარდაჭერით, 6 ივნისს გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომლის მიზანიცაა, დავეხმაროთ ფონდ 1ანობის ბენეფიციარებს, ადამიანებს კონკრეტული ისტორიებით და საჭიროებებით. ჩვენ ვდგამთ პირველ ნაბიჯს და ასევე, ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, სურვილისამებრ შეიტანოს საკუთარი წვლილი", — აღნიშნავს აჭარაბეთის წარმომადგენელი, ნინი გუჯაბიძე.
ფონდის შესახებ
1იანობა ონლაინპლატფორმაა, რომელიც პანდემიის დროს ყველაზე მგრძნობიარე, მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად შეიქმნა.
"ფონდი დავაარსეთ სამმა მეგობარმა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც ყველაზე მეტად შეეხოთ პანდემია (65 წელს გადაცილებული ადამიანები, მარტოხელა დედები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირები). პლატფორმასთან დაკავშირებით ჩვენი მოწოდება იყო: დარეგისტრირდი და დაარეგისტრირე. არ გვინდოდა, ის ადამიანები გამოგვრჩენოდა, ვისაც არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან ან გაუჭირდებოდა ფორმის შევსება. ამ დროისთვის 5225 ბენეფიციარი გვყავს. რეგიონებშიც ვიმუშავეთ აქტიურად სიების შესადგენად და დავაზუსტეთ, ვის სჭირდებოდა ყველაზე მეტად პროდუქტები ან მედიკამენტები", — გვიყვება ფონდის დამფუძნებელი ვალერი ჩეხერია.
ფონდი კერძო სექტორისთვის გამაერთიანებელ პლატფორმად იქცა და ინიციატივას სხვა ბიზნესებიც შეუერთდნენ საწვავით, მედიკამენტებით, პირბადეებით თუ საკვები პროდუქტებით.
"პროდუქტებისთვის გამოვიყენეთ soplidan.ge-ის პლატფორმა, რათა პარალელურად ქართველ ფერმერებსაც დავხმარებოდით და მათი პროდუქტები მიგვეტანა ჩვენს ბენეფიციარებთან", — ამბობს ვალერი.
სტეფანე: ასეთი პროექტები ყოველი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს
მომღერალი სტეფანე ფიქრობს, რომ ასეთ საზოგადოებრივ ინიციატივაში შემოქმედებითი ადამიანების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ შეუძლიათ, დიდ აუდიტორიას მიაწვდინონ სათქმელი, მედიის მხარდაჭერაც აქვთ და საინტერესო ფორმების მოძებნაც არ უჭირთ.
"როცა კარგადაა ყველაფერი დაგეგმილი, ყოველთვის ვერთვები ასეთ სოციალურ პროექტებში. ამ შემთხვევაში ორგანიზატორებს ვენდობი და მათ მიზნებს კარგად ვიცნობ. ისეთი ძლიერი გუნდია ჩართული, რომ მჯერა, რომ ჩვენს მისიას შევასრულებთ და რაც შეიძლება დიდ თანხას მოვაგროვებთ ამ ადამიანების დასახმარებლად", — ამბობს მუსიკოსი.
საქველმოქმედო კონცერტი 6 ივნისს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, 11 საათზე დაიწყება და ნებისმიერ მსურველს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს) ექნება შესაძლებლობა, თანხა გადარიცხოს ან სატელეფონო ზარით გამოხატოს მხარდაჭერა.
სატელეფონო ნომერი: 0901 900 991
საქართველოს ბანკი
მიმღები: ააიპ ერთიანობა 2020
GE48BG0000000162696882
თიბისი ბანკი
მიმღები: ააიპ ერთიანობა 2020
GE28TB7404836080100011
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
კომენტარები