ლუგარი არამხოლოდ ჯანდაცვის სისტემის ნაწილია, ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია — ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის პროპაგანდისტული განცხადებების პასუხად აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორია არამხოლოდ ჯანდაცვის სისტემის ნაწილია, არამედ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი.
"არაერთხელ გაგვვიცხადებია და არ დავიღლებით ამის საჯაროდ თქმაში, რომ ლუგარის ცენტრი არის ის მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელმაც ფასდაუდებელი როლი შეასრულა ამ პერიოდის განმავლობაში. ფასდაუდებელია ის საქმიანობა, რომელსაც ის ახორციელებდა და მომავალში განახორციელებს", — განაცხადა ზალკალიანმა.
- თეთრი შური იცით რა არის? — გამყრელიძე რუსეთის მხრიდან ლუგართან დაკავშირებით სპეკულაციებზე
- დამოუკიდებლობის დღეს რუსეთი თავს დაესხა 2 მიმართულებას, რომელშიც საქართველო ძლიერია — ზალკალიანი ლუგარსა და "ღია ცაზე"
- თუ ითხოვენ ექსკლუზიურ უფლებას ლუგარში ინსპექტირების, მაშინ შეგვიშვან კრემლში პუტინის ინსპექტირებისთვის — გოცირიძე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერტების დაშვებაზე საქართველოსგან პასუხს ელის. უწყებამ ვრცელი განცხადება 26 მაისს გაავრცელა და ლაბორატორიის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია ფაქტად წარმოაჩინა, თითქოსდა ლუგარში, რომელიც ამერიკული მხარის დახმარებით აშენდა, ბიოიარაღი მზადდება.
როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთმა ექსპერტების დაშვება 2019 წლის ივნისში მოითხოვა, თუმცა ქართულმა მხარემ ამ დრომდე პასუხი არ გასცა.
"ჩვენი შეშფოთების მიზეზი ისაა, რომ ვაშინგტონი არ ხსნის, რას საქმიანობს რუსეთის საზღვართან ახლოს. ეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება შეიძლება არ განიხილებოდეს ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში", — აღნიშნულია განცხადებაში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიაზე სპეკულაციებს პოლიტიკური სარჩული აქვს. მისი განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ია.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთს "თეთრი შურით შურს", რადგან იმ ინფექციების კვლვევა, რომლისთვისაც საქართველო რუსეთს მიმართავდა, ახლა დამოუკიდებლად, ლუგარის ლაბოარატორიის დახმარებითაა შესაძლებელი.
რუსეთს ლუგარის ლაბორატორია პროპაგანდისთვის არაერთხელ გამოუყენებია. ლაბორატორიის გახსნის დღიდან, ისინი ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონი მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. რუსეთის ბრალდებები არაერთხელ უარყო და სიცრუე უწოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და აშშ-მ.
2018 წელს მორიგი დეზინფორმაციის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ნოემბერში ობიექტს 20-ზე მეტი ქვეყნის ბიოექსპერტი ეწვევა, რუსმა ექსპერტებმა კი ჩასვლაზე უარი განაცხადეს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
კომენტარები