თეთრი შური იცით რა არის? — გამყრელიძე რუსეთის მხრიდან ლუგართან დაკავშირებით სპეკულაციებზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიაზე სპეკულაციებს პოლიტიკური სარჩული აქვს. მისი განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ია.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთს "თეთრი შურით შურს", რადგან იმ ინფექციების კვლვევა, რომლისთვისაც საქართველო რუსეთს მიმართავდა, ახლა დამოუკიდებლად, ლუგარის ლაბოარატორიის დახმარებითაა შესაძლებელი.
"დიახ, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის აშშ. მადლობას ვუხდი აშშ-ს, რომ მათ ასეთი დახმარება გაუწიეს ქვეყანას, რომ შეიქმნა ქვეყანაში დიდი, ერთიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლაბორატორიული ზედამხედველობის კომპლექსი, რომელსაც სათავეში უდგას ლუგარის ცენტრი. 22 ლაბორატორია ქვეყანაში მათი დახმარებით შექმნილი. თეთრი შური იცით რა არის? ეს გახლავთ ის, რომ სანამ ამ ცენტრში ჩვენ შესაძლებლობები გვექნებოდა ზოგიერთ ინფექციებზე კვლევის, რომელსაც ადრე რუსეთში ვაგზავნიდით, დღეს არ არის საჭირო, იმიტომ, რომ ყველაფერი აქ კეთდება. ამიტომ ეს არის ის, რომ რატომ საქართველოს ორიენტაცია არის ევროპული, ჩრდილოატლანტიკური ბლოკის და არ არის ჩრდილოეთის" — განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, რუსეთის წარმომადგენლებს რამდენჯერმე შესთავაზეს საქართველოში ჩამოსვლა და ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის გაცნობა.
"ჩამობრძანდნენ, ნახონ, როგორ ვმუშაობთ. ჩვენ მათ რამდენიმეჯერ შევთავაზეთ საერთო თემატიკაზე მუშაობა. ნამყოფი არიან მათი ჟურნალისტები, გადაღებული აქვთ ყველა სართული ლუგარის ცენტრის, ყველა ლაბორატორია, არაფერი დამალული არ არის", — განაცხადა გამყრელიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერტების დაშვებაზე საქართველოსგან პასუხს ელის. უწყებამ ვრცელი განცხადება 26 მაისს გაავრცელა და ლაბორატორიის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია ფაქტად წარმოაჩინა, თითქოსდა ლუგარში, რომელიც ამერიკული მხარის დახმარებით აშენდა, ბიოიარაღი მზადდება.
როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთმა ექსპერტების დაშვება 2019 წლის ივნისში მოითხოვა, თუმცა ქართულმა მხარემ ამ დრომდე პასუხი არ გასცა.
"ჩვენი შეშფოთების მიზეზი ისაა, რომ ვაშინგტონი არ ხსნის, რას საქმიანობს რუსეთის საზღვართან ახლოს. ეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება შეიძლება არ განიხილებოდეს ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში", — აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთს ლუგარის ლაბორატორია პროპაგანდისთვის არაერთხელ გამოუყენებია. ლაბორატორიის გახსნის დღიდან, ისინი ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონი მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. რუსეთის ბრალდებები არაერთხელ უარყო და სიცრუე უწოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და აშშ-მ.
2018 წელს მორიგი დეზინფორმაციის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ნოემბერში ობიექტს 20-ზე მეტი ქვეყნის ბიოექსპერტი ეწვევა, რუსმა ექსპერტებმა კი ჩასვლაზე უარი განაცხადეს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
კომენტარები