დამოუკიდებლობის დღეს რუსეთი თავს დაესხა 2 მიმართულებას, რომელშიც საქართველო ძლიერია — ზალკალიანი ლუგარსა და "ღია ცაზე"
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიასა და ღია ცაზე განცხადებებით რუსეთი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან და წარმატებულ მიმართულებებს დაესხა თავს. ღია ცაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთგულია, ლუგარის ცენტრზე კი განაცხადა, რომ ის არამხოლოდ ჯანდაცვის სისტემის ნაწილი, არამედ ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია.
"ეს ორი განცხადება წამოვიდა 26 მაისს, ჩვენს დამოუკიდებლობის დღეს. ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებებზე. სადაც საქართველოს აქვს წარმატება, სადაც საქართველო არის ძლიერი, სწორედ იქ მიიტანეს თავდასხმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან", — განაცხადა მან.
ზალკალიანმა განმარტა, რომ ქვეყანა არის ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის კონვენციის მონაწილე, რომლის ფარგლებშიც შექმნილია ეფექტური მექანიზმი ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, ამ სისტემის ფარგლებში 2018 წელს მოწვეული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, რომლებმაც უარი თქვეს მონაწილეობაზე. ზალკალიანის განცხადებით, მზად არიან კიდევ ერთხელ ჩაატარონ წვრთნები საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და რუსეთის წარმომადგენელს შეუძლია დაესწროს, თუმცა ორმხრივად, კონკრეტულად რუსეთისთვის მსგავს არ ჩაატარებენ და ამის ვალდებულებაც არ აქვთ.
"26 მაისს, მაშინ როდესაც, მთელი მსოფლიოს ცივილიზებული საერთაშორისო საზოგადოება ულოცავდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ მივიღეთ ის ცილისმწამებლური და პარადოქსული განცხადებები, რომლებიც წამოვიდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. არაერთხელ გაგვიცხადებია და არ დავიღლებით ამის საჯაროდ თქმაში, რომ ლუგარის ცენტრი არის ის მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელმაც ფასდაუდებელი როლი შეასრულა ამ პერიოდის განმავლობაში", — განაცხადა მინისტრმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერტების დაშვებაზე საქართველოსგან პასუხს ელის. უწყებამ ვრცელი განცხადება 26 მაისს გაავრცელა და ლაბორატორიის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია ფაქტად წარმოაჩინა, თითქოსდა ლუგარში, რომელიც ამერიკული მხარის დახმარებით აშენდა, ბიოიარაღი მზადდება.
რაც შეეხება ღია ცის შეთანხმებას, ჯერ კიდევ 2010 წელს რუსეთმა აკრძალა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან 10კმ მანძილზე სადამკვირვებლო ფრენები იმ მოტივით, რომ თითქოს ეს, ე.წ. ქვეყნები არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები და შესაბამისად, მათთან მიმართებით მოქმედებს შეთანხმებით განსაზღვრული განსხვავებული რეჟიმი. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედების მიზანს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების ლეგიტიმაცია წარმოადგენდა. მათივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადება, დაუშვას ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ფრენები 10-კილომეტრიან ზონებში, არ არის სიახლე და მსგავსი პოზიცია მათ ორი წლის წინაც გააჟღერეს.
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
კომენტარები